Beretta Model 6 (Beretta M1953)

1953-1954 წლებში იტალიელმა კონსტრუქტორმა დომენიკო სალცამ (Domenico Salza) შეიმუშავა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომლის გარკვეული კვანძები ჯუზეპე ოლიანის კონსტრუქციის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის „Armaguerra OG-44“ გავლენით იყო შექმნილი.  დომენიკო სალცას პირველ ნამუშევარ პროტოტიპს მიენიჭა სახელწოდება „Model 53“, რაც მისი შემუშავების წელს (1953) უკავშირდბა, თუმცა გარკვეულ წყაროებში მას აღნიშნავენ, როგორც “Beretta Model 6”.
Beretta Model 6 (Beretta M1953)
იარაღის შემუშავებისას დომენიკო სალცას მთავარ ამოცანას წარმოადგენდა შეექმნა ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომელიც იქნებოდა უფრო ტექნოლოგიური, წარმოებისთვის ნაკლებ დანახარჯიანი და კომპაკტური, ვიდრე შეიარაღებაში არსებული “Beretta M38“. ცნობისთვის დომენიკო სალცა გახლადთ ბერეტას მთავარი კონსტრუქტორი მას შემდეგ, რაც მან შეცვალა პენსიაზე გასული ტულიო მარენგონი (Tullio Marengoni).
არასრულად დაშლილი Beretta Model 6 (Beretta M1953)
 
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იყენებდა დაწვენილ „L“ -სებური მოყვანილობის მოგრძო საკეტს, რომლის ძირითადი მასის ნაწილი მოძრაობდა ლულის გასწვრივ ზემოდან. ანუ წარმოადგენდა ერთგვარ ტელეკოპურ საკეტს. ავტომატიკის მოქმედება ეფუძნებოდა თავსუფალი საკეტის სქემას. გადასატენი სახელური განტავსებული იყო ლულის კოლოფის ზედა ნაწილში.

Beretta Model 6 ისე იქნა შემუშავებული, რომ მისი მასიური დამზადება მარტივად ყიფილიყო შესაძლებელი. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში გამოიყენებოდა ფოლადის ფურცლისგან დაშტამპვის (დაბეჭდვის) მეთოდით დამზადებული დეტალები, რომელიც არ საჭიროებდა მეტალმჭრელი დაზგების გამოყენებას და განსაკუთრებულ დამუშავებას. მჭიდის მიმღები, სასხლეტი მექანიზმის ბუდე და ცეცხლის სამართავი პისტოლეტისებური სახელური წარმოადგენდა ერთ მთლიან ნაწილს.
საბოლოო ჯამში დომენიკო სალცას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის “Beretta Model 6” წარმოება, მხოლოდ მცირე სერიით შემოიფარგლა თუმცა მოგვიანებით მისი გადამუშავების შედეგად შეიქმნა “Beretta Model 12” (Beretta M12), რომელიც უკვე სერიულ წარმოებაში ჩაეშვა და დღემდე მსახურობს სხვადასხვა ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურების რიგებში.

No comments:

Post a Comment