ვ.ი. ბაბკინის სისტემის პისტოლეტი БВ-025

1960-ანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირში დადგა მცირეგაბარიტიანი თვითდამტენი პისტოლეტის შექმნის საჭიროება, რომელიც  სპეციალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) ოპერატიული თანამშრომლებისთვის უნდა შემუშავებულიყო.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 1970-ანი წლების დასაწყისში გაიმართა კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა ახალ ცენტრალური აალების ვაზნაზე 5,45x18мм МПЦ  გათვლილმა მცირეგაბარიტიანმა პისტოლეტმა სამუშაო სახელწოდებით ТКБ-087. აღნიშნული პისტოლეტი 1972 წელს შეიარაღებაში მიიღო ჯერ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (КГБ), ხოლო რამოდენიმე დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ (МВД). პისტოლეტს შეიარაღებაში მიღებისას მიენიჭა სახელწოდება ПСМ.

მოგვიანებით მცირეგაბარიტიანი ПСМ-ით დაინტერესდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველო (ГРАУ- Главном ракетно-артиллерийском управлении), რომელიც სამეთაურო შემადგენლობისთვს ე.წ. კომსასტავისთვის ეძებდა მაკაროვის საშტატო პისტოლეტზე (ПМ) უფრო მცირე ზომის პისტოლეტს. 1976 წლის მარტში და აპრილში ПСМ-მა გაიარა სამხედრო გამოცდები და ოფიციალურად იქნა  მიღებული შეიარაღებაში ინდექსით 6П23.

კონკურსი რომელიც თავდაპირველად ჩატარდა 1970-ანი წლების დასაწყისში საინტერესო იყო იმით, რომ მასში მონაწილეობა მხოლოდ ორმა პისტოლეტმა მიიღო. ერთი გახლდათ ТКБ-087 (შემდგომში ცნობილი აღნიშვნით ПСМ), ხოლო მეორე გახლდათ ვ.ი. ბაბკინის (В.И. Бабкин) პისტოლეტი სამუშაო აღნიშვნით БВ-025.


ვ.ი. ბაბკინის სისტემის პისტოლეტი БВ-025

ბაბკინის პისტოლეტი БВ-025 წარმოადგენდა მაკაროვის პისტოლეტის ბაზაზე შექმნილ მცირეგაბრიატიან ვარიანტს, რომელიც ასევე გათვლილი იყო 5,45x18мм МПЦ  ტიპის ვაზნაზე. ფაქტიურად იგი იყო „დაპრესილი“ მაკაროვის პისტოლეტი, რომელსაც მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი განთავსებული ჰქონდა ჩარჩოზე მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის უკან. პისტოლეტის სახელურზე დამაგრებული იყო ალუმინის ფურცლისგან შესრულებული ლოყები. БВ-025 მაკაროვის მსგავსად იყენებდა თავისუფალი საკეტის მოქმედების პრინციპს და ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს ღია ჩახმახით. 

არასრულად დაშლილი ვ.ი. ბაბკინის პისტოლეტი БВ-025

დროშისებური მცველი ასევე მაკაროვის ანალოგიურად განთავსებული იყო საკეტ-გარსაცმის უკანა ნაწილში მარცხენა მხრიდან. ბაბკინის პისტოლეტმა გამოცდების დროს აჩვენა გარკვეული შეფერხებები, ასევე მისი დროშისებური მცველი იყო გამოშვერილი პისტოლეტის საკეტს მიღმა, რის გამოც იარაღის სიგანე (სისქე) შეადგენდა 20მმ-ს. ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების თანამხად პისტოლეტის სიგანე არ უნდა ყოფილიყო 18მმ-ზე მეტი. სწორედ ამიტომ იგი დამარცხდა კონკურენტ პისტოლეტთან (ТКБ-087  შემდგომში ცნობილი როგორც ПСМ), რომლის სიგანე (სისქე) შეადგენდა სულ რაღაც 17,5მმ-ს.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებელები (ტტმ)

კალიბრი/ვაზნა:

5,45მმ/5,45x18мм МПЦ  

პისტოლეტის სიგრძე:

140 მმ

პისტოლეტის სიმაღლე:

100 მმ

პისტოლეტის სიგანე (სისქე):

20 მმ

ლულის სიგრძე:

70 მმ

წონა (მასა):

460 გრამი (ცარიელი მჭიდით)

მჭიდის ტევადობა:

8 ცალი ვაზნა




No comments:

Post a Comment