1980-ან წლებში გლუვლულიანი თოფების ერთერთმა უმსხვილესმა იტალიურმა მწარმოებალმა კომპანია „Franchi“-მ წარმოადგინა ახალი პომპიანი თოფი სახელწოდებით Franchi PA7, რომელიც სპეციალურად საპოლიციო და საარმიო სპეცდანაყოფებისთვის იყო შემუშავებული. შესაბამისად Franchi PA7-ს შექმნისას გათვალისწინებულ იქნა ის მთავარი საექსპლუატაციო თუ ტექნიკური მოთხოვნები, რომელიც ასეთი ტიპის იარაღისთვის მთავარ და პრიორიტეტულ მომენტს წარმოადგენდა.
თოფი Franchi PA7 მუშაობდა კლასიკური პომპიანი სქემის პრინციპით, სადაც იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა და ყოველი გასროლის შემდეგ გადატენვა ხდება მსროლელის ხელით ტიბჟირის უკან და წინ მოძრაობით. იარაღის ვაზნებით კვება წარმოებს ლულისქვეშა მილისებური მჭიდით, რომელშიც 5 ცალი 12 კალიბრიანი ვაზნა თავსდება. სავაზნის სიგრძე შეადგენს 76მმ-ს. შესაბამისად იარაღში შესაძლებელია გამოყენებულლ იქნას როგორც სტანდარტული 70მმ სიგრძის ვაზნები, ასევე მაგნუმ ტიპის მუხტები 76მმ სიგრძის მასრით. ამავდროულად შესაძლებელი იყო მილისებურ მჭიდზე ერთგვარი დამაგრძლებლის დაყენაბა, რომლის წყალობითაც მჭიდის ტევადობა იზრდებოდა 7 ცალ ვაზნამდე. მჭიდში ვაზნების ჩალაგება ხდებოდა ლულის კოლოფის ქვედა მხარეს შესრულებული ფანჯრიდან. მცველის ღილაკი ჩაშენებული იყო სასხლეტის დამცავი კავის წინა ნაწილში. ლულის გაბურღულობა იყო ტრადიციული ცილინდრის სახით, თუმცა ლულის ბოლოში არსებულ ხრახნზე შესაძლებელი იყო ცვლადი ჩოკების დაყენება. ლულის არხი და სავაზნე დაფარული იყო ქრომის ფენით. სტანდარტულ კონფიგურაციაში ლულის სიგრძე შეადგენდა 470 მმ-ს (18.5 ინჩი), თუმცა დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო იარაღის დაკომპლექტება 610მმ (24 ინჩი) სიგრძის ლულით.
სამიზნე მოწყობილობას წარმოადგენდა ლულის ბოლოში დამაგრებული სამკუთხა ფორმის წინა სამიზნე. კონდახი ნახევრადპისტოლეტისებური სახელურით და ტიბჟირი დამზადებული იყო შავი ფექრის დარტყმაგამძლე პლასტმასისგან. მეტალის დეტალების გარეგანი დაფარვა ხდებოდა სპეციალური ანტიკოროზიული საფარით, რაც იცავდა იარაღს სხვადასხვა კლიმატურ პირობებში გამოყენბისას.
გარდა სტანდარტული PA7 მოდელისა, კომპანია „Franchi“-მ ასევე შეიმუშავა სამოდელო ხაზი აღნიშვნით PA8, რომელიც ასევე საპოლიცო და საარმიო სპეცდანაყოფებისთვის იყო განკუთვნილი. PA8 სერიის თოფები კონსტრუქციულად იყო Franchi PA7 -ის ანალოგიური და სხვაობას წარმოადგენდა ფურნიტურა. უფრო კონკრეტულად Franchi PA8-ს სამოდელო ხაზი მოიცავდა შემდეგ მოდიფიკაციებს:
PA8L – სხვაობას წარმოადგენდა მეტალის დუგლუგი, რომელიც ლულის კოლოფის ზედა მხარეს იკეცებოდა
PA8L დაკეცილი დუგლუგით
თოფები Franchi PA7 და PA8 მცირე რაოდენობით მოხვდა სხვადასხვა ქვეყნის პოლიციის და სამხედრო დანაყოფების რიგებში. ასევე მისი რეალიზაცია ხდებოდა სამოქალაქო იარაღის ბაზარზეც როგორც სანადირო და თავდაცვითი იარაღი.
No comments:
Post a Comment