"სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი" - გიორგი ძინძიბაძე

მივესალმები ჩვენი გვერდის მკითხველს. რამოდენიმე დღის წინ სასიამოვნო ფაქტი მოხდა, რომლის შესახებაც დაუყოვნებლივ გადავწყვიტე თქვენთვის მომეწოდებინა ინფორმაცია. სოციალურ ქსელში დამიკავშირდა გიორგი ძინძიბაძე, რომელმაც ქართულ ენაზე მოამზადა წიგნი სახელწოდებით "სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი" ნაწლი I. (მალე მეორე ნაწილიც გამოვა).
წიგნი უკვე დაბეჭდილია და მისი შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია ბავშვთა სამყაროს შესასვლელთან მდებარე საბითუმო წიგნების მაღაზიაში.
პირადად ჩემთვის ცეცხლსასროლი იარაღის თემატიკაზე გამოცემული ქართული ლიტერატურა, ყოველთვის დიდ ადგილს იკავებს და ბავშვივით მიხარია, როდესაც გავიგებ, რომ კიდევ ერთმა ქართველმა ავტორმა გამოსცა ახალი წიგნი. ჩვენი რესურსი ყოველთვის გვერდით დაუდგება იმ ქართველ ავტორებს, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ წერენ და ქმნიან ლიტერატურას.  

წარმატება მინდა ვუსურვო გიორგის და იმედს ვიტოვებთ, რომ სამომავლოდ მსგავსი თემატიკის სხვა წიგნებსაც შემოგვთავაზებს!
ქვემოთ გთავაზობთ წიგნის წინასიტყვაობას და სარჩევს, რომელიც ავტორმა მომაწოდა.

გიორგი ძინძიბაძე

 
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი

 გლუვი და კომბინირებული ლულებით

(ცნობარი-სახელმძღვანელო)

I
თბილისი 2016

            წიგნში დეტალურადაა დახასიათებული ერთლულიანი, ორლულიანი, სამლულიანი და ოთხლულიანი გლუვლულიანი და კომბინირებული სანადირო თოფები, დამზადებული ყოფილ საბჭოთა კავშირსა და რუსეთის ფედერაციაში. ასეთი სახის წიგნი, სრულყოფილი სახით, ქართულ ენაზე იბეჭდება პირველად. მიგვაჩნია, რომ ცნობარი-სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს პრაქტიკოს მუშაკებს, ექსპერტებს, გამომძიებლებს და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ასევე საინტერესო იქნება მონადირეებისა და სანადირო იარაღით დაინტერესებული პირებისათვის.
კახაბერ როდონაია - საქართველოს შსს საექსპერტო- კრიმინალისტიური დეპარტამეტის ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი

თამაზ იაღანაშვილი - საქართველოს შსს საექსპერტო- კრიმინალისტიური დეპარტამეტის ბალისტიკური ექსპერტიზისანყოფილების უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი
 
ავტორი-შემდგენელი
გიორგი ძინძიბაძე - საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიური დეპარტამეტის ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი, პოლიციის მაიორი

წინასიტყვაობა
            ცნობარი-სახელმძღვანელო „სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი გლუვი და კომბინირებული ლულებით“ დაყოფილია ორ ნაწილად, ხოლო თითოეული ნაწილი - თავებად. პირველი ნაწილი ზოგადი ხასიათისაა, სადაც გადმოცემულია სანადირო იარაღის შექმნისა და განვითარების მოკლე ისტორია, ახსნილია ძირითადი დეტალებისა და მექანიზმების დანიშნულება და მოქმედების პრინციპი, ილუსტრირებულია სანადირო იარაღზე არსებული ძირითადი საქარხნო დამღები და განმარტებულია მათი მნიშვნელობა, ასევე განმარტებულია წიგნში გამოყენებული ძირითადი ტერმინების მნიშვნელობა. 
                წიგნის მეორე ნაწილი საცნობარო ხასიათისაა, სადაც დეტალურადაა დახასიათებული ერთლულიანი, ორლულიანი, სამლულიანი და ოთხლულიანი გლუვლულიანი და კომბინირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, მაქსიმალურად გაზრდილია ფოტოილუსტრაციების ზომები და ყურადღებაა გამახვილებული განმასხვავებელ ნიშნებზე მათი კონკრეტულ იარაღთან ზუსტი იდენტიფიკაციის მიზნით. გადმოცემულია ინფორმაცია თითოეული იარაღის მწარმოებელი ქვეყნის, დამამზადებელი ქარხნის, იარაღის დანიშნულების, ლულისა და დამუხტვის ტიპის, ლულების რაოდენობის, სიგრძის, კალიბრისა და იარაღის წონის შესახებ.
                წიგნის მეორე ნაწილი დაყოფილია თავებად იარაღის ლულების რაოდენობის მიხედვით, ხოლო თავები - ქვეთავებად, ლულების განლაგების (ჰორიზონტალურ და ვერტილაკურ მდგომარეობაში), დამუხტვის ტიპის (ავტომატური; არაავტომატური) და მექანიზმის მოქმედების ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე. პირველი თავი ერთლულიან იარაღს ეთმობა და გაერთიანებულია მასში თოფები გადასახსნელი ლულებით, თოფები სიგრძივ მოსრიალე მბრუნავი ჩამკეტით, რევოლვერული თოფები, თვითდამმუხტავი თოფები და ტიბჟირით გადასამუხტი თოფები, მეორე თავში აღწერილია ორლულიანი თოფები ლულების ჰორიზონტალური და ვერტიკალური განლაგებით, მესამე და მეოთხე თავები დათმობილი აქვს სამლულიან და ოთხლულიან კომბინირებულ თოფებს.
                ვინაიდან საქართველოში არსებული სანადირო იარაღის უმეტესი ნაწილი დამზადებულია ყოფილ საბჭოთა კავშირსა და რუსეთის ფედერაციაში,  პრიორიტეტადაა მიჩნეული სწორედ ამ კატეგორიის იარაღი და მათ დახასიათებას აქვს დათმობილი წინამდებარე ნაშრომი.
                ასეთი სახის ცნობარი-სახელმძღვანელო ქართულ ენაზე იბეჭდება პირველად. ინფორმაცია თითოეულ იარაღზე გადმოცემულია საპასპორტო მონაცემების, უცხოური ლიტერატურისა და ინტერნეტ-მასალების მიხედვით. 
                 მიგვაჩნია, რომ ცნობარი-სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს პრაქტიკოს მუშაკებს, ექსპერტებს, გამომძიებლებს და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ასევე საინტერესო იქნება მონადირეებისა და სანადირო იარაღით დაინტერესებული პირებისათვის.

ს ა რ ჩ ე ვ ი

ნაწილი პირველი

·         სანადირო იარაღის შექმნისა და განვითარების მოკლე ისტორია……………..…8  

·         სანადირო იარაღის ძირითადი დეტალები და მექანიზმები………………...……17

·         სანადირო იარაღის დეტალებზე არსებული დამღები და

მათი მნიშვნელობა……………………………………………………………………….....……40

 

ნაწილი მეორე

·         ერთლულიანი თოფები………………………………………..…………….............................58

ერთლულიანი თოფები გადასახსნელი ლულებით………………………………….……58       
             მოდელი Р…………………………………………………………………………………......…...58                   

                მოდელი ИЖ–5…………………………………….…………………………………………..…...…60

                მოდელი ИЖK………………………………………………………….……………………………...62

                მოდელი ИЖКБ…………………………………...…………………………………………………..65

                მოდელი ЗК…………………………………………………………………………………………….67

                მოდელი ЗК-Б…………………………………………………………….……………………………70

                მოდელი ЗБ…………………………………………………………………………………….………72

                მოდელი  ИЖ–17……………. …………………………………………………….…………………73

                მოდელი  ИЖ–18…………………………………………………………………...…………………75

                მოდელი ИЖ 18-410М……………………………………………………………………………..…77

                მოდელი ИЖ 18Е-20М………………………………………………………………………………..78  

                მოდელები ИЖ 18М და ИЖ 18ЕМ………….…………………………………….………………...79

                მოდელი ИЖ 18МК……………………………………………………………………………….......80

                მოდელები ИЖ 18М-М და ИЖ 18ЕМ-М……………………………………………………...........81

                მოდელი  ТОЗ 34-1………………………………………………………………………………........81

                მოდელი ТОЗ 119………………………………………………………………………………...........83

                მოდელი ОФ-93......………………………………………………………………………………........85

ერთლულიანი თოფები სიგრძივ მოსრიალე მბრუნავი ჩამკეტით………………........................87   

            ბერდანას თოფი…………………………………………………………………………………….....87

            ფროლოვის თოფი……………………………………………………………………………….........88

                მოდელი Р-32………………………………………………………………………………………......89

                მოდელი ТОЗ-32………………………………………………………………………………............90

                მოდელი МЦ 20……………………………………………………………………………………......91

                მოდელი МЦ 20-01………………………………………………………………………………........93

                მოდელი ТОЗ 106………………………………………………………………………………….......95 

                მოდელი ТОЗ 124………………………………………………………………………………….......97  

ერთლულიანი რევოლვერული თოფები……………………………………………………….............99 

                მოდელი МЦ 225…………………………………………………………………………………........99     

                მოდელი МЦ 255…………………………………………………………………………………......101   

ერთლულიანი თვითდამმუხტავი თოფები…………………………………………………….........103  

            მოდელი МР-151…………………………………………………………………………………......103   

                მოდელი МР-153…………………………………………………………………………………......106 

                მოდელი  МР- 154…………………………………………………………………………………....109 

                მოდელი МР- 155………………………………………………………………………………….....112 

                მოდელი МР-155K……………………………………………………………………………...........115

                მოდელი МЦ 21…………………………………………………………………………………........118 

                მოდელი МЦ 21-12…………………………………………………………......................................121

                მოდელი МЦ 22…………………………………………………………………………....................124

                მოდელი МЦ 22-02…………………………………………………………………………..............126

                მოდელი МЦ 22-03…………………………………………………………………………..............128

                მოდელი МЦ 22-07…………………………………………………………………………..............129

                მოდელი МЦ 22-12…………………………………………………………………………..............130

                მოდელი МЦ 24-12; ТОЗ 87……………………………………………………………………........132

                მოდელი МЦ 25…………………………………………………………………………....................135

                მოდელი Сайга-12…………………………………………………………………………................138

                მოდელი Сайга-20…………………………………………………………………………................141

                მოდელი ТОЗ 88…………………………………………………………………………...................144

                მოდელი ТОЗ 187………………………………………………………………………….................146

ერთლულიანი თოფები სიგრძივ მოსრიალე ტიბჟირით……………................………….149  

            მოდელი ИЖ-131К  (МР-131К) …………………………………………………………............…149

                მოდელი ИЖ 81 (МР- 81)………………………………………………………………...................151

                მოდელი ТОЗ 123………………………………………………………………………….................153

                მოდელი ТОЗ 94…………………………………………………………………………...................155

                მოდელი ТОЗ 194………………………………………………………………………….................156

                მოდელი Селезень 4…………………………………………………………………………............159

                მოდელი ТК 2-00…………………………………………………………………………..................161

                მოდელი Бекас……………………………………………………………………....................……..162

                მოდელი МР–133…………………………………………………………………...............………..166

                მოდელი МР–135……………………………………………………………...............……………..169

·         ორლულიანი თოფები (გლუვი და კომბინირებული ლულებით)….............173 

ორლულიანი თოფები ლულების ჰორიზონტალური განლაგებით…………....……173

                მოდელი ИЖБК……………………………………………………………………….................…..173

                მოდელი ИЖБ-36……………………………………………………………………..............……..175

                მოდელი ИЖБ-46……………………………………………………………………..............……..178

                მოდელი ИЖБ-47…………………………………………………………………..............………..181

                მოდელი ИЖ 49………………………………………………………….................………………..184

                მოდელი ИЖ 54………………………………………………………….................………………..187

                მოდელი ИЖ 54 Спорт………………………………………………………………................……190

                მოდელი ИЖ 57……………………………………………………………………….................…..191

                მოდელი ИЖ 58……………………………………………………………….................…………..195

                მოდელი ИЖ 58М………………………………………………............…………………………....199

                მოდელი ИЖ 60……………………………………………………………….................…………..201

                მოდელი ИЖ 26…………………………………………………………….................……………..202

                მოდელი ИЖ 41……………………………………………………………………….................…..205

                მოდელი ИЖ 43…………………………………………………………………….................……..208

მოდელი ИЖ 43М (МР-43M) ………………………………………………......................………..213

მოდელი А…………………………………………….......................................................…………..216

მოდელი Б…………………………………………….......................................................…………..219

მოდელი БМ……………………………………………...................................................…………..225

მოდელი ТОЗ 63………………………………………………….............................................……..228

მოდელი ТОЗ 50…………………………………………….............................................…………..229

მოდელი ТОЗ 25………………………………………….............................................……………..230

მოდელი ТОЗ 66……………………………………………….............................................………..232

მოდელი ТОЗ 54……………………………………………….............................................………..233

მოდელი ТОЗ 80………………………………………….............................................……………..235

მოდელი ТОЗ 39М…………………………………………………….........................................…..237

მოდელი МЦ 9………………………………………………................................................………..238

მოდელი МЦ 10……………………………………………………..............................................…..241

მოდელი МЦ 11……………………………………………..............................................…………..243

მოდელი МЦ 110………………………………………………............................................………..249

მოდელი МЦ 111…………………………………………............................................……………..253

ორლულიანი თოფები ლულების ვერტიკალური განლაგებით………….......………..257

მოდელი ИЖ 12……………………………………………….............................................………..257

                მოდელი ИЖ 15…………………………………………………….............................................…..259

მოდელი ИЖ 16………………………………………………………...............................................262

მოდელი ИЖ 25………………………………………………….............................................……..263

მოდელი ИЖ 27 (МР 27) ………………………………..............................………………………..267

მოდელი ИЖ 27М Север (МР 27M Север) …………………..............................…………………271

მოდელი ИЖ 39………………………………………………….............................................……..274

მოდელი ИЖ 44…………………………………………………….............................................…..277

მოდელი ИЖ 56 Белка……………………………………………..................................…………..278

მოდელი ИЖ 59 Спутник……………………………………………….............................………..281

მოდელი ИЖ 94 Север (МР-94 Север) ………………………………………….....................……283

მოდელი ИЖ 94 Тайга (МР-94 Тайга) ………………………………………….....................……285

მოდელი МР 233………………………………………………………..............................................287

მოდელი МР 234……………………………………………………............................................…..290

მოდელი МЦ 5……………………………………………………................................................…..292

მოდელი МЦ 6…………………………………………………................................................……..295

მოდელი МЦ 7…………………………………………………................................................……..298

მოდელი МЦ 8…………………………………………………................................................……..301

მოდელი МЦ 9……………………………………................................................…………………..303

მოდელი МЦ 27………………………………………………..............................................………..305

მოდელი МЦ 28………………………………………………..............................................………..306

მოდელი МЦ 29…………………………………………………..............................................……..307

მოდელი МЦ 105………………………………………………............................................………..308

მოდელი МЦ 106…………………………………………............................................……………..311

მოდელი МЦ 108…………………………………………………............................................……..314

მოდელი МЦ 109…………………………………………………............................................……..317

მოდელი МЦ 200……………………………………………………............................................…..320

მოდელი Олень……………………………………………………..............................................…..322

მოდელი ТОЗ 34…………………………………………………….............................................…..324

მოდელი ТОЗ-55 Зубр…………………………………………...................................……………..327

მოდელი ТОЗ 57………………………………………………….............................................……..330

მოდელი ТОЗ 84-10………………………………………………….......................................……..332

მოდელი ТОЗ 91…………………………………………………….............................................…..335

მოდელი ТОЗ-112……………………………………..........................................…………………..338

მოდელი ТОЗ 120………………………………………...........................................………………..339

მოდელი ТОЗ 134……………………………………………...........................................…………..342

მოდელი ТОЗ 200…………………………………………...........................................……………..343

მოდელი ТОЗ-250…………………………………………..........................................……………..345

·         სამლულიანი კომბინირებული თოფები……................................................…………..348

მოდელი ТОЗ 28……………………………………………….............................................………..348

მოდელი МЦ 30………………………………………………..............................................………..349

მოდელი МЦ 30-20……………………………………………........................................……....…..351

მოდელი МЦ 140……………………………………………………............................................…..353

·         ოთხლულიანი კომბინირებული თოფი………….................................................……..356 

მოდელი  МЦ 40………………………………………………….............................................……..356

·         გამოყენებული ლიტერატურა და ინტერნეტ-მასალები….............……………….359

1 comment:

  1. გაყიდვაშია. უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ წიგნის მაღაზიაში

    ReplyDelete