სისტემა „ცეცხლოვანი ზღარბი“ ("Огненный еж")

1944 წელს  შეიარაღების ბრიგადის ხელმძღვანელმა ა.ვ. ნადაშკევიჩმა (А. В. Надашкевич) და ტუპოლევის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროს (ОКБ Туполева) წამყვანმა ინჟინერმა ს.ი. საველიევმა (С. И. Савельев) წარმოადგინეს იდეა, რომ დამზადებულიყო სპეციალური კონსტრუქცია, რომელიც ჩამაგრდებოდა ბომბდამშენი თვითმფრინავის ბომბების განსათავსებელ განყოფილებაში. თავად აღნიშნულ კონსტრუქციაში კი მოთავსებული იქნებოდა  გ.ს. შპაგინის (Г.С.Шпагин) სისტემის 88 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი (ППШ-41).
 
გ.ს. შპაგინის (Г.С.Шпагин) სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი "ППШ-41"
 
სამაგრში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ჩამგრება მოხდებოდა 11 რიგის (მწკრივის)  სახით, ხოლო თითო რიგში იქნებოდა 8 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. ასეთი სისტემის დანიშნულება უნდა ყოფილიყო შემჭიდროვებული და ინტენსიური ცეცხლის მეშვეობით მტრის ფეხოსანთა დანაყოფების განადგურება. სისტემას მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება «батарея ППШ», ხოლო არაფოციალურად კი „Огненный еж“ (ცეცხლოვანი ზღარბი).
1944 წლის 10 ოქტომბერს ავიაციის მთავარ მარშალთან ა.ა. ნოვიკოვთან (А. А. Новиков) გაიმართა თათბირი, რომელზეც განიხილეს „ცეცხლოვანი ზღარბი“ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაემზადებინათ 2 ცალი საცდელი სისტემა, რომელიც „Ту-2С“ ტიპის თვითმფრინავში ჩამონტაჟდებოდა.
 
 
თათბირიდან 10 დღის შემდეგ, საინჟინრო-საავიაციო სამსახურის (ИАС - ИНЖЕНЕРНО-АВИАЦИОННАЯ СЛУЖБА) გენერალ-მაიორმა ა.ნ. ტუპოლევმა (А. Н. Туполев) თხოვნით მიმართა სამხედრო საჰაერო ძალების მთავარ ინჟინერს და საინჟინრო-საავიაციო სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკ ა.კ. რეპინს (А.К.Репин), რათა ქარხანა №156 -სთვის გაეცათ ბრძანება 180 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ ППШ-41 -ის, მისთვის განკუთვნილი 71 ცალ ვაზნაზე გათვლილი დოლურისებური მჭიდის და 15000 ცალი 7,62х25მმ კალიბრის ვაზის გამოსაყოფად.

1946 წელს უკვე მზად იყო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ჩასამაგრებელი და სასროლი სისტემა, რომელიც „Ту-2С“  ტიპის თვითმფრინავში იქნა ჩამონტაჟებული. მთლიანი სისტემის მონტაჟის შემდეგ საცდელ კომპლექსს (თვითმფრინავი + თავად სისტემა) მიენიჭა სახელწოდება „Ту-2Ш“. ასეთი კომპლექსი დამზადდა მხოლოდ ერთი საცდელი ეგზემპლარს სახით. გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდებოდა უკვე გარკვეული რაოდენობის დამზადება, რომელიც დამატებით სამხედრო გამოცდებს გაივლიდა.

ფოტოზე ჩანს გახნილი ლუკი და სამაგრში ჩამონტაჟებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები ППШ-41
 
„ცეცხლოვანი ზღარბიდან“ სროლის წარმოება ხდებოდა სპეციალური გამშვები მექანიზმის და დამიზნების სისტემის მეშვეობით. პილოტი ხსნიდა მომბის ჩამოსაყრელ ფანჯარას (ლუკს) და შემდგომ ანხორციელებდა ზალპურ გასროლას ავტომატური ჯერებით.

ერთერთ მთავარ ნაკლს წარმოადგენდა ის, რომ მხოლოდ 88 ცალი ППШ-41 –ის წონა სავსე მჭიდებით შეადგენდა 466 კილოგრამს. სამაგრი პლატფორმიანად სრული აღჭურვილობის წონა ადიოდა 550-600 კილოგრამამდე.

1946 წლის თებერვალში გაიმართა საპოლიგონო გამოცდა, რომელზეც „ცეცხლოვანმა ზღარბმა“ საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აჩვენა, თუმცა საბრძოლო მარაგის (ვაზნების) გახარჯვა ხდებოდა დროის ძალიან მცირე მონაკვეთში. იმისათვის რომ მომხდარიყო ცარიელი მჭიდების ახლიდან შევსება, ან წინასწარ დამუხტული სავსე მჭიდებით ჩანაცველაბა, საჭირო იყო სამაგრი სისტემის ტროსებით ჩამოშვება, მჭიდების მოხსნა, სავზე მჭიდების მორგება, შემდგომ სათითაოდ ყველა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა (შეყენება) და რიგი ოპერაციების შესრულება, რაც თვითმფრინავის ბაზაზე დაბრუნებას მოითხოვდა. ჰაერში ფრენის დროს ასეთი მანიპულაციების განხორციელება უბრალოდ შეუძლებელი იყო.

ფოტოზე მარცხენა მხარეს ჩანს ტროსებზე ჩამოკიდებული სისტემა
 
საბოლოო ჯამში „ცეცხლოვან ზღარბზე“ უარი განაცხადეს და მიზანშეწონილად ჩათვალეს ფეხოსანთა ცოცხალი ძალის გასანადგურებლად გამოეყენებინათ მცირეკალიბრიანი კასეტური ბომბები. „Ту-2Ш“ ისტორიაში შევიდა იმით, რომ „ცეცხლოვანი ზღარბის“ წალობით იგი ითვლებოდა თვითმფრინავად, რომელსაც ყველაზე ბევრი ლულა ჰქონდა.
 
აღნიშნულ სისტემაზე რუსები როგორც მათ ჩვევიათ დიდი ხანი ამბობდნენ, რომ იყო მსოფლიოში უანალოგო სისტემა, „Не имеющий аналогов в мире“, თუმცა აშშ-ში ჯერ კიდევ 1921 წელს შეიქმნა საცდელი თვითმფრინავი „JL-12“, რომელსაც ბორტზე გააჩნდა 30 ცალი ტომპსონის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. ამერიკულ სისტემაში გამოიყენებოდა 2 ბატარეა. ერთი ბატარეა შეადგენდა 12 ცალ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს, რომელიც იძლეოდა ზალპური სროლის წარმოებას თვითფრინავის წინა მხრიდან. მეორე ბატარეა შედგებოდა 16 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისგან, რომელიც თვითმფრინავის უკანა მხრიდან ისროდა. დამატებით 2 ცალი ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი კი თვითმფრინავის კაბინაში სპეციალურ „ტურელზე“ იყო დამაგრებული.  ამერიკული სისტემის გამოცდისას დადგინდა, რომ ასეთი გამოგონება ვერ იქნებოდა განხილული, როგორც პერსპექტიული სისტემა და მალევე შეეშვნენ მის გამოცდებს. საბჭოთა კავშირში ამ დასკვნამდე 25 წლის შემდეგ მივიდნენ, როდესაც 1946 წელს „ცეცხლოვანი ზღარბი“ გამოცადეს.

No comments:

Post a Comment