გვერდის მკითხველმა ვიდეო მიმოხილვაში ჩეხური „მორიელის“
(CZ-61S Šcorpion) შესახებ დაგვისვა შეკითხვა.
გოჩა პირველ რიგში მადლობა შეკითხვისთვის. რაც შეეხება
პასუხს აღნიშნულ შეკითხვაზე თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი პასუხი ვერ იქნება
100%-ით ზუსტი. ეს არის უბრალოდ ჩემი მოსაზრება, რომელიც ვფიქრობ არის სიმართლესთან
ახლოს, თუმცა შეიძლება ობიექტური რეალობა იყოს განსხვავებული.
თავდაპირველად როდესაც შევიძინე სკორპიონი მეც
გამიჩნდა ეს შეკითხვა და პირველი იდეა რაც თავში მომივიდა იყო ის, რომ რადგან იგი
საკმაოდ კომპაქტურია, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე მომსახურების
სააგენტო არეგისტრირებს მას, როგორც თვითდამტენ პისტოლეტს. თუმცა ეს „ჰიპოთეზა“ გამოვრიცხე
იმ მიზეზით, რომ საქართველოში შენახვა/ტარების უფლებით რეგისტრირდება ასევე თითქმის
იგივე გაბარიტების მქონე გერმანული ცეცხლსასროლი იარაღი GSG 5K, რომელიც წრიული
აალების .22LR ვაზნაზეა გათვლილი.
ჩემი აზრით „ძაღლის თავი“ იმალება იმ დოკუმენტაციაში,
რომელიც ქარხნულად მოყვება იარაღს საწარმოდან. CZ-61S Šcorpion ქარხნიდან მოდის,
როგორც თვითდამტენი პისტოლეტი და შესაბამისად საქართველოში შემოტანისას იგი დეკლარირდება,
როგორც პისტოლეტი და არა როგორც სანადირო კარაბინი ან შაშხანა. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო არეგისტრირებს
მას, როგორც ცეცხლსასროლ პისტოლეტს. ამიტომ ამ იარაღზე ვრცელდება კანონი თავდაცვით
მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე და მფლობელზე იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა
გაიცემა A კატეგორიით, რაც ითვალისწინებს მხოლოდ შენახვას.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გერმანული GSG 5K
მწარმოებლის თქმით ასევე ითვლება პისტოლეტად, მაგრამ შესაძლოა იგი საქართველოში
შემოტანის დროს არ იქნა დეკლარირებული, როგორც პისტოლეტი და ამიტომაც მოხდა მისი
რეგისტრირება, როგორც სანადირო იარაღი, რომელზეც უკვე B კატეგორიის მოწმობა
გაიცემა, რაც შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.
მოკლედ ესაა ჩემი სუბიექტური მოსაზრება და არა
ჭეშმარიტება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ შეიძლება მე ვცდები და ობიექტური
მიზეზი იყოს სულ სხვა რამ.
No comments:
Post a Comment