1970-ან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის კონსტრუქტორმა ფილიპ ლიხტმანმა (Philip R. Lichtman) დაიწყო მუშაობა ჯიბის პისტოლეტებზე. მთავარ გათვლას წარმოადგანდა ის რომ პისტოლეტი მისი მცირე გაბარიტებიდან გამომდინარე უნდა გაყიდულიყო როგორც “back-up” ან ეგრეთწოდებული „უკანასკნელი შანსის“ იარაღი, რომელსაც ძირითად საშტატო პისტოლეტთან ერთად გამოიყენებდნენ სხვადასხვა სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები. ასევე გათვლა იყო სამოქალაქო იარაღის ბაზარზეც. პროტოტიპებზე მუშაობისას ფილიპ ლიხტმანის მიერ შეიქმნა პისტოლეტების მთელი სერია, რომელშიც შედიოდა: მექანიკურად (მსროლელის მიერ ხელით გადასატენი) მოდელი LM1;
ლიხტმანის მეორე მოდელი პისტოლეტი LM2
თვითდამტენი პისტოლეტი LM2 (გათვლილი იყო .380 ACP ტიპის ვაზნაზე), თვითდამტენი პისტოლეტი LM3 (გათვლილი იყო .45 ACP ტიპის ვაზნაზე).
ასევე მოგვიანებით შეიქმნა პისტოლეტი XLM (გათვლილი იყო .45 ACP ტიპის ვაზნაზე, ლულის ცხვირზე ჰქონდა მაყუჩის სამაგრი ხრახნი და მსროლელს შეეძლო ლულის ბლოკის გადაკეტვა სპეციალური ბერკეტით.
რიგი წყაროების თანახმად
აღნიშნული მოდელი ამერიკის არმიისთვის გადიოდა გამოცდებს, თუმცა პირველადი გამოცდების
იქით საქმე აღარ წასულა. საბოლოოთ ყველა ზემოთნახსენები პისტოლეტი დარჩა მხოლოდ პროტოტიპად
და რამოდენიმე საცდელი ეგზემპლარის სახით იქნა დამზადებული.
ზემოაღნიშნული პისტოლეტების სერიაზე მუშაობისას დაგროვებული გამოცდილების შედეგად, 1978 წელს ფილიპ ლიხტმანმა წარმოადგინა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტი სახელწოდებით LM-4 (დასახელებაში აბრევიატურა „LM“ იშიფრება როგორც „Lichtman Model“.
აღნიშნულ პისტოლეტზე ამერიკული
პატენტი გაცემულ იქნა 1979 წლის 22 მაისს. აღსანიშნავია, რომ ფილიპ ლიხტმანის სახელზე
გაცემული იქნა 4 პატენტი, რომელიც ეხებოდა პისტოლეტის კონსტრუქციის გარკვეულ კვანძებს.
შესაბამისად სხვადასხვა წყაროებში გვხვდება ინფორმაცია, რომ მოდელის დასახლებაში (LM-4)
ციფრი 4 სწორედ პატენტების რაოდენობას ნიშნავდა. (მაგალითისთვის გასტონ გლოკის ლეგენდარული
Glock 17-ის და Glock 19-ის დასახელაბა სწორედ პატენტების რაოდენობას უკავშირდება. Glock 17-ის შექმნისას გასტონ გლოკის სახელზე
ირიცხებოდა 17 ცალი პატენტი, ხოლო Glock 19-ის შექმნისას 19 ცალი პატენტი). თუმცა ფილიპ
ლიხტმანის შემთხვევაში ჯერ კიდევ პატენტის მიღებამდე დაერქვა პროტოტიპს LM-4, შესაბამისად
პატენტების რაოდენობა 4 და მოდელის დასახელება LM-4 არის უბრალოდ დამთხვევა.
როგორც
უკვე ავღნიშნეთ სტატიის ზემოთ, პისტოლეტი LM-4 შეიქმნა როგორც თავდაცვისთვის განკუთვნილი,
ეგრეთწოდებული მეორე (დამხმარე) იარაღის სახით ფარულად სატარებელი მცირეგაბარიტიანი
მოდელი. ფილიპ ლიხტმანმა მასაჩუსეცის შტატში კომპანია „Semmerling Corp“-ის სახელოსნოში და დაიწყო LM-4-ის წარმოაბა. სწორედ ამიტომ პისტოლეტის სახელწოდებას
წინ დაემატა კომპანიის დასახელება და გახდა „Semmerling LM-4“.
Colt M1911 და Semmerling LM-4
შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მცირეგაბარიტიანი პისტოლეტისთვის როგორიც იყო Semmerling LM-4, მასში გამოიყენებოდა საკმაოდ ძლიერი ვაზნა. კონკრეტულად „Semmerling LM-4“ გათვლილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საშტატო პისტოლეტის ვაზნაზე .45 АСР. ასეთი გადაწყვეტილება განპირობებული იყო რამოდენიმე ფაქტორით: 1. ვაზნა .45 АСР გამოირჩევა კარგი შემაჩერებელი მოქმედებით, რაც თავდაცვითი და უკანასკნელი შანსის იარაღისთვის სწორ გათვლას წარმოადგენდა; 2. იმ პერიოდში ამერიკის არმიის და სამართალდამცავი/ძალოვანი უწყებების რიგების შეიარაღებაში იყო M1911 პლატფორმის პისტოლეტები, რომელიც ასევე .45 ACP კალიბრის ვაზნებს იყენებდა, შესაბამისად აქაც სწორ გათვლას ჰქონდა ადგილი; 3. ფაქტიურად „Semmerling LM-4“-ის სახით ბაზარზე გამოჩნდა იმ დროისთვის ყველაზე მცირე ზომის მჭიდიან პისტოლეტი, რომელშიც გამოიყენებოდა .45 ACP ტიპის ვაზნა.
კონსტრუქციულად
პისტოლეტი არის მარტივი, რადგან მას არ გააჩნია ავტომატიკის მოქმედების პრინციპი, არც
დამაბრუნებელი ზამბარა და არც ჩაკეტვის რაიმე რთული მექანიზმი. Semmerling LM-4 სულ
შედგება 33 ცალი დეტალისგან (ამ რაოდენობაში შედის აბსოლიტურად ყველა დეტალი მათ შორის
ხრახნები და ჭანჭიკები). პისტოლეტის ჩარჩო აერთიანებს სახელურს და სასხლეტ მექანიზმს,
ხოლო ჩარჩოზე შესრულებულ მიმმართველებში ჩამოცმულია წინ მოსრიალე ლულის ბლოკი, რომელიც
ამავდროულად საკეტის ფუნქციას ასრულებს.
რაც
შეეხება მოქმედების პრინციპს, ყოველი გასროლის შემდეგ, მსროლელი ხელით ახდენს ლულის
ბლოკის წინ გაწევას, რა დროსაც ხდება მასრის ექსტრაქცია. შემდეგ მსროლელი ასევე ხელით
აბრუნებს ლულის ბლოკს უკან. ლულის უკან დაბრუნებისას სავაზნეში შედის მომდევნო ვაზნა
და პისტოლეტიც მზადდა შემდგომი გასროლის განხორციელებისთვის. როდესაც ლულის სავაზნეში
მოთავსებულია ვაზნა, ექსტრაქტორი დაახლოებით 3მმ-ით (1/8 ინჩით) გამოდის მისი ბუდიდადნ,
რაც ერთგვარ ინდიკატორს წარმოადგენს, რომ პისტოლეტი დამუხტულია.
Semmerling
LM-4-ის სამიზნე მოწყობილობა იყო მარტივი ფქისირებული სახის, ხოლო დამრტყმელ-სასხლეტი
მექანიზმი მხოლოდ ორმაგი მოქმედების (ე.წ. DAO). აღსანიშნავია რომ სასხლეტის სვლა იყო
საკმაოდ გრძელი, თუმცა რბილად მოძრაობდა და იყო ინფორმატიული. სასხლეტის გადამცემ თამას
ჰქონდა სპეციალური შვერილი, რომელიც სასხლეტზე თითის დაწოლის დროს ახდენდა ლულის ბლოკის
ჩაკეტვას. ასეთი პრინციპის გამოყენებით ლულის ბლოკი, რომელიც ამავდროულად ასრულებდა
საკეტის დანიშნულებას, საიმედოდ იკეტებოდა გასროლის მომენტში.
ვინაიდან
პისტოლეტის ლულის ბლოკი (რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა საკეტის დანიშნულებას) იყო
წინ მოძრავი, არსებობდა იმის ალბათობა, რომ პისტოლეტის ბუდიდან ამოღებისას მოხდებოდა
ლულის წინ გადაადგილება და საკეტის თვითნებური გახსნა რაც თავის მხრივ გამოიწვევდა
სავაზნიდან ვაზნის ამოვარდნას. ამიტომ პისტოლეტს მარჯვენა მხრიდან ჰქონდა სპეციალური
ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც მსროელს პისტოლეტის ტარების დროს შეეძლო ლულის ბლოკის
ჩაკეტვა. სასხლეტზე თითის დაწოლისას აღნიშნული ბერკეტი ავტომატურად ითიშებოდა.
Semmerling LM-4-ში განსხვავებულად არის გადაწყვეტილი სახელურში მჭიდის ფიქსაციის მექანიზმი. თავად მჭიდის ბოლოში გვერდებიდან შესრულებულია 2 ცალი ბრტყელი ფირფიტისებური ფრთა, რომელიც განზეა გამოშვერილი და სახელურში აკავებს მჭიდს. იმისათვის რომ სახელურიდან გამოვიღოთ მჭიდი, აუცილებელია ორივე ფრთას გვერდებიდან ერთდროულად მოვუჭიროთ თითები და შემდგომ გამოვქაჩოთ მჭიდი.
რაც
შეეხება პისტოლეტის სახელურის ლოყებს (ფურნიტურას) აქ დამკვეთს ჰქონდა საკმაოდ დიდი
არჩევანი. სურვილის შემთხვევაში კომპანია Semmerling Corporation სთავაზობდა მომხმარებელს
შემდეგი მასალისგან დამზადებულ ლოყებს: პლასტმასი; შავი ხე ან მყარი Cocobolo -ს ჯიშის
ხე. ასევე სურვილის შემთხვევაში მზადდებოდა ფოლადის ფურცლისგან შესრულებული სახელურის
ლოყები, რომლის მეშვებითაც პისტოლეტი ხდებოდა უფრო თხელი. კომპანია გარდა პისტოლეტებისა,
ასევე ამზადებდა სხვადასხვა აქსეუარებს და ნაკრებებს: ტყავის ბუდეები პისტოლეტისთვის,
ტყავის ბუდეები სათადარიგო მჭიდისთვის, სათადარიგო დეტალების ნაკრები და გაუმჯობესებული
ორ საფეხურიანი სასხლეტი მექანიზმის ნაკრები.
აღსანიშნავია,
რომ Semmerling LM-4 -ში გამოიყენებოდა ინსტრუმენტალური ფოლადი S-7, ხოლო დამზადების
შემდეგ დეტალები გადიოდა ფარული წუნის გამოსავლენ ორ ეტაპიან მაგნიტურ (MPI-Magnaflux
magnetic particle inspection) შემოწმებას. ბუნებრივია არაფერი არ ხდება უანგაროთ და
შესაბამისად ასეთი ფილიგრანული მიდგომა დეტალების დამზადებისას, მაღალი ხარისხის კონტროლი
და ოსტატების მიერ დეტალების ხელით მორგება, ერთგვარ ელიტარულ სტატუსს განაპირობებდა
და პისტოლეტების ღირებულებაც დამზადების მიხედვით შეადგენდა 645-780 აშშ დოლარს, რაც
იმ პერიოდისთვის საკმაოდ დიდ თანხას წარმოადგენდა. ფაქტიურად Semmerling LM-4 წარმოადგენდა
კომპაკტური პისტოლეტების როლს-როისს.
Semmerling
LM-4 -ის დამზადება შეკვეთით ხდებოდა 1982 წლის ჩათვლით, ხოლო 1982 წლის მიწურულს
მათი დამზადება შეჩერდა. ამის მიზეზი იყო პისტოლეტის ზედმეტად მაღალი ღირებულება, რაც
თავის მხრივ არამოთხოვნადს ხდიდა პისტოლეტს. გარკვეულ წყაროებში გვხვდება ინფორმაცია,
რომ მცირე რაოდენობით მას სხვადასხვა ერთეული შეკვეთებით ამზადებდნენ 1990-ან წლებამდე.
1995 წელს Semmerling Corporation-მა და ფილიპ ლიხტმანმა პისტოლეტის წარმოების უფლება
გადასცა ამერიკულ კომპანიას „American Derringer corporation“ (A.D.C) რომელიც მდებარეობდა
ტეხასში.
American
Derringer corporation შეკვეთით ამზადებდა LM-4-ს 2003 წლამდე, რის შემდეგაც მათი წარმოება
სამუდამოდ შეწყდა. American Derringer corporation -ის მიერ დამზადებული პისტოლეტები
გამოირჩეოდა იმით, რომ იყენებდა მთლიანად უჟანგავი ფოლადის დეტალებს და ლულის ბლოკზე
ჰქონდა უფრო განსხვავებული ზომის ნაჭდევები. ამ პისტოლეტების ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან დატანილი
იყო წარწერა A.D.C WACO. TX.
2005 წელს კომპანია Semmerling-მა და ფილიპ ლიხტმანმა იარაღის ნაციონალურ მუზეუმს გადასცა პროტოტიპებების (LM-1, LM-2, LM-3, LM-4, XLM) კოლექცია.
რიგი წყაროების თანახმად სულ ჯამში დამზადებული პისტოლეტების Semmerling LM-4 საერთო ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 600 ერთეული. დღეს სხვადასხვა აუქციონებზე მათი ფასი კონდიციიდან და შესრულებიდან გამომდინარე მერყეობს 3500-6000$-მდე, განსაკუთრებით ფასობს 80-ანი წლების დასაწყისში კომპანია Semmerling-ის მიერ დამზადებული ეგზემპლარები.
Semmerling
LM-4 ტაქტიკურ-ტექნიკური
მახასიათებლები (ტტმ) |
|
კალიბრი/ვაზნა: |
11,43x23mm
/.45ACP |
სიგრძე: |
132 მმ |
ლულის სიგრძე: |
88 მმ |
სიგანე (სისქე): |
21,59 მმ |
სიმაღლე: |
93,98 მმ |
წონა (მასა): |
561 გრამი სავსე მჭიდით |
მჭიდის ტევადობა: |
4 ვაზნა მჭიდში + 1 ვაზნა
სავაზნეში |
No comments:
Post a Comment