1970-ანი წლების დასაწყისამდე ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის შეიარაღებაში იმყოფებოდა როგორც საბჭოთა TT-33, ასევე ჩინური წარმოების ტოკარევის სისტემის პისტოლეტი. 60-ანი წლების მიწურულს სტარტი აიღო ტოკარევის ახალი პისტოლეტით ჩანაცვლების პროცესმა. ახალი პისტოლეტის პროტოტიპი გამოჩნდა 1966 წელს და იგი ასევე ტოკარევის პისტოლეტის ბაზაზე აგებულ ვარიანტს წარმოადგენდა. მცირედი გადამუშავების შემდეგ 1968 წელს პისტოლეტს მიენიჭა ოფიციალური აღნიშვნა „Type 68”.
პისტოლეტი Type 68
Type 68 მუშაობდა ლულის მოკლე სვლის პრინციპით. მთავარ სხვაობას ტოკარევის პისტოლეტთან შედარებით წარმოადგენდა ლულის ჩაკეტვის სქემა. Type 68 ნაცვლად „ბრაუნინგის საყურისა“ იყენებდა ლულის ქვემოთ შესრულებულ ფიგურულ ჭრილს (ისე როგორც Browning High Power). დამრტყმელი ნემსა საკეტში ჩამაგრებული იყო ფირფიტისებური დამჭერის მეშვებით და არა ისე როგორც ტოკარევის პისტოლეტში. ცნობისთვის ტოკარევის პისტოლეტში დამრტყმელი ნემსა ჩამაგრებულია საკეტში გაყრილი ღერძით. Type 68-ში განსხვავებული გეომეტრისაა ასევე საკეტის შემაჩერებელი ბერკეტი, რომელიც კორეულ პისტოლეტში უფრო გაბარიტულია. აღსანიშნავია რომ Type 68-ს საკეტის ცხვირზე არ გააჩნია მოხსნადი დამჭერი ე.წ. Barrel bushing, რომელიც M1911-ზე და ტოკარევის (ТТ) პისტოლეტზე გვხვდება.
მარცხნივ კორეული Type 68, ხოლო მარჯვნივ საბჭოთა ტოკარევის სისტემის პისტოლეტი ТТ-33
ტოკარევის პისტოლეტთან შედარებით გადამუშავებას
დაექვემდებარა მჭიდის ღილაკ ფიქსატორიც, რომელმაც ტოკარევის პისტოლეტისგან განსხვავებით
გადაინაცვლა სახელურის ქვედა მხარეს (ისე როგორც გვხვდება მაკაროვის სისტემის პისტოლეტში).
Type 68 იყენებდა თავის მჭიდებს, თუმცა შესაძლებელია ტოკარევის (TT-33) მჭიდების გამოყენებაც,
ხოლო Type 68-ისთვის განკუთვნილი მჭიდების ტოკარევში გამოყენება შეუძლებელია თუ მჭიდის
კორპუსზე გვერდიდან არ მოხდება ღილაკ-ფიქსატორისთვის განკუთვნილი ჭრილის შესრულება.
ერთმაგი მოქმედების დამრტმელ-სასხლეტი მექანიზმი ტოკარევის პისტოლეტის იდენტურად არის
მოდულური კონსტრუქციის და დაშლის დროს მთლიანი ბლოკის სახით იხსნებდა იარაღის ჩარჩოდან.
ჩახმას ასევე აქვს ნახევრად-შეყენების ფუნქცია, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ახდენს
სასხლეტის და საკეტის ბლოკირებას.
„Type
68” ჩრდილო კორეის სახალხო არმიის ოფიცრების პირად იარაღს წარმოადგენდა 1980-ან წლების
ბოლომდე, რის შემდეგაც იგი ნელნელა ამოიცვალა CZ-75-ის ბაზაზე შექმნილი პისტოლეტით
„Baek-Du-San”(White Head Mountain), რომელიც 9x19mm Luger ტიპის ვაზნებზე იყო გათვლილი.
No comments:
Post a Comment