რამოდენიმე თვის წინ ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებულ იქნა
სტატია ჩეხურ პისტოლეტებზე CZ-22 / CZ-24 / CZ-27, რომლის ბოლოშიც სტატია დავასრულე
იმ იმედით, რომ მომეცემოდა შესაძლებლობა უფრო ახლოს და უკეთესად გავცნობოდი ჩეხოსლოვაკიურ
CZ27 მოდელს. სტატიის დაწერიდნ ერთ თვეში ამიხდა ოცნება და გავხდი აღნიშნული პისტოლეტის
მფლობელი (რათქმაუნდა პისტოლეტი გაფორმებულია და ლეგალურია). ვინაიდან წინა სტატიაში
პისტოლეტი ზოგადად მიმოვიხილე, გადავწყვიტე დამეწერა კიდევ ერთი სტატია, უკვე როგორც
მის მფლობელს. წინამორბედი სტატიისგან განსხვავებით ამ სტატიაში შევეცდები ავღწერო
ისეთი ნიუანსები, რომლებზეც მანამდე არ გვისაუბრია. დღეს არის 17 სექტემბერი და ამ
სტატიის გამოქვეყნება გარკვეული სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგანაც დღეს პისტოლეტ
CZ27-ის შემქნელის ფრანტიშეკ მიშკას (František Myška) დაბადების დღეა.
პისტოლეტის პრაქტიკული დანიშნულება
დავიწყოთ პირველ რიგში პისტოლეტის პრაქტიკული დანიშნულებით. როგორც უკვე ავღნიშნე წინა სტატიაში პისტოლეტი იმ დროისათვის და პერიოდისათვის პოპულარული კალიბრის ვაზნას 7,65მმ-ან ბრაუნინგს იყენებს, რომელიც ნაკლებად გამოდგება თავდცვისათვის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არ "კლავს". კლავს და საკმაოდ ბევრი ადამანის სიცოცხლეც იმსხვერპლა ამ ვაზნამ, უბრალოდ თანამედროვე გადმოსახედიდან, როდესაც არსებობს უფრო მეტად ძლიერი და მეტად სანდო ვაზნები, რომელთა გამოყენებაც რეკომენდირებულია თავდაცვითი მიზნებისთვის, 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა ვერ დააკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს და უდაოდ აუტსაიდერი იქნება. მე პირადად ნაკლებად მექნებოდა სურვილი გამომეყენებინა იგი შეიარაღებული მოწინააღმდეგის მიმართ. პრაქტიკულად საქართველოში CZ-27-ის ერთადერთი დანიშნულება არის მხოლოდ და მხოლოდ საკოლექციო. რომ არა საქართველოს კანონი ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მისი გამოყენება როგორც სროლის დასაუფლებლად, ასევე გართობის მიზნით, რადგანაც ვაზნები არ არის დეფიციტური და ხელმისაწვდომია მაღაზიებში 2 - 2,40 ლარის ფარგლებში.
პისტოლეტის სიზუსტე და სამიზნე მოწყობილობა
ესეც ჩემი კუთვნილი CZ-27
პისტოლეტის პრაქტიკული დანიშნულება
დავიწყოთ პირველ რიგში პისტოლეტის პრაქტიკული დანიშნულებით. როგორც უკვე ავღნიშნე წინა სტატიაში პისტოლეტი იმ დროისათვის და პერიოდისათვის პოპულარული კალიბრის ვაზნას 7,65მმ-ან ბრაუნინგს იყენებს, რომელიც ნაკლებად გამოდგება თავდცვისათვის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არ "კლავს". კლავს და საკმაოდ ბევრი ადამანის სიცოცხლეც იმსხვერპლა ამ ვაზნამ, უბრალოდ თანამედროვე გადმოსახედიდან, როდესაც არსებობს უფრო მეტად ძლიერი და მეტად სანდო ვაზნები, რომელთა გამოყენებაც რეკომენდირებულია თავდაცვითი მიზნებისთვის, 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნა ვერ დააკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს და უდაოდ აუტსაიდერი იქნება. მე პირადად ნაკლებად მექნებოდა სურვილი გამომეყენებინა იგი შეიარაღებული მოწინააღმდეგის მიმართ. პრაქტიკულად საქართველოში CZ-27-ის ერთადერთი დანიშნულება არის მხოლოდ და მხოლოდ საკოლექციო. რომ არა საქართველოს კანონი ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მისი გამოყენება როგორც სროლის დასაუფლებლად, ასევე გართობის მიზნით, რადგანაც ვაზნები არ არის დეფიციტური და ხელმისაწვდომია მაღაზიებში 2 - 2,40 ლარის ფარგლებში.
პისტოლეტის სიზუსტე და სამიზნე მოწყობილობა
სიზუსტეზე ლაპარაკი გამიჭირდება, რადგანაც ისევ კანონთან დაკავშირებული სირთულეები წარმოიქმნება. მე პისტოლეტი მხოლოდ შენახვის უფლებით მაქვს და არ გამომიცდია მისი სიზუსტე, თან არც ისე კარგი მსროლელი ვარ. თუმცა სხვა მფლობელებს და სხვადასხვა ვიდეო რევიუებს თუ დავუჯერებთ, პისტოლეტი საკმაოდ ზუსტია. რაც შეეხება სამიზნე მოწყობილობებს მისი უკანა სამიზნე არის V-სებური ჭრილით ხოლო წინა სამიზნე არის მომრგვალებული (ნახევარმთვარისებური) ფორმის. მე პირადად არ მომწონს სამიზნე, რადგანაც ცუდი განათების პირობებში მისი თხელი მომრგვალებული წინა სამიზნე გარკვეულ დისკომფორტს მიქმნის.
პისტოლეტის ერგონომიულობა
ერგონომიულობის კუთხით პისტოლეტი მის თანატოლებთან შედარებით საკმაოდ კარგად ხასიათდება თუმცა ვერ შეედრება თანამედროვე პისტოლეტებს. მე პირადად მომწონს მისი ტარის ფორმა, რომელიც კარგად ჯდება ჩემი ხელის მტევანში. რაც შეეხება მცველის განლაგებას მისი გამორთვა / გააქტიურება ცალი ხელით არის შესაძლებელი, ისე რომ არ მოვაშოროთ პისტოლეტი მიზანს. მცველიდან მოხსნა ხდება ავტომატურად ღილაკზე თითის დაჭერით, თუმცა ეს ღილაკი ზედმეტად მინიატურულია და სტრესულ სიტუაციაში არსებობს იმის ალბათობა, რომ ვერ შევძლოთ მასზე თითის დროული დაჭერა. სავაზნე კოლოფის ფიქსაცია ხდება ტარის ქვემოთ განთავსებული ღილაკის მეშვეობით, რომელიც მოზრდილი ზომისაა, მაგრამ პირადად მე ზედმეტად მძიმე მეჩვენება და შედარებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რათა მოვხსნათ სავაზნე კოლოფი. სავარაუდოდ ეს მისი ბრტყელი მასიური ზამბარის ბრალია.
ერგონომიულობის კუთხით პისტოლეტი მის თანატოლებთან შედარებით საკმაოდ კარგად ხასიათდება თუმცა ვერ შეედრება თანამედროვე პისტოლეტებს. მე პირადად მომწონს მისი ტარის ფორმა, რომელიც კარგად ჯდება ჩემი ხელის მტევანში. რაც შეეხება მცველის განლაგებას მისი გამორთვა / გააქტიურება ცალი ხელით არის შესაძლებელი, ისე რომ არ მოვაშოროთ პისტოლეტი მიზანს. მცველიდან მოხსნა ხდება ავტომატურად ღილაკზე თითის დაჭერით, თუმცა ეს ღილაკი ზედმეტად მინიატურულია და სტრესულ სიტუაციაში არსებობს იმის ალბათობა, რომ ვერ შევძლოთ მასზე თითის დროული დაჭერა. სავაზნე კოლოფის ფიქსაცია ხდება ტარის ქვემოთ განთავსებული ღილაკის მეშვეობით, რომელიც მოზრდილი ზომისაა, მაგრამ პირადად მე ზედმეტად მძიმე მეჩვენება და შედარებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რათა მოვხსნათ სავაზნე კოლოფი. სავარაუდოდ ეს მისი ბრტყელი მასიური ზამბარის ბრალია.
პისტოლეტის სრული დაშლა და წმენდა
ვერ ვიტყვი, რომ მისი სრული დაშლა მარტივია, თუმცა ძალიან კარგად არის ჩაფიქრებული დამრტყმელ-გამშვებ მექანიზმთან წვდომა, რადგანაც პისტოლეტს მარცხენა მხრიდან გააჩნია თავსაფარი, რომელიც ზევით აწევით იხსნება და მის უკან მარტივადაა ხელმისაწვდომი მთელი მექანიზმი.
გარდა ამისა დეტალები არის ძალზედ მასიური, რაც საიმედოს ხდის როგორც კონსტრუქციას, ასევე აადვილებს მის წმენდას. ცოტა გართულებულია მცველის მექანიზმის მოხსნა / დაყენება, რადგანაც მინიატურული ზამბარისაგან და ღილაკისგან შედგება, თუმცა პრაქტიკაში მისი მოხსნა მფლობელს არ სჭირდება. მე სპორტული ინტერესისათვის და მექანიზმთან უკეთ გაცნობისათვის დავშალე იგი სრულიად.
ადვილად იხსნება აგრეთვე საკეტში ჩამაგრებული მასიური საცემი ნემსა, რომლის მოხსნის შემთხვევაში შესაძლებელია გავწმინდოთ მისი არხი დენთის ნამწვისაგან.
ერთადერთი დეტალი, რომლის მოხსნაც ვერ შევძელი საკეტიდან, არის ექსტრაქტორი, რადგანაც შემეშინდა მისი სამაგრი ღერძის დაზიანების და სწორედ ამიტომ შევეშვი.
პისტოლეტის ლულის წმენდა არის ძალიან მარტივი, რადგანაც იგი მთლიანად იხსნება პისტოლეტიდან. კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც შევნიშნე არის ის, რომ ლულის კედლები სხვა ანალოგიურ ვაზნაზე გათვლილ ლულებთან შედარებით ძალიან სქელია. სავარაუდოდ პისტოლეტიც და მისი ლულაც თავდაპირველად 9მმ-ან ბრაუნინგის მოკლე ვაზნისთვის იყო კონსტრირებული, შესაბამისად ლულის სამზადებიც (ზაგატოვკები) ზუსტად აღნშნული ვაზნისათვის გაკეთდა და შემდეგ მოხდა მათი არხის გაბურღვა უფრო წვრილი დიამეტრის 7,65მმ-ან ვაზნაზე, უბრალოდ სხვა ახნას მე ვერ ვუძებნი ამ ფაქტს. ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, არის ლულის არხის მდგომარეობა, რომელიც ჩემს ეგზემპლარზე თითქმის იდეალურადაა შენახული, არადა იგი 1948 წელს არის დამზადებული. ვინაიდან 7,65მმ-ანი ბრაუნინგის ვაზნები საკმაოდ დეფიციტური იყო საქართველოში და საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ვფიქრობ პისტოლეტიდან არ ხდებოდა ხშირი სროლა და ამან შემოინახა იგი ასე კარგად. დღეს გაყიდვაში არსებულ 7,65მმ-ან ვაზნებში არ გამოიყენება კოროზიული მაინიცირებელი კაფსულები, რაც დადებითად მოქმედებს პისტოლეტის ლულის რესურსის შენარჩუნებაში, თუმცა ჩემთვის ნაკლებად აქტუალური თემაა ისევ და ისევ კანონმდებლობიდან გამოდინარე, ვინაიდან მე არ ვაპირებ ამ პისტოლეტიდან სროლას.
იდენტიფიკაცია და ვარიაციები
რადგანაც CZ27 იწარმოებოდა 25 წლის მანძილზე
და მათ შორის ოკუპაციის პერიოდში, შესაბამისად გვხვდება მცირედი სხვაობები როგორც მათ
დაფარვაში, აგრეთვე დეტალებში. შევეცდები დავყო ისინი ქრონოლოგიურად და მოგაწოდოთ ინფორმაცია
იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოვახდინოთ მათი იდენტიფიკაცია.
პისტოლეტის ტარის ლოყები
პისტოლეტის ტარის ლოყები მზადდეაბოდა ბაკელიტისაგან,
რომელიც საკმაოდ ადვილად ზიანდება და არის მტვრევადი (მსხვრევადი), მითუმეტეს როდესაც
პისტოლეტი 50 წელზე მეტი ხნისაა ძალიან მარტივია მისი გაბზარვა, გატეხვა.
სურათზე მოყვანილია პისტოლეტის ტარის ლოყები, რომელიც ბაკელიტისგანაა დამზადებუილი. სავარაუდოდ პისტოლეტი მის მფლობელს ძირს დაუვარდა და ამან გამოიწვია მისი დამსხვრევა.
ჩემი დაკვირვებებით მივხვდი, რომ ყველაზე ხშირად ზიანდება ტარის ლოყების წინა ქვედა კუთხეები, რომელიც ჩარჩოს ფარგლებს არის გადასული და სავაზნე კოლოფის ტარში მოთავსებისას არის დიდი ალბათობა, რომ იგი დავაზიანოთ. სწორედ ამიტომ პისტოლეტის მფლობელები ძალიან ფრთხილად, ქლიბის მეშვეობით ახდენენ მის შემომრგვალებას, რათა არ დაზიადეს და არ მოხდეს ტარის ლოყის მთლიანი გაბზარვა/გატეხვა. ჩემს კუთვნილ პისტოლეტსაც სწორედ ასე აქვს შემომრგვალებული ტარის ლოყების კუთხეები წინა ნაწილში. დღეს რამოდენიმე ინტერნეტ მაღაზიაში შესაძლებელია ტარის თანამედროვე ასლის შეძენა, რომელიც არაა ბაკელიტის და უფრო გამძლეა, თუმცა იგი არის თანამედროვე წარმოების და არაა ორიგინალური, ამიტომ კოლექციონერები მას არ ყიდულობენ. ტარის ლოყები ხშირად ტყდება აგრეთვე მისი სამაგრი ჭანჭიკების ჩახრახნვისას, ამიტომ მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ტარის ლოყების მოხსნის შემთხვევაში მათი უკან დამაგრება და ხრახნის მოჭერა ფრთხილად უნდა მოახდინონ და არ უნდა გადაამეტონ.
ტარის ლოყები მასალის მიხედვით:
1. ყველაზე
უბრალო ხის ლოყები, რომელიც პირველ პარტიებში გვხდება. არ გააჩნია არანაირი დამღა
/ მარკირება. მსგავსი ლოყები შესაძლოა ქარხნულად ეყენოს ოკუპაციის დროინდელ ეგზემპლარებზეც;
2.
ბაკელიტის
ლოყები, რომელიც ყველაზე გავრცელებულია;
მარკირების მიხედვით არსებობს ორი ძირითადი ტიპი:
1. ტარის
ლოყა რომელზეც ზედა ნაწილში მრგვალ წრეში დატანილია CZ-ს სავაჭრო ნიშანი (ლოგოტიპი).
2. ტარის
ლოყა რომელზეც დატანილია წრე, მაგრამ არ არის მასში ჩასმული CZ-ს ლოგოტიპი. აღნიშნული
ლოყები მზადდებოდა ოკუპაციის შუა პერიოდის შემდგომ, რადგნაც გერმანელებს არ სურდათ
პისტოლეტს ჰქონოდა რაიმე სახის ჩეხური მარკირება, ხოლო მანამდე არსებულ ოკუპაციურ მოდელებზე
აყენებდნენ ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიურ ტარის ლოყებს CZ-ს
სავაჭრო ნიშნიანი მარკირებით. ლოყები სავაჭრო ნიშნის მარკირების გარეშე შეიძლება შეგხვდეს
ოკუპაციის შემდგომ დამზადებულ მოდელებზეც. სწორედ ასეთი ლოყები გააჩნია ჩემს კუთვნილ
ეგზემპლარს.
ტარის ლოყები ფერის მიხედვით:
ტარის ლოყების ფერს განსაზღვრავდა ერთი ძირითადი ფაქტორით,
თუ რა დოზით ჩაიყრებოდა ფერის მიმცემი ფხვნილი (რეაქტივ) მისი დამზადებისას. ნაკლები
ფხვნილის ჩაყრის შემთხვევაში გამოდიოდა შედარებით ღია ყავისფერი ფერი. იგივე შეიძლება
ვთქვა საბჭოთა ТТ-ს (ტოკარევის პისტოლეტის) შესახებ. მე მინახავს მოყავისფრო
ტარის ლოყები, რომელიც ითვლება დაბრაკულ ლოყებათ, რადგანაც ფაბრიკაში მუშახელს დაავიწყდა
შეფერილობის მიმცემი რეაქტივის დამატება, რასაც მოჰყვა ჟღალი (მორიჟაო) ტარის ელფერი.
CZ27-ის ტარის ლოყები გვხდება შემდეგი შეფერილობით:
1.
მოყავისფრო
მოშვინდისფროში გარდამავალი ფერი;
2.
შედარებით
ღია ყავისფერი;
3.
შავი;
4.
თეთრი
ან ღია კრემისფერი.
სხვადასხვა ეგზემპლარების
განსხვავებული დეტალები:
თავდაპირველად მცველის გამომრთველი მრგვალი ღილაკი იყო სულ პრიალა
და არ გააჩნდა არანაირი ნაჭდევები. შემდგომ მათზე ოველთვის ხდებოდა წრილული
ნაჭდევების დატანა.
მცველის ბერკეტს ოკუპაციამდე და ოკუპაციის შუა პერიოდამდე
ჰქონდა დიდი ნაჭდევებიანი თავი, რომელიც შემდგომ გამარტივდა და მცირე ზომის რკინის
დეტალის ფორმა მიიღო. აღნიშნული ფაქტორი განპირობებული იყო ეკონომიის მიზნით. მსგავსი
ბერკეტი გვხდება ოკუპაციის შუა პერიოდის შემდგომ მოდელებზე და ოკუპაციის შემდგომ მოდელებზე.
(შესაძლოა ოკუპაციის შემდგომ მოდელზე შეგვხვდეს დიდ თავიანი ბერკეტი, რაც იმას მოწმობს,
რომ ბერკეტი შეცვლილია).
პისტოლეტის ჩახმახი თავდაპირველად და ოკუპაციის შუა
პერიოდამდე იყო შუაში გახვრეტილი, ხოლო შემდგომ ეგზემპლარებზე იგი გვხვდება მთლიანი.
სავარაუდოდ აქაც ეკონომიის მიზნით აღარ ხდებოდა მათი გახვრეტა.
პისტოლეტები CZ-27 შეიძლება დავყოთ შემდეგ კატეგორიებად:
ჩეხური ოკუპაციამდელი ეგზემპლარები
1. სულ
პირველი პარტიები რომელთაც გააჩნდათ საკეტის უკანა ნაწილში არსებული დახრილი ნაჭდევები
(ნასეჩკები) თითების მოსაჭიდებლად. პისტოლეტს საკეტზე ზევითა მხრიდან გააჩნდა მარკირება
წარწერის სახით ČESKA ZBROJOVKA A.S v PRAZE და სერიული ნომერი. სერიული ნომერი დატანილი
იყო აგრეთვე ლულაზე, ჩარჩოზე მარჯვენა მხარეს ცხვირის ნაწილში და დამრტყმელ გამშვები
მექანიზმის ხუფზე, რომელიც მარცხენა მხარეს პისტოლეტის ჩარჩოზე არის განთავსებული.
ჩარჩოზე მარცენა მხარეს სასხლეტი კავის დამცავ რგოლთან ხდებოდა ვაზნის კალიბრის მარკირება
7,65.
2. ოკუპაციამდე
დამზადებული მოდელები, რომელთა ნაჭდევებიც საკეტზე გახდა სწორი ფორმის, ნაცვლად დახრილისა.
მარკირებები დარჩა იგივე.
ოკუპაციის დროინდელი მოდელები
ოკუპაციის დროინდელი მოდელები შეიძლები დავყოთ 2 ჯგუფად:
1. ჯგუფუ Böhmische
Waffenfabrik, რომელიც ოკუპაციამდელი ეგზემპლარებისგან განსხვავდება მარკირებებით.
კერძოდ: საკეტზე მარცხენა მხრიდან დატანილია წარწერა „Pistole Modell 27 Kal 7,65”.
საკეტზე ზევითა მხრიდან დატანილია წარწერა „BöHMISHE WAFFENFABRIK A.G. IN PRAG”, რომელსაც
მოზდევს პისტოლეტის სერიული ნომერი. აღნიშნული ეგზემპლარების სავაზნე კოლოფის ძირზე
დატანილია მარკირება “P. Mod.27”. სერიული ნომრები დატანილია, როგორც მარჯვენა მხრიდან
ჩარჩოზე წინა ნაწილში, ასევე დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის თავსაფარზეც (ხუფზე). პისტოლეტების
დაფარვა ხდებოდა ორნაირად:
· ძალიან
მაღალი ხარისხის პოლირებით, რომელითაც მთლიანად იფარებოდა პისტოლეტი (ძირითადად გვხვდება
პისტოლეტებზე სერიული ნომრებით 21,400-დან 230,000-მდე (სულ წარმოებულ იქნა დაახლოებით
209,000 ცალი ეგზემპლარი)
· ეგზემპლარები,
რომელთა საკეტი იყო პოლირებული, ხოლო ჩარჩო არა. (ძირითადად გვხვდება პისტოლეტებზე
სერიული ნომრებით 230,000-დან 261,000-მდე (სულ წარმოებულ იქნა დაახლოებით 31,000 ცალი ეგზემპლარი). იგი განსხვავდება აგრეთვე სავაზნე კოლოფის ფიქსატორით, რომელსაც არ გააჩნია ქამრის სამაგრი ყულფი და დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის თავსაფრის მოყვანილობით, რომელზეც აღარ ხდებოდა სერიული ნომრის დატანა.
2. ჯგუფი
კოდით fnh, რომელიც Böhmische Waffenfabrik-ის
ჯგუფისგან განსხვავდება იმით, რომ საკეტზე ზევითა მხრიდან აღარ
ხდებოდა წარწერის გაკეთება და დატანილი იყო მხოლოდ პისტოლეტის სერიული ნომერი. მარცხენა
მხრიდან საკეტზე წარწერას წინ დაემატა კოდი „fnh”. შეიცვალა აგრეთვე დამრტყმელ-გამშვები
მექანიზმის თავსაფარის ფორმა. კონსტრუქციიდან გაქრა აღნიშნული თავსაფრის სამაგრი მიკრო ჭანჭიკი, რომელიც ხშირად იკარგებოდა და პრაქტიკულად ართულებდა პისტოლეტის დაშლის პროცესს. პისტოლეტის ტარის ლოყებზე არ ხდებოდა CZ-ს სავაჭრო ნიშნის
დატანა.
fnh კოდით დამზადებული პისტოლეტების
დაფარვაც ხდებოდა ორნაირად: პისტოლეტებზე სერიული ნომრით 261,000-დან 400,000-მდე საკეტი იყო პოლირებული, ხოლო 400,000-დან 476,000-მდე პისტოლეტები მთლიანად იყო ფოსფატირებული. ანალოგიური
იყო პისტოლეტები, რომლებსაც გააჩნდათ მაყუჩის სამაგრიანი ლულები.
ითვლება, რომ fnh ჯგუფის
ეგზემპლარები არის შედარებით უხარისხო და ხშირად ატყვიათ ჩარხების კვალი.
ომის შემდგომი ეგზემპლარები
ომის შემდგომი ეგზემპლარებიც შეიძლება დაიყოს 2 კატეგორიად:
1. მორჩენილი
დეტელაბისგან დამზადდა პისტოლეტები, რომელთა მარკირებაც კვლავ იყო fnh და მაინცდამაინც
არ გამოირჩეოდნენ მაღალი ხარისხით, რადგანაც დეტალები იყო ოკუპაციის დროს დამზადებული.
მათი სერიული ნომრები იყო 476,000-დან 485,000-მდე.
2. როდესაც ამოიწურა მორჩენილი
დეტალების მარაგი, ფაბრიკა CZ-ამ მისი
არმიისათვის და პოლიციისათვის განაახლა პისტოლეტების წარმოება, რომელთა დაფარვაც და
დამზადებაც იყო უმაღლესი ხარისხის. პისტოლეტების მარკირება საკეტის მარცენა მხრიდან
ხდებოდა CZ-ს სავაჭრო ნიშნით. საკეტის
თავზე ზევიდან არ კეთდებოდა არანაირი მარკირება. ჩარჩოზე მარცხენა მხრიდან ცხვირის ნაწილში კეთდებოდა წარწერა MADE IN CZECHOSLOVAKIA და პისტოლეტის გამოშვების წელის ბოლო ორი ციფრის დატენა.
ჩემი კუთვნილი პისტოლეტიც სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება. ვფიქრობ აღნიშნული სტატიით ამოვწურე თემა რომელიც CZ-27 მოდელს ეხება. თუკი ვინმე დაინტერესდებით უფრო დეტალურად პისტოლეტის დამღების შესახებ შემიძლია მოგაწოდოთ დამატებითი ინფრმცაია.
კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს და მივულოცავ დაბადების დღეს პისტოლეტის შემქმნელს ფრანტიშეკ მიშკას, რომლის ქმნილებაც ჩემთვის დღეს ასრულებულ ნატვრას წარმოადგენს.
კადრი მხატვრული ფილმიდან "შინდლერის სია", სადაც გერმანელი ოფიცერი CZ-27-ით ცდილობს ფაბრიკის მუშის დახვრეტას
No comments:
Post a Comment