ესპანური პისტოლეტები Bufalo

1919 წელს ესპანურმა კომპანიამ Gabilondo Y Urresti დაიწყო ჯიბის პისტოლეტების წარმოება სახელწოდებით „Bufalo” (კამეჩი), რომელიც იყიდებოდა ბარსელონაში მდებარე კომპანიის Armeria Beristain y Cia მიერ. კომპანია პისტოლეტებს აწარმოებდა 2 ძირითადი სახით. 

6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.25ACP) გათვლილი პისტოლეტი "Bufalo"

ერთი წარმოადგენდა ბრაუნინგის 1906 წლის მოდელის (FN M1906) ერთგვარ კოპიოს, რომელიც გათვლილი იყო 6,35მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.25ACP).

7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32ACP) გათვლილი პისტოლეტი "Bufalo"

ხოლო მეორე ვიზუალურად იმეორებდა ასევე ჯონ ბრაუნინგის 1910 წლის მოდელს (FN M1910) გათვლილი იყო 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32ACP). აღნიშნული პისტოლეტი ასევე მცირე რაოდენობით იწარმოება 9მმ-ან ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე (.380 ACP იგივე 9x17mm Kurz). 

აღსანიშნავია, რომ ორივე პისტოლეტში გამოიყენებოდა Armeria Beristain-ის მიერ დაპატენტებული ავტომატური მცველი, რომელიც ბრაუნინგის მცველის მსგავსად სახელურის უკან იყო განთავსებული და მსროლელი მასზე ხელის მოჭერით ახდენდა მცველის გათიშვას. ორივე მოდელის მთავარ სხვაობას ბრაუნინგის პისტოლეტებთან შედარებით წარმოადგენდა ის, რომ მათში გამოიყენებოდა პისტოლეტის კორპუსს მიღმა დამალული ჩახმახი (ანუ დამრტყმელი მექანიზმი იყო ე.წ. Hammer-Fired ტიპის). ცნობისთის ბრაუნინგის პისტოლეტები FN M1906 და FN M1910 იყენებდა შიდა საცემს (ანუ იყო ეგრედწოდებული VS Striker-Fired ტიპის დამრტყმელით).

ორივე მოდელზე მჭიდის ღილაკ ფიქსატორი განთავსებული იყო სახელურის ქვემოდან. ასევე ორივე მოდელს ჰქონდა მარტივი სამიზნე მოწყობილობა. ამ შემთხვევაში სამიზნე მოწყობილობის როლს ასრულებდა საკეტ-გარსაცმის ზემოდან სიგრძეზე არსებული თამასა.

პისტოლეტების ახელურის ლოყები დამზადებული იყო შავი ფერის პლასტმასისგან, რომელზეც დატანილი იყო Armeria Beristain y Cia-ს სავაჭრო ნიშანი ერთმანეთში გადაჯვარედინებული სტილიზირებული ასოების „BC“ სახით, ხოლო სახელურის ლოყების შუაში შესრულებული იყო კამეჩის თავის რელიეფური გამოსახულება.


9მმ-ან ბრაუნინგის მოკლე ვაზნაზე (.380 ACP იგივე 9x17mm Kurz). გათვლილი პისტოლეტი "Bufalo"

პისტოლეტების საკეტზე მარცხენა მხრიდან დატანილი იყო წარწერა "AUTOMATICA ESPANOLA-PATS 62004 Y 67577/BUFALO"  და შესაბამისი კალიბრი 7.65 (.32 CAL.) / 6.35 (.25 CAL)

ესპანური პისტოლეტები “Bufalo” იწარმოებოდა 1919 წლიდან 1925 წლის ჩათვლით. 1925 წელის ბოლოს Armeria Beristain-ის სახელზე გაცემული პატენტის ვადა ამოიწურა და Bufalo-ს წარმოება სხვადასხვა სახელწოდებით გაგრძელდა ნაკლებად ცნობილი ესპანური იარაღების მწარმოებელი მცირე კომპანიების მიერ.

ტაკტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები

(ტტმ)

კალიბრი/ვაზნა:

6,35მმ/.25ACP

7,65მმ/.32ACP

სიგრძე:

120 მმ

155,3 მმ

ლულის სიგრძე:

58 მმ

86 მმ

წონა ვაზნების გარეშე:

390 გრამი

610 გრამი

მჭიდის ტევადობა:

6 ცალი ვაზნა

7 ცალი ვაზნა


ზემოთ ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი FN M1910, ხოლო ქვემოთ 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ესპანური პისტოლეტი "BUFALO"

No comments:

Post a Comment