Gévarm D4

1956 წელს ფრანგულმა კომპანიამ Gévarm (აღნიშნული კომპანია წარმოადგენდა ვაზნების მწარმოებელი ფაბრიკა Gévelot -ის შვილობილ კომპანიას) შეიმუშავა ექსპერიმენტალური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები. აღნიშნული იარაღები საფრანგეთის არმიამ გამოცადა 1957 წლის თებერვალში. გამოცდები ტარდებოდა ვერსალ-სატორის (Versailles-Satory) პოლიგონზე. 

Gévarm D3

გამოცდების დროს კომპანია Gévarm-ის მიერ წარმოდგენილ იქნა 2 მოდელი. Gévarm D3, რომელიც იყენებდა ხისგან დამზადებულ მუდმივ კონდახს და Gévarm D4, რომელსაც ჰქონდა მეტალისგან დამზადებული დასაკეცი დუგლუგი.

Gévarm D4

ორივე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით, რომელშიც სროლა წარმოებს ღია საკეტიდან. იარაღს ჰქონდა სროლის რეჟიმების გადამრთველი (სელექტორი), რომლის მეშვებითაც მსროლელი ირჩევდა ან სრულიად ავტომატურ ჯერებს, ან ერთეულ გასროლებს. სროლის რეჟიმების გადამრთველი განთავსებული იყო მარცხენა მხარეს სასხლეტი კავის ზემოთ და ამავდროულად ასრულებდა მცველის ფუნქციას. 

გარდა ასეთი დროშისებური მცველისა იარაღს ჰქონდა ავტომატური მცველიც, რომელიც პისტოლეტისებური სახელურის წინა ნაწილში კლავიშის სახით იყო წარმოდგენილი. მსროლელი აღნიშნულ კლავიშზე ხელის მოჭერით ახდენდა ავტომატური მცველის გათიშვას. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული მცველი ამოღებულ იქნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კონსტრუქციიდან. 

Gévarm D4 დაკეცილი დუგლუგით. პისტოლეტისებურ სახელურთან ჩანს ავტომატური მცველის კლავიშისებური ღილაკი, რომელიც მოგვიანებით ამოღებულ იქნა კონსტრუქციიდან

საკეტის შესამართი სახელური განთავსებული იყო ასევე მარცხენა მხარეს. ლულის კოლოფი, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი და ლულის გარსაცმი დამზადებული იყო ფოლადის ფურცლისგან. დასაკეცი დულგლუგი წარმოადგენდა ფოლადის მავთულისგან შესრულებულ L-სებურ დეტალს, რომელიც დაკეცვის დროს ლულის კოლოფის პარალელურად მოძრაობდა. იარაღის უკანა სამიზნე მოწყობილობა შესრულებული იყო 2 პოზიციიანი L-სებური საგდულის სახით, რომელსაც ჰქონდა 50 და 100 მეტრამდე დამიზნების შესაძლებლობა.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გამოცდების შედეგად დადგინდა, რომ იგი იყო ზუსტი, მოსახერხებელი და საიმედო, თუმცა ჰქონდა გარკვეული ნაკლოვანებებიც, რომელთა აღმოფხვრა მარტივად იყო შესაძლებელი. მიუხედავად ამისა საფრანგეთის არმია არ დაინტერესდა Gévarm-ის იარაღით, რადგან შეიარაღებაში არსებული MAT-49 იყო გაცილებით უკეთესი, მას კარგად იცნობდნენ ჯარისკაცები და მისი სერიული წარმოება უკვე დიდი მასშტაბებით მიმდინარეობდა.

მიუხედავად სამხედრო კონტრაქტზე უარის მიღებისა, კომპანია Gévarm-მმა საკუთარი ძალებით დაიწყო პისტოლეტ-ტყვმიაფრქვევბის სერიული წარმოება, რომელთა დიდი ნაწილი ჟანდარმერიის და საბაჟო სამსახურის რიგებში მოხვდა. ასევე მცირე რაოდენობით გატანილ იქნა ექსპორტზე. გარკვეული წყაროების თანახმად სულ კომპანიამ დაამზადა დაახლოებით 3000-4000 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი.


No comments:

Post a Comment