ZB vz. 26 / ZB vz. 30

მსუბუქი ტყვიამფრქვევი ZB vz. 26

1919 წელს ჩეხოსლოვაკია ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი სახელწმიფო და სწრაფი ტემპით დაიწყო მუშაობა სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე. ამავე პერიოდში არსებობას იწყებს იარაღის სწარმო  Jihočeská zbrojovka, რომელიც შემდგო  ცნობილი გახდება როგორც Česká Zbrojovka (შემოკლებით ČZ). საწარმოს მიერ წარმოდგენილი ერთერთი პირველი იარაღი გახლდათ ტყვიამფრქვევი Praha II, რომლის ვაზნებით კვებაც ქამრისბური ლენტით ხდებოდა. აღნიშნული ტყვიამფრქვევი შემუშავებულ იქნა ვაცლავ ჰოლეკის (Václav Holek) მიერ და მორგებული იყო იმ დროს ჩეხოსლოვაკიაში სამხედროების მიერ დასახელებულ ტაქტიკურ-ტექნიკურ მოთხოვნებზე. გამოცდების დროს ტყვიამფრქვევმა აჩვენა მაღალი საიმედოობა, თუმცა ჩეხოსლოვაკიის სამხედრო მეთაურობამ მოითხოვა რომ ვაზნებით კვება ქამრისბური ლენტის მაგივრად მომხდარიყო მოხსნადი სახის სავაზნე კოლოფით. საიდან და რატომ წამოვიდა ეს მოთხოვნა? გარკვეულ წყაროებში გვხვდება ინფორმაცია რომ ამ გამოცდებში სხვადასხვა ტყვიამფრქვევებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ჯონ მოზეს ბრაუნინგის ხელის ტყვიამფრქვევი BAR (Browning Automatic Rifle), რომელიც მოხსნადი სავაზნე კოლოფებით იკვევებობდა. სამხედროებს მოეწონათ ეს ეგზემპლარი და ამიტომაც გადაწყვიტეს ანალოგიური გზით წასულიყო ჩეხოსლოვაკიური ტყვიამფრქვევის შემუშავება. სამხედრო მეთაურები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ მოხსნადი სავაზნე კოლოფის გამოყენება უფრო მობილურს და მოძრავს ხდიდა მებრძოლს.

Václav Holek (1886-1954)
აქედან გამომდინარე იარაღის კონსტრუქტორმა ვაცლავ ჰოლეკმა დაიწყო მუშაობა ტყვიამფრქვევის გადაკეთებაზე და 1924 წელს წარმოადგინა მოდელი vzor 24, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენდა ხელის ტყვიამფრქვევს. ტყვიამფრქვევის გამოცდებმა გასტანა რამოდენიმე ხანი და საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი შეიარაღებაში მიღების შესახებ.

მსუბუქი ტყვიამფრქვევი ZB vz. 26

ვინაიდან საწარმო Jihočeská zbrojovka სადაც შეიქმნა იარაღი ვერ უზრუნველყოფდა  ტყვიამფრქვევების დამზადებას სრული მასშტაბით, გადაწყდა რომ შეკვეთა გადაეცათ ფაბრიკისთვის Zbrojovka Brno. 1926 წელს ფაბრიკამ დაიწყო ტყვიამფრქვევის წარმოება სახელწოდებით ZB vz. 26.

ხელის ტყვიამფრქვევი ZB vz. 26 გათვლილი იყო გერმანული საშტატო შაშხანის ვაზნაზე 7,92×57mm Mauser. ავტომატიკა მუშაობდა ლულის არხიდან აირების გაყვანის პრინციპით, ხოლო ლულის ჩაკეტვას ანხორციელბდა ვერტიკალურ სიბრტყეში გადახრის პრინციპით მომუშავე საკეტი. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო საცემიანი ტიპის და ცეცხლის წარმოება ხდებოდა როგორც სრულიად ავტომატური ჯერებით, ასევე ერთეული გასროლებით. სროლის რეჟიმების გადამრტელი დამონტაჟებული გახლდათ სასხლეტი მოდულის კოლოფზე, მარცხენა მხრიდან. გადამრთველი ასევე ასრულებდა მცველის დანიშნულებას და მარკირებული იყო შემდეგი სახით. «1» — ერთეული გასროლები, «20» — ავტომატური ჯერი, «0» — მცველი.

იარაღის ვაზნებით კვება წარმოებდა მოხსნადი სახის სავაზნე კოლოფით, რომელიც მზადდებოდა თავდაპირველად 20 ვაზნაზე, ხოლო მოგვიანებით მცირე რაოდენბით დამზადდა 30 ვაზნაზე გათვლილი კოლოფები. სავაზნე კოლოფი ტყვიამფრქვევზე მაგრდებოდა ზემოთა მხრიდან, ხოლო გასროლის დროს მასრების ექსტრაქცია ხდებოდა ლულის კოლოფის ქვემოთა მხრიდან. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ ავტომატიკის მექანიზმი რჩებოდა უკანა პოზიციაში შეყენებული. მსროლელი მოხსნიდა ცარიელ სავაზნე კოლოფს, მოარგებდა სავსე კოლოფს და პირდაპირ გააგრძლებდა სროლას.

სავაზნე კოლოფის სწრაფდამტენი მოწყობილობა ZB vz. 26-ისთვის რომელშიც ვაზნები შაშხანისთვის განკუთვნილი 5-5 ცალიანი დამჭერი კლიპებით თავსდებოდა

ვინაიდან ლულის კოლოფის ზემოთა მხრიდან განთავსებული იყო სავაზნე მჭიდი, უკანა სამიზნე მოწყობილობა დამონტაჟებული იქნა ლულის კოლოფის მარცხენა მხარეს. ხოლო წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზა ასევე გადახრილი იყო მარცხენა მხარეს. საშტატო უკანა სამიზნე მოწყობილობა წარმოადგენდა V-სებურ ჭრილს, რომელიც მბრუნავი დოლურის მეშვეობით რეგულირდებოდა 1500 მეტრამდე სროლისთვის. დოლურაზე დატანილი იყო დანაყოფები 15-მდე. თითო დანაყოფით (კლიკით) გადაადგილება უზრუნველყოფდა ცვლილებას 100 მეტრზე.

ფოტოზე მოცემულია უკანა სამიზნე მოწყობილობის დოლურა ZB vz. 26

ხელის ტყვიამფრქვევი ZB vz. 26 იყენებს ფოლადისგან ფრეზირებულ მასიურ ლულის კოლოფს. ლულას უკეთესი გაგრილებისთვის გარედან გაკეთებული აქვს გოფრირებული ღარები ნეკნების სახით. ასევე ლულაზე დამაგრებულია ტყვიამფრქვევის გადასატანად მოსახერხებელი სახელური. ლულის ქვემოთ განთავსებულია აირგამყავნი სისტემა და დგუშის მიმმართველი მილი. მარჯვენა მხარეს განთავსებულია გადასატენი სახელური, ხოლო მარცხენა მხარეს გაკეთებულია სახელურიანი ბერკეტი რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ლულის სწრაფი მოხსნა კოლოფიდან.

სავაზნე კოლოფის მიმღებ ფანჯარასთან დამაგრებულია მცოცავი თავსაფარი. მარშირების/გადაადგილების დროს თუ იარაღზე არ იყო მორგებული სავაზნე კოლოფი, მსროლელს შეეძლოა თავსაფრის დაკეტვა რათა იარაღის მექანიზმში არ მოხვედრილიყო მტვერი, ქვიშა და სხვა ნაგავი.

ტყვიამფრქვევი საშტატო სახით დაკომპლექტებული იყო დასაკეცი ტიპის ორფეხა სადგამით, რომელიც აირების ცილინდრზე მაგრდებოდა. გარდა ფეხოსნებისთვის განკუთვნილი ხელის ტყვიამფრქვევის ვარიანტისა, ასევე ტყვიამფრქვევს ამაგრებდნენ სამფეხა დაზგაზე. ასევე ZB vz. 26-ს სტაციონარული სახით აყენებდნენ ჯავშანმანქანებზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე.

სამფეხა დაზგაზე დამაგრებული ტყვიამფრქვევი ZB vz. 26

ექსპლუატაციამ აჩვენა რომ ZB vz. 26-ს ჰქონდა გარკვეული პლიუსები, თუმცა რაღაც საკითხები საჭიროებდა გამოსწორებას. მაგალითად სავაზნე კოლოფები ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ დეფორმირდებოდა/ცვდებოდა და თავის ადგილაზე მორგებისას ვერ ფიქსირდებოდა სათანადოდ, რაც თავის მხრივ იწვევდა ვაზნის მიწოდებისას შეფერხებას. დაბინძურებისას ხშირი იყო მტყუნება (ე.წ. ასეჩკა) და საკეტი არ მიდიოდა ბოლომდე. ამას გარდა მტყუნებას იწვევდა საბრძოლო ზამბარის დასუსტებაც. მიუხედავად ლულაზე არსებული გოფრირებული ნეკნებისა იგი ზედმეტად ხურდებოდა.

 ZB vz. 30 (ZB-30)

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩეხოსლოვაკიაში დაწყებულ იქნა ტყვიამფრქვევის მოდიფიცირება და 1930 წელს შეიქმნა მოდელი აღნიშვნით ZB vz. 30 (ZB-30), რომელიც პირველ რიგში განსხვავდებოდა 7 საფეხურიანი აირის რეგულატორით.  ასვე მასში გადამუშავებას დაექვემდებარა დამრტყმელი მექანიზმი და იარაღზე გაკეთდა საზენიტო სამიზნე მოწყობილობის სამაგრი. გარდა ჩეხოსლოვაკიის არმიისა ZB vz. 30 მიღებულ იქნა შეიარაღებაში რუმენეთის არმიის მიერ.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ჩეხოსლოვაკიური ხელის ტყვიამფრქვევი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და სხვადასხვა ქვეყნებმაც დაიწყეს მათი შეძენა. ჩეხოსლოვაკია დაახლოებით 24 ქვეყანაშ ახდენდა მის ექსპორტს.

1933 წელს ინგლისმა ჩეხოსლოვაკიასთან თანამშრომლობის შედეგად გამოცადა მოდიფიკაცია სახელწოდებით ZCB-33, რომელიც გათვლილი იყო ინგლისურ საშტატო შაშხანის 7,71მმ-ან ვაზნაზე .303 British. შემდგომ აღნიშნული ტყვიამფრქვევი მცირედი გადამუშავებით შეიარაღებაში მიიღო ინგლისმა სახელწოდებით BREN.

1937 წელს ZB vz. 30 -ის ლიცენზირებული წარმოება აღნიშვნით M.37  დაწყებულ იქნა იუგოსლავიაში ქალაქ კრაგუევაცში (Крагуjeвац - დღევანდელი სერბეთის ტერიტორია).

1926 წლიდან 1939 წლის ჩათვლით ბრნოში დამზადებულ იქნა დაახლოებით 120 000 ცალი ZB-26 და მისი ვარიანტი ZB-30. 1939 წელს დაახლოებით 62 000 ცალ ZB vz. 26 და ZB vz. 30 შეიარაღებაში მიიღო ვერმახტმა. შეიარაღებაში მიღებისას მათ მიენიჭათ ვერმახტისთვის შესაბამისი ინდექსი MG 26(t) და MG 30(t). 1940 წელს მათი წარმოება ჩეხოსლოვაკიაში შეწყდა. ტყვიამფრქვევბი ვერმახტის მიერ ძირითადად გამოიყენებოდა საოკუპაციო, სასწავლო, დაცვის და პოლიციის ნაწილებში.

ასევე გარკვეული რაოდენობა მოხვდა Waffen-SS-ის ფორმირებებში. 1941 წელს იუგოსლავიის ოკუპაციის დროს ნაალაფარის სახით მოპოვებული იუგოსლავიის არმიის შეიარაღებაში არსებული ZB-26 მოხვდა ვერმახტის შეიარაღებაში. მათ მიენიჭათ ინდექსი MG.26(j). 1944 წლის შემოდგომას ZB vz. 26-ის გარკვეული რაოდენობა ფოლკსშტურმის რაზმებს გადაეცათ.   

ZB-26 და მისი მოდიფიკაციები ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა ომებში და შეიარაღებულ კონფლიქტებში. მაგალითად სამოქალაქო ომი ჩინეთში, სამოქალაქო ომი ესპანეთში, მეორე მსოფლიო ომი, სამოქალაქო ომი საბერძნეთში, ინდოჩინეთის ომში და კორეის ომში.  1939 წელს ტყვიამფრქვევი შეიარაღებაში მიიღო შვედეთმა აღნიშვნით Kulsprutegevär m/39. ZB vz. 26-ს გარკვეული რაოდენობით იყენებდნენ პოლონეთში, ბულგარეთში, ფინეთში, იაპონიაში და საბჭოთა კავშირშიც.

No comments:

Post a Comment