Kynoch M1885 / Kynoch M1886

1885 წელს ცნობილი ინგლისელი მეიარაღე უილიამ ტრანტერი (William Tranter) გავიდა პენსიაზე, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ქარხნის "The Tranter Gun and Pistol Factory" აქტივები შეისყიდა უილიამის მეგობარმა ჯორჯ კაინოკმა (George Kynoch), რომელიც მანამდე ვაზნების წარმოებით იყო დაკავებული. ჯორჯ კაინოკმა ტრენტერის ქარხნის შეძენის შემდეგ შეცვალა მისი დასახელება და დაარეგისტრირა სახელწოდებით „Kynoch Gun Factory“. ახალი ქარხნის მმართველად დაინიშნა იარაღის კონსტრუქტორი ჰენრი სკლანდი (Henry Schlund). სკლანდმა 1885 წელს დააპატენტა რევოლვერის კონსტრუქცია, რომლის კვანძები გარკვეულ წილად წააგავდა ტრენტერის სისტემის რევოლვერებს. ამავე წელს დამზადებულ იქნა პიველი მოდელის მცირე პარტია. დღეს ეს რევოლვერი სხვადასხვა ლიტერატურაში მოხსენიებულია, როგორც “Kynoch Model 1” (Kynoch M1885)(გარკვეულ ლიტერატურაში შეიძლება შეგხვხდეს დასახელებით Kynoch-Schlund Model 1).
“Kynoch Model 1” (Kynoch M1885). კალიბრი .450
რევოლვერი წარმოადგენდა ე.წ. გადასახსნელ ჩარჩოიან ტიპს. დოლურაში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა ლულის ბლოკის განთავისუფლებით და დაბლა დაწევით. დოლურის ღერძში ჩამაგრებული იყო ვარსკვლავისებური ექსტრაქტორი, რომელიც გახსნის შემდეგ  უზრუნველყოფდა მასრების ერთდროულად ამოყრას. რევოლვერში გამოიყენებოდა ორმაგი მოქმედების სასხლეტი მექანიზმი, რომელსაც ჰქონდა დაფარული ჩახმახი. სასხლეტი მექანიზმის თავისებურებას წარმოადგენდა 2 ცალი სასხლეტი. ქვედა სასხლეტზე თითის დაწოლის შემთხვევაში ხდებოდა დოლურას გადაბრუნება და ჩახმახის შეყენება, ხოლო ზედა სასხლეტზე თითის დაწოლით მსროლელი ანხორციელებდა გასროლას.
თუ მსროლელი ერთდროულად დააწვებოდა ორივე სასხლეტს, ამ შემთხვევაში გასროლა ხდებოდა ისე, როგორც ორმაგი მოქმედების სასხლეტი მექანიზმის მქონე რევოლვერებში. იარაღის წარმოება მცირე პარტიებად ხდებოდა სხვადასხვა კალიბრის ბრიტანულ ვაზნებზე: 430 Tranter Short Centrefire, .450 Adams, .455/.476 Enfield Mk II. ჯორჯ კაინოკი რევოლვერებს სთავაზობდა ბრიტანეთის ოფიცრებს, რომლებსაც შეეძლოთ იარაღის შეძენა საკუთარი სახრებით, თუმცა დიდი გაბარიტების და წონის გამო ნაკლებად ინტერესდებოდნენ. საცდელი სახით ასევე დამზადდა მცირე კარაბინის მსგავსი რევოლვერები, რომელიც ფოლადის მოხსნადი დუგლუგით კომპლექტებოდა, თუმცა არც ასეთი გადაწყვეტილება აღმოჩნდა კომერციული თვალსაზრისით გამართლებული.
რევოლვერის მარკირება ლულის ზემოდან
1886 წელს ჰენრი სკლანდმა დააპატანეტა ახალი რევოლვერი, რომელიც წარმოადგენდა წინამორბედი რევოლვერის გადამუშავებულ ვარიანტს. აღნიშნულ რევოლვერს ეწოდა “Kynoch Model 2” (Kynoch M1886).  იგი პირველი მოდელისგან განსხვავდებოდა იმით, რომ ორივე სასხლეტი მთლიანად იყო მოქცეული დამცავ კავში.
“Kynoch Model 2” (Kynoch M1886). კალიბრი .476
ასევე რევოლვერის  გაბარიტების შემცირების მიზნით სკლანდმა სცადა 5 ინჩიანი ლულის მქონე რევოლვერების წარმოება. ასეთ კონფიგურაციაში ლულა 152,4მმ-დან  შემცირდა 127 მმ-მდე.   
ქარხანამ ასევე კომერციული მიზნით დაიწყო .320 Tranter, .360 Tranter, .380 Tranter, .400 Tranter, .297/300 Tranter და .300 Tranter კალიბრის ბრიტანულ ვაზნებზე გათვლილი შედარებით მცირეგაბარიტიანი  რევოლვერების წარმოება, რომელთა ლულის სიგრძე შესაძლოა ყოფილიყო 4 ან 3 ინჩი. აღნიშნული რევოლვერები იყიდებოდა, როგორც თავდაცვითი იარაღი, თუმცა საბოლოოდ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა კომერციულად წარმატებული.
.380 კალიბრის ვაზნაზე გათვლილი 4 ინჩიანი ლულის მქონე თავდაცვითი რევოლვერი. იგი გარდა მცირე გაბარიტებისა, გამოირჩეოდა იმით, რომ ტარის ბოლოში არ ჰქონდა ღვედის გასაყრელი რგოლი
ძალიან მალე კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები და გაკოტრების პირას აღმოჩნდა. ჯორჯ კაინოკი შეეცადა პრობლემების მოგვარებას და გაემგზავრა აფრიკაში რათა იქ დაეფუძნებინა წარმომადგენლობა, რომლის დახმარებითაც მოახდენდა იარაღის გატანას აფრიკის ქვეყნებში. ზუსტად ამ პერიოდში ჯორჯ კაინოკი გახდა ავად. რიგი წყაროების თანახმად ამ ყველაფერს დამეტა ისიც, რომ უყურადღებოდ დატოვებული თანამშრომლები აჯანყდნენ. საბოლოოდ ჯორჯ კაინოკი გარდაიცვალა. კომპანიის მფლობელი გახდა ჰენრი სკლანდი და ეწოდა  „Aston Arms Co“, თუმცა 1891 წელს კომპანიამ საერთოდ შეწყვიტა არსებობა.
სულ საერთო ჯამში „Kynoch Gun Factory“-მ მისი მცირეხნიანი არსებობის მანძილზე დაამზადა დაახლოებით 600 ცალი რევოლვერი, რომელიც დღეს საკმაოდ იშვითია და კოლექციონერებიც დიდ თანხას იხდიან მასში. განსაკუთრებულ იშვიათობას წარმოადგენს 1885 წლის (ე.წ. პირველი მოდელი).

No comments:

Post a Comment