სიმონოვის საცდელი კარაბინი АГ-039

 სიმონოვის საცდელი კარაბინი АГ-039

1970-ანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში დაიწყეს სამუშაოები  მცირეიმპულსიან შუალედურ ვაზნაზე, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა 5,45x39მმ კალიბრის ვაზნა და მასზე გათვლილი კალაშნიკოვის ავტომატი АК-74, რომელიც ახალ ვაზნასთან ერთად კომპლექსური სახით მიიეღს შეიარაღებაში. ამავე პერიოდში  სერგეი სიმონოვმა (Сергей Гаврилович Симонов) სცადა საკუთარი კონსტრუქციის თვითდამტენი კარაბინის (რომელიც ცნობილი იყო აღნიშვნით СКС) ბაზაზე შეექმნა ახალი იარაღი.

ახალი იარაღი ასევე გათვლილი უნდა ყოფილიყო მცირეიმპულსიან შუალედურ ვაზნაზე კალიბრით 5,45x39მმ. ზემოაღნიშნული სამუშაოების შედეგად გაჩნდა სიმონოვის ექსპერიმენტალური თვითდამტენი კარაბინი სამუშაო აღნიშვნით АГ-039.

კარაბინი კონსტრუქციულად ახლოს იყო СКС-სთან თუმცა იყო გარკვეული სხვაობებიც. პირველ რიგში სხვაობას წარმოადგენდა კარაბინში გამოყენებული  5,45x39მმ კალიბრის ვაზნა ნაცვლად 7,62x39მმ კალიბრისა.

იარაღის ავტომატიკა მუშაობდა ლულიდან აირების გაყვანის პრინციპით. ლულის ჩაკეტვა ხდებოდა საკეტის გადახრით ვერტიკალურ სიბრტყეში, ხოლო დგუში ხისტად იყო დამაგრებული საკეტის ჩარჩოზე. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იყო ჩახმახიანი. 

ვაზნებით კვება ხდებოდა ასევე СКС-ის იდენტური მუდმივი (არამოხსნადი) მჭიდით, რომელიც იტევდა 10 ცალ ვაზნას. ახალ კარაბინს СКС-ისგან მემკვიდრეობით ერგო არამოხსნადი დასაკეცი ხიშტ-დანა. მთლიანობაში იარაღი ვაზნების გარეშე იწონიდა 3,6 კგ-ს. სრული სიგრძე შეადგენდა 986 მმ-ს, რეგულირებადი უკანა სამიზნე თამასა მარკირებული იყო 1000 მეტრამდე სასროლად, ხოლო ტყვიის საწყისი სიჩქრე ლულიდან გამოსვლისას შეადგენდა 950 მ/წამს.

კონსტრუქციულ სხვაობას წარმოადგენდა ისიც, რომ ექსპერიმენტალური კარაბინი АГ-039 მისი წინამორბედი СКС-ისგან განსხვავებით იყენეობდა არა მთლიანი ხისგან დამზადებულ სარეცელს, არამედ ცალკეული დეტალების სახით დამზადებულ ხის კონდახს და ტიბჟირს, რომელიც დამაგრებული იყო ლულის კოლოფზე. ლულის კოლოფის ქვედა ნაწილი დამზადებული იყო დაბეჭდვის მეთოდით რომელზეც მოქლონებით იყო მიმაგრებული ფოლადისგან დაღარვის (ე.წ. ფრეზირება) მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფიოს ზედა ნაწილი და ტრუნიონი.

არსებობდა ასევე ექსპერიმენტალური კარაბინი სამუშაო აღნიშვნით АГ-35 (АГ-035) რომელიც წარმოადგენდა АГ-039-ის მსგავს იარაღს მხოლოდ მოხსნადი მჭიდით.

АГ-35 (АГ-035)

საბოლოოდ ეს სამუშაოები არ გასცდა ექსპერიმენტალური ეგზემპლარების დამზადებას, რის გამოც АГ-039 და АГ-35 (АГ-035) დარჩა მხოლოდ საცდელ ეგზემპლარებათ, რომელიც დღეს რუსეთის ზუსტ მანქანამშენებლობის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის (ЦНИИТОЧМАШ) საცავში ინახება.

No comments:

Post a Comment