Wänzl M1854/67 (Wänzel M1867)

1966 წლის 14 ივნისს ავსტრიასა და პრუსიას შორის დაიწყო ომი, რომელიც 70 დღე გაგრძელდა. აღნიშნულ ომამდე ითვლებოდა რომ ავსტრიას ჰყავდა ერთერთი ძლიერი არმია, თუმცა რეალურ საბრძოლო ბატალიებში იგი დამარცხდა.  მარცხის შემდეგ ავსტრიელებმა გაანალიზეს პრუსიის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და მივიდნენ მნიშნელოვან დასკვნამდე. პრუსიის არმია შეიარაღებული იყო დრეიზეს (Dreyse) სისტემის ნემსური შაშხანებით (ნემსური თოფებით), რომლის ლულაშიც სახაზინო ნაწილიდან ხდებოდა მუყაოს მასრიანი უნიტარული ვაზნის მოთავსება. ავსტრიელი მებრძოლების მთავარ იარაღს კი წარმოადგენდა იოზეფ ლორენცის (Joseph Lorenz) მუშკეტის ტიპის შაშხანები M1854 და M1862, რომელიც ლულის ცხვირიდან იტენებოდა. შესაბამისად ავსტრიული იარაღის სწრაფსროლა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა პრუსიის რიგებში მყოფ დრეიზეს ნემსურ შაშხანას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ავსტრიაში სასწრაფო წესით დაიწყეს მუშაობა რომ შეექმნათ და შეიარაღებაში მიეღოთ სახაზინო ნაწილიდან დატენვადი შაშხანა, რომელიც უნიტარულ ვაზნაზე იქნებოდა გათვლილი. ყველაზე მარტივ გამოსავალს წარმოადგენდა მარაგებში არსებული იოზეფ ლორენცის შაშხანის გადაკეთება. აღნიშნული შაშხანა ნახევარ მილიონზე მეტი ერთეულის სახით ირიცხებოდა ავსტრიის რიგებში. ამგვარად შესაძლებელეი იქნებოდა იარაღის გადაკეთება მხოლოდ სახაზინო ნაწილში შესაბამისი საკეტის დაყენებით. დანარჩენი დეტალები (მათ შორის დასამზადებლად ისეთი შრომატევადი დეტალი როგორიცაა ლულა) უცვლელი დარჩებოდა.

ვრანც ვენცლის (ვენცელის) შაშხანა M1867

ლორენცის კონსტრუქციის შაშხანების გადაკთებაში ჩაერთო ავსტრიელი მეიარაღე ფრანც ვენცლი (Franz Wänzl) (მოიხსენიებენ ასევე როგორც ვენცელი), რომელმაც შეიმუშავა გადასახსნელი საკეტი.მსროლელი  საკეტს ურდულივით აწევდა ზემოთ,  ლულის სავაზნეში მოათავსებდა უნიტარულ ვაზნას, შემდეგ დახურავდა საკეტს და ჩახმახის შეყენებით იარაღი მზად იყო გამოსაყენებლად. 

ზემოთ დახურული საკეტი (ურდული), ქვემოთ გახსნილი საკეტი

სპეციალურად ფრანც ვენცლის შაშხანისთვის შემუშავდა წრიული აალების უნიტირაული ვაზნა 14x33mm R (ცნობილია ასევე სახელწოდებით 13.9mm RF Wänzel Mod.1867), რომელიც მთლიანად მეტალის მასრას იყენებდა. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე გამოსახულია ადრეული წრიული აალების ვაზნა სპილენძის მასრით და ტყვიაზე არსებული რადიალური ნაჭდევებით.

14x33mm R

სულ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაწერილი კონტრაქტის თანახმად უნდა გადაკეთებულიყო 80 000 ცალი შაშხანა. თუმცა საბოლოოდ 70 000 ცალამდე იქნა გადაკეთებული. გადაკეთება ხდებოდა ავსტრულ ფაბრიკაში Österreichische Waffenfabriksgesellschaft, რომელიც შემდეგ ტრანსფორმირდა ცნობილ საწარმოდ სახელწოდებით Steyr.

შაშხანის სახაზინო ნაწილი

1867 წელს ვენცლის შაშხანა ოფიციალურად მიიღეს შეიარაღებაში სახლწოდებით „Wänzel Infanterie Gewehr M1854/67“. გარდა სტანდარტული საფეხოსნო ვარიანტისა მოგვიანებით ასევე შემუშავდა მცირედით განსხვავებული მოდიფიკაციები გაუმჯობესებული სამიზნე მოწყობილობებით.

1867 წლის მიწურულს ავსტრიელმა იოზეფ ვერნდლმა (Josef Werndl) წარმოადგინა უნიტარულ ვაზნაზე გათვლილი საკუთარი კონსტრუქციის ერთმუხტიანი შაშხანა, რომელმაც მოწონება დაიმსახურა ავსტრიელ სამხედროებში და გადაწყდა შეიარაღებაში არსებული ვენცლის შაშხანა შეეცვალათ ვერნდლის კონსტრუუქციის ახალი შაშხანით. საბოლოოდ ეს შაშხნა შეიარაღებაში მიიღეს აღნიშვნით Werndl M1867. მიუხედავად ამისა ვენცლის შაშხანა 1880-ანი წლების ბოლომდე აქტიურად გამოიყენებოდა. ასევე შაშხანების ნაწილი 1880-ანი წლების შემდგომაც აგრძელებდა სამსახურს სხვადასხვა დანაყოფებში და უწყებებში.

1884 წელს ვენცლის შაშხანისთვის შეიქმნა ცენტრალური აალების ვაზნა, რომელზეც მორგებულ იქნა სასაწყობე მარაგებში არსებული შაშხანები. ეს შაშხანები მეოცე საუკუნის დასაწყისშიც გამოიყენებოდა ძირითადად ახალბედა ჯარისკაცების მოსამზადებლად და ასევე სავარჯიშოთ.  გარკვეული წყაროების თანახმად ვენცლის შაშხანისთვის განკუთვნილ ცენტრალური აალების ვაზნას 1939 წლამდე აწარმოებდა ცნობილი ვაზნების მწარმოებელი კომპანია „Hirterberger“, რაც იმაზე მიუთითებს რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ვენცლის შაშხანებს ისევ იყენებდნენ როგორც სხვადასხვა უწყებებში/სამსახურებში, ასევე სამოქალაქო ბაზარზე.

No comments:

Post a Comment