ზაზა ავალიანი და მისი ნამუშევრები (გრავირება გელა ხუციშვილი)

აღნიშნული სტატიით მინდა წარმოგიდგონოთ ბატონი ზაზა ავალიანი, რომელიც ცივი იარაღის ჩინებული ოსტატია, რაზეც მისი ყოველი ნამუშევარი მეტყველებს.  ვთვლი, რომ საქართველოში ასეთი ხალხი უფრო მეტად უნდა იყვნენ დაფასებული! ქვემოთ გთავაზობთ ინფორმაციას და ნამუშევრების ფოტოებს რომელიც ბატონმა ზაზამ მომაწოდა.  დანები გრავირებულია გელა ხუციშვილის მიერ.
გამარჯობათ, მე ვარ ზაზა ავალიანი საქართველოდან. ჩემი ხელობაა, დასაკეცი და დაუკეცავი დანების დამზადება. ჩემს მიერ შექმნილი ყოველი დანა ერთ ეგზემპლარად მზადდება და არასოდეს მეორდება. ყველა დეტალი კეთდება ხელით, მარტივი შრომის იარაღების გამოყენებით, რაც დანას ანიჭებს განუმეორებელ ინდივიდუალიზმს და ''სულს'', რაც პროგრამული ჩარხებით დამზადებულ დანებს არ გააჩნიათ დანის პირისთვის ვიყენებ როგორც მზა მასალას, ასევე მეგობარი მჭედლების მიერ სამჭედლოში გამოჭედილ ან ღუმელში ჩამოსხმულ ფოლადსა და ბულატს. დანის ტარად, დამკვეთის სურვილის მიხედვით, გამოიყენება როგორც ხელოვნური, ისევე ნატურალური მასალები: ძვირფასი ხის მერქანი, შინაური და გარეული ცხოველების რქები, სპილოსა და მამონტის ეშვები [ლეგალური მასალა], ზღვის ძუძუმწოვრების კბილები და სხვა ეგზოტიკური მასალები... დაკვეთის სურვილის შემთხვევაში დანის შემკობა ხდება ხელით შესრულებული ყველანაირი სტილისა და ფორმის დეკორით, რომელიც ასევე ინდივიდუალურად მორგებულია ამ დანისათვის და არ მეორდება... შესაძლებელია ასევე ძვლიანი ტარის გრავირებაც. დანის პირისათვის გამოყენებული ფოლადის სიმაგრე მერყეობს 57-63 HRC დიაპაზონში და დამოკიდებული დამკვეთის სურვილზე და მასალის სახეობაზე.. თუ გახდებით ჩემი დამზადებული დანის მფლობელი, ვისურვებდი იგი თქვენი მეგობარი გამხდარიყოს და არ შევერცხვინე. გისურვებთ წარმატებას.. ზაზა ვალიანი [მხატვარი-მეიარაღე] https://www.facebook.com/zaza.avaliani.1
 
© ზაზა ავალიანი

2 comments:

  1. Thanks designed for sharing such a good opinion, piece of writing is nice, thats why i have read it entirely itunes login account

    ReplyDelete