იუგოსლავიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი М56 (Zastava M56 / Type 56) შემუშავებულ იქნა იუგოსლავიის არმიის სპეციალური დანაყოფებისთვის. მის შექმნაზე მუშაობა დაიწყეს 1954 წელს, ხოლო საბოლოო სახით შეიარაღებაში მიიღეს 1956 წელს. Zastava M56 თითქმის სრულად იმეორებს გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების MP-38-ის და MP-40-ის კონსტრუქციას, თუმცა აქვს გარკვეული ცვლილებები. იარაღის ავტომატიკა მუშაობს თავისუფალი საკეტის პრინციპით, სადაც სროლა წარმოებს ღია საკეტიდან. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გათვლილია მხოლოდ ავტომატური ჯერებით სროლაზე. მთავარ სხვაობას გერმანული ანალოგისგან წარმოადგენს ის, რომ იუგოსლავიური Zastava M56 გათვლილია საბჭოთა ტიპის ტოკარევის ვაზნაზე 7,62х25mm ТТ.
იარაღის მჭიდი
იტევს 35 ცალ ვაზნას, თუმცა სხვადასხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ რეკომენდირებული იყო
მხოლოდ 32 ცალი ვაზნის ჩალაგება. მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი განთავსებულია მჭიდის მიმღების
უკან. გერმანულ MP-40-ზე მჭიდის ღილაკ-ფიქსატორი გვერდითა მხრიდან იყო განთავსებული.
მჭიდი შესრულებულია საბჭოთა სუდაევის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ППС-43 იდენტურად
და გააჩნია ვაზნების ორრიგიანი გამოსასვლელი. გერმანული MP-40 -ის შემთხვევაში მჭიდს
ჰქონდა ერთრიგიანი გამოსასვლელი.
საკეცი დუგლუგი მთლიანად ფოლადისგანაა შესრულებული და იკეცება ლულის კოლოფის პარალელურად ქვედა მხარეს. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს ლულის ქვემოდან გააჩნია შვერილი, რომელზეც მაგრდება ხიშტ-დანა. დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარა Zastava M56-ში არის საკმაოდ დიდი დიამეტრის (27 მმ) და მოთავსებულია პირდაპირ ლულის კოლოფში, მაშინ როდესაც გერმანული MP-38 -ის და MP-40-ის შემთხვევაში იგი სპეციალურ ცილინდრულ გარსაცმში იყო განთავსებული.
მცველის
დანიშნულებას ასრულებდა გადასატენი სახელური, რომელიც მსროლელის მიერ ფიქსირებოდა უკანა
გახსნილ პოზიციაში, ან დაკეტილ მდგომარეობაში (წინა პოზიციაში), რითაც გამორიცხავდა
შემთხვევით გასროლას იარაღის დავარდნის ან მყარ ზედაპირზე დაჯახების შემთხვევაში. სამიზნე
მოწყობილობა შედგებოდა წინა სამიზნისგან, რომელიც დაცული იყო რგოლისებრი დამცავით,
ხოლო უკანა სამიზნეს ჰქონდა 2 პოზიცია 100 და 200 მეტრამდე სასროლათ.
Zastava
M56 -ის გადასატენი სახელური განთავსებული აქვს მარჯვენა მხრიდან რაც უფრო მოსახერხებელს
ხდის იარაღის ტარებას მხარზე ან წინ გადაკიდების შემთხვევაში. შედარებისთვის გერმანულ
MP-38-ს და MP-40-ს გადასატენი სახელური მარცხენა მხრიდან აქვს განთავსებული, რაც მსროლელის
მიერ იარაღის წინიდან გადაკიდების შემთხვევაში იწვევდა ლულის კოლოფიდან გამოშვერილი
გადასატენი სახელურის დაჯახებას მკერდზე ან ნეკნებზე.
იუგოსლავიურ
Zastava M56 -ს ლულას არ გააჩნია გარსაცმი, რომელიც ინტენსიური სროლის შემთხვვაში დაიცავს
მსროლელის ხელს დამწვრობისგან, თუმცა გარსაცმის არ არსებობის ხარჯზე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
გამოვიდა მსუბუქი და კომპაქტური.
Zastava
M56 -ის ლულის კოლოფი დამზადებულია ისეთივე დიამეტრის ფოლადისგან, როგორც გერმანული
MP-40 (ლულის კოლოფის შიდა დიამეტრი შეადგენს 36მმ-ს). ლულის კოლოფის შიგნით სასხლეტ
მექანიზმთან ჩასმულია ხის ჩანართები, ხოლო ლულის კოლოფის ქვედა მახრეს დამაგრებულია
მყარი პლასტმასისგან დამზადებული გარსაცმ-სარეცელი პისტოლეტისებური სახელურთან ერთად.
აღსანიშნავია ისიც რომ Zastava M56 -ის ლულის კოლოფი უფრო გრძელია, ვიდრე გერმანული
MP-38-ში და MP-40-ში გამოიყენება. თუმცა საბოლოო ჯამში იუგოსლავიური Zastava M56 გამოვიდა
გერმანულ ანალოგზე მსუბუქი.
Zastava M56 იუგოსლავიის არმიის და სხვადასხვა სპეცდანიშნულების დანაყოფებში გამოიყენებოდა 1956 წლიდან 1992 წლამდე. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ იარაღების გარკვეული ნაწილი დაექვემდებარა უტილიზაციას, ხოლო გარკვეული ნაწილი დაასაწყობეს.
No comments:
Post a Comment