თუკი გადავხედავთ
სხვადასხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ ცეცხლსასროლ იარაღს დავინახავთ, რომ თანამედროვე
ტექნოლოგიების განვითარება პირდაპირ პროპორციულად აისახება იარაღის განვითარებაზეც.
ბოლო წლების მანძილზე შეიქმნა უამრავი ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთა წარმოების
პროცესში ახალი ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული. დღევანდელ სტატიაში მკითხველის ყურადღება
მინდა შევაჩერო ერთერთ არც თუ ცნობილ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე, რომლის მექანიზმი გარდა
მექანიკურისა, ელექტრონული დეტალებისგანაც
შედგება.
პირველად აღნიშნული
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი 1990 წლის დასაწყისში ბრიტანეთის არმიის სამხედრო ტექნიკის
გამოფენაზე გამოჩნდა და საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო. ამავე წელს ბრიტანეთის სამხედრო
ტექნიკის გამოფენაზე გამოჩენიდან ერთი თვის შემდეგ მისი დემონსტრირება მოხდა აშშ-ს
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) აკადემიაში. შემდეგ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი გააცნეს
აგრეთვე იმ დანაყოფებს, რომელთაც უწევდათ მძევალთა გათავისუფლება, აშშ-ს საზღვაო ქვეითთა
კორპუსის წარმომადგენლებს და სპეციალური ოპერაციების სამმართველოს წარმომადგენლებს.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის
კონსტრუქტორად მოხსენიებულია ჯორჯ ეალოვეჯა (George D. Ealovega), რომელმაც პირველი პროტოტიპი
დაუკვეთა კორპორაცია Rheinlander Instrument Corp-ს. რიგი წყაროების თანახმად საცდელმა
პროტოტიპმა განახორციელა 22 000 გასროლა და
მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი მოდიფიცირება და არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრა.
ამონარიდი აშშ-ში გაცემული პატენტიდან
საცდელ
ვერსიაში გამოყენებულ იქნა მარჯვნივ საკეცი დუგლუგი, რომელიც მსროლელის სურვილისამებრ
იხსნებოდა იარაღიდან. საცდელი მოდელის დემონსტრაცია მოხდა 254მმ სიგრძის ლულით და რეგულირებადი
სადგარი ფეხებით (Bipod).
ახალი იარაღის შემუშავებას მხარი დაუჭირა ინგლისის პოლიციამ და სპეციალურმა
საარმიო ნაწილებმა, რომელთა მიერ მიწოდებული შენიშვნები, იდეები და წინადადებები იარაღის
კონსტრუქტორმა გაითვალისწინა საბოლოო ვარიანტის კონსტრუქციის შექმნისას.
იარაღის სერიული წარმოება დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "Bushman LTD"-მ და სწორედ ამიტომ მას უწოდეს "Bushman
IDW" (Individual Defence Weapon). რამოდენიმე ხნის შემდეგ მისი წარმოება დაიწყო კომპანიამ Parker-Hale, რომელიც მცირედად განსხვავდებოდა Bushman-ისაგან.
IDW" (Individual Defence Weapon). რამოდენიმე ხნის შემდეგ მისი წარმოება დაიწყო კომპანიამ Parker-Hale, რომელიც მცირედად განსხვავდებოდა Bushman-ისაგან.
იმისათვის, რომ შემცირებულიყო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გაბარიტები,
კონსტრუქტორმა უარი განაცხადა ტიბჟირის (ცევიოს) გამოყენებაზე და გადაწყვიტა, რომ
მსროლელი მეორე ხელის მოჭიდებას მოახდენდა იარაღის წინა სახელურზე, რომელშიც
სავაზნე კოლოფი თავსდება.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ავტომატიკა დაფუძნებულია თავისუფალი საკეტის
პრინციპზე. სროლა წარმოებს ღია საკეტით. ლულა და ლულის კოლოფის ხუფი დამზადებულია
ფოლადისაგან, ხოლო თავად ლულის კოლოფში გამოყენებულია ალუმინის შენადნობი. რამდენადაც ცნობილია იარაღის კონსტრუქციაში სულ გამოყენებულია 8 ცალი სხვადასხვა მარკის ფოლადი, რომელიც კონკრეტული დეტალების დატვირთულობის მიხედვით შეირჩა. სხვადასხვა მარკის ფოლადის გამოყენებამ გაზარდა იარაღის პრაქტიკული რესურსი.
საკეტის შეყენება (შემართვა) ხდება სურათზე მოცემული მოძრაობით
იარაღის კონსტრუქცია შესრულებული იყო მოდულურ პრინციპზე.
მისი არასრული დაშლა ხდება წამებში. დაშლისას საჭიროა მოვხსნათ ლულის კოლოფის თავსაფარის
დამჭერი ღერძი და თავსაფარი ავწიოთ (მოვაბრუნოთ) ზევით, შემდგომ იხსნება იარაღის შესამართი
სახელური, საკეტი და ორი ცალი დამაბრუნებელ-საბრძოლო ზამბარა.
იარაღის მთავარ თავისებურებას
წარმოადგენს სროლის ტემპის ელექტრონული რეგულატორი, რომელიც ჯერებით სროლისას
უზრუნველყოფს მაღალ შექუჩებულობას (სიბურჯღლეს). რეგულატორის მუშაობის პრინციპზე ქვემო ვისაუბრებთ. Bushman -არის ერთერთი
პირველი ხელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც წარმატებით იქნა გამოყენებული
ელექტრონული დეტალები.
საცდელ ვერსიაში გამოყენებულ იქნა მარჯვნივ საკეცი
დუგლუგი, რომელიც მსროლელის სურვილისამებრ იხსნებოდა იარაღიდან. საცდელი მოდელის დემონსტრაცია
მოხდა 254მმ სიგრძის ლულით და რეგულირებადი სადგარი ფეხებით.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის შემუშავებისას კონსტრუქტორმა განსაკუთრებული
ყურადღება მიანიჭა მის ერგონომიულ მახასიათებლებს. თუ დავუჯერებთ გამომცდელებს და
იმ მებრძოლებს ვინც პრაქტიკაში გამოიყენა იარაღი, ბალანსირება ძალიან კარგად არის
ჩაფიქრებული და სროლის დროს ლულის ხტომა (ზევით აწევა) მინიმუმამდეა დაყვანილი.
აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტორებით, რომ სიმძიმე მოდის იარაღის ცენტრზე და
საბრძოლო მდგომარეობაში ლულის ღერძი მსროლელის ხელის მტევნის გასწვრივ არის განთავსებული,
ხოლო მეორე ხელი წინა პისტოლეტისებურ სახელურზე (რომელშიც სავაზნე კოლოფია
განლაგებული) იმდაგვარად არის განთავსებული, რომ ცერა თითი ლულის კოლოფის
ზემოდანაა, რაც დამატებით სტაბილიზირებას ანიჭებს სროლისას ლულის უძრავობას.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში სავაზნე კოლოფი
განთავსებულია სასხლეტი კავის დამცავი რგოლის წინ. სავაზნე კოლოფები შეიძლება იყოს 20, 28 და 32 ვაზნიანი. 227გრამიანი საკეტი
გადაადგილებისას გადის 51მმ-ან მონაკვეთს, რაც თავისთავად განაპირობებდა სროლის
მაღალ ტემპს (1400 გასროლას წუთში). აღნიშნულიდან გამომდინარე იარაღის
შემუშავებისას ერთერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ჯერებით სროლისას ტემპის
შემცირება, რაც დამატებითი კონსტუქციის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელი იქნებოდა. პირველი
მახასიათებელი, რომლითაც კონსტრუქტორი დაინტერესდა იყო ის, თუ რა სროლის ტემპი
იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური ჯერებით სროლისას. სხვადასხვა ცდების შედეგად
დადგინდა, რომ იდეალურ ვარიანტს წარმოადგენდა 450 გასროლა წუთში, რომელიც
გასროლებს შორის არსებულ ინტერვალებში იძლეოდა იმის საშუალებას, რომ უკუცემის
შემდეგ მსროლელს მაქსიმალურად მოეთოკა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და მისი ლულა დაებრუნებინა
საწყის სამიზნე ხაზზე. შემდგომი კვლევების შედეგად კონსტრუქტორმა დაადგინა, რომ
ასეთი დაბალი (450გასროლა წუთში) ტემპის მიღწევა მხოლოდ მექანიკური ტემპის
შემამცირებლის გამოყენებით ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ხოლო თუკი მაინც გაკეთდებოდა
მექანიკური შემამცირებელი, იგი ზედმეტად გაართულებდა იარაღის კონსტრუქციას და
გაზრდიდა მის საერთო გაბარიტებს. გაბარიტებთან ერთად გაიზრდებოდა იარაღის საერთო მასაც (წონა). კონსტრუქტორმა მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა
ელექტროძრავიანი ტემპის რეგულატორი, რომლის კვებაც მოხდებოდა პისტოლეტისებურ ტარში
განთავსებული ბატარიის (აკუმულატორის) მეშვეობით. ელექტროძრავა უზრუნველყოფდა
დამრტყმელ-გამშვები მექანიზმის ჩურჩულას (შეპტალოს) გამორთვას წუთში 450 ჯერ.
ტემპის შემამცირებელი ელექტროძრავა თავის მკვებავ ბატარიასთან ერთად მოთავსებული იყო
ჰერმეტულ მოდულში, რომელიც დაცული იყო სხვადასხვა ფაქტორებისგან (წყალი, სიცხე,
ყინვა). აღნიშნული მოდულის შეცვლა არ წარმოადგენდა არანაირ სირთულეს და იგი
განკუთვნილი იყო 30 000 გასროლაზე. მის კორპუსზე დამონტაჟებული იყო შუქდიოდი,
რომელიც იძლეოდა ინფორმაციას მკვებავი ბატარიის (აკუმულატორის) მდგომარეობის შესახებ. ბოლომდე დამუხტულ აკუმულატორს შეუძლია შეასრულოს 400 გასროლაზე მეტი.
ელექტროძრავის შემქმნელების აზრით შესაძლებელი იყო
დამკვეთის სურვილისამებრ დარეგულირებულიყო სროლის ტემპი წუთში 100 დან 1400
გასროლამდე. ელექტროძრავიან ტემპის
შემამცირებელს ჰქონდა კიდევ ერთი უპირატესობა, კერძოდ მისი ტემპი Bushman-ის
შემთხვევაში ყოველთვის შეადგენდა 450
გასროლას წუთში, მიუხედავად სხვადასხვა პარტიის და ნომენკლატურის ვაზნების
გამოყენების შემთხვევაში.
თუ სროლის რეჟიმების გადამრთველი დაყენებულია ავტომატური ჯერებით
სროლაზე და მსროლელი დააწვება სასხლეტ კავს, პირველი გასროლა მოხდება ჩურჩულას
გათავისუფლებით, ხოლო თუ მსროლელი აგრძელებს თითის დაწოლას სასხლეტზე იგი
გადაადგილდება უკან დაახლოებით 6მილიმეტრით და ჩართავს სროლის ტემპის შემამცირებელ
ელექტროძრავას
რის შემდეგადაც ჩურჩულა (შეპტალო) დაიწყებს ჩართვა გამორთვას 450-ჯერ
წუთში სიხშირის შუალედებით, რაც გამოიწვევს პირდაპირ პრპორციულ სროლის ტემპს, ანუ
450 გასროლას წუთში.
თუ მწყობრიდან გამოვიდა ტემპის შემამცირებელი ელექტროძრავა ან
მკვებავი ელემენტი (აკუმულატორი), პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მუშაობს მხოლოდ ერთეული
გასროლების რეჟიმში (ანუ როგორც თვითდამტენი პისტოლეტი). ელექტრონული
ბლოკის გამართულობას მსროლელი აკონტროლებს ლულის კოლოფზე განთავსებული შუქდიოდის
მეშვეობით.
კონკრეტული დავალებისათვის შესაძლოა იარაღის მფლობელს დასჭირდეს მაღალი სროლის ტემპი. აღნიშნული
საჭიროებიდან გამომდინარე მას შეუძლია მექანიკური გამომრთველით გამორთოს ტემპის
შემამცირებელი ელექტროძრავი და ჯერებით სროლისას სროლის ტემპი გახდება 1400
გასროლა წუთში. ძრავის გამომრთველი განთავსებულია პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ტარში
შიგნითა მხრიდან, ამიტომ ამ ოპერაციის განსახორციელებლად მსროლელმა უნდა დაშალოს
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. ჩემი აზრით პრაქტიკაში ნაკლებად გამოიყენებს ვინმე
აღნიშნულ თვისებას, რადგანაც 1400 გასროლა წუთში ძალიან მაღალი სროლის ტემპია და
ფაქტიურად შეუძლებელი იქნება სროლის კონტროლირება. გარდა ამისა სავაზნე კოლოფში
არსებული ვაზნების გახარჯვა იმდენად სწრაფად მოხდება, რომ ყოველგვარ აზრს
მოკლებულია ამგვარ რეჟიმში მისი გამოყენება.
მცველი და უსაფრთხოება
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ Bushman-ს გააჩნია მარჯვნივ განთავსებული
მცველი, რომელიც ამავდროულად ასრულებს სროლის რეჟიმების გადამრთველის ფუნქციას ერთეულ
ან ავტომატური ჯერებით სროლის რეჟიმზე. გადამრთველი არის სლაიდერული ტიპის და მოძრაობს
ვერტიკალურად. მას გააჩნია სამი პოზიცია: 1. სულ ქვემოთა პოზიცია მარკირებით "S"- მცველის
რეჟიმი; 2. შუა პოზიცია მარკირებით "F" - ერთეული გასროლების რეჟიმი; 3. ზედა პოზიცია
მარკირებით "A" -ავტომატური (ჯერებით) სროლის რეჟიმი. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ხშირად
გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ მცველის სვლა (გადაადგილება სროლის რეჟიმებზე) არის
ძალიან მოკლე და მისი გადართვისას აუცილებელია ვიზუალური დაკვირვება, რათა გაკონტროლდეს
თუ რომელ რეჟიმში იმყოფება იგი.
Bushman-ს გააჩნია აგრეთვე მეორე დამატებითი მცველი,
რომელიც არის ავტომატური ტიპის. ავტომატური მცველი განთავსებულია პისტოლეტისებური სახელურის
უკანა ნაწილში და მას მსროლელი ხელის მტევნის დაწოლით თიშავს. შეყენებული (შემართული) საკეტის შემთხვევაში
ავტომატური მცველის ღილაკი ბევრად უფრო გამოშვერილია, ვიდრე დახურული საკეტის
შემთხვევაში.
კონსტრუქციაში გათვალისწინებულია
კიდევ ერთი დეტალი, კერძოდ „საკეტის მცველი“, რომელიც საიმედოდ აკავებს ღია საკეტს
უკიდურეს პოზიციაში, რათა არ მოხდეს მისი შემთხვევითი დაშვება დავარდნისას ან მყარ
ზედაპირზე დაჯახებისას. საკეტის მცველი ავტომატურად ითიშება სასხლეტ კავზე თითის
დაჭერისას. იარაღს გააჩნია კიდევ ერთი დამატებითი უსაფრთხოების სისტემა ეგრედ
წოდებული „სავაზნე კოლოფის ჩამკეტი“, რომელიც სავაზნე კოლოფის პისტოლეტისებურ
სახელურზეა განთავსებული და მისი გააქტიურების შემთხვევაში ხდება ვაზნების
ბლოკირება. (ანუ ამ შემთხვევაში არ მოხდება ვაზნების მიწოდება სავაზნეში).
საცდელი
სროლის შედეგები
საცდცდელი სროლების შედეგად დადგინდა, რომ ერთეული გასროლებით Bushman-ის სიზუსტე და სიბურჯღლე (ტყვიების შეჯგუფება) არ ჩამორჩება თანამედროვე საარმიო პისტოლეტების სიზუსტეს / სიბურჯღლეს, ხოლო ჯერებით სროლისას დაბალი სროლის ტემპის და კარგი ბალანსირების გამო ჯობია ბევრ თანამედროვე მცირე გაბარიტიან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს. ყველაფერთან ერთად მისი მახასიათებლები კიდევ უფრო იზრდება გრძელი ლულის და სადგარი ფეხების ("Bipod") გამოყენების შემთხვევაში.
გამოყენებული ვაზნები
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ძირითადი ვარიანტი დამზადებულ იქნა 9x19 Parabellum (9mm Luger) ვაზნაზე, თუმცა მცირე რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატებისათვის წარმოებულ იქნა 10მმ-ან ვაზნაზე (10mm AUTO) გათვლილი ეგზემპლარებიც. ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამზადდა .41АЕ (Action Express) ვაზნებზე გათვლილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები.
სამიზნე მოწყობილობა
თავდაპირველად ჩარჩოს ზედა ნაწილში დამონტაჟებული იყო უბრალო მექანიკური სამიზნე მოწყობილობა, რომელსაც გააჩნდა მიკრო ხრახნიანი რეგულატორი, ხოლო შემდგომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ზედა ნაწილი აღიჭურვა პიკატინის ტიპის (Picatinny rail) სამაგრით, რომელზეც შესაძლებელია დაყენდეს სხვადასხვა სამიზნე მოწყობილობები მაგალითად: წრიული სამიზნეები Ring Sights, ლაზერული მიზანმაჩვენებელი ან ოპტიკური სამიზნეები. რამდენადაც ცნობილია ბრიტანული სპეც დანიშნულების მებრძოლები პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე ყველაზე ხშირად იყენებენ შვედური კომპანია Aimpoint-ის მიერ წარმოებულ სამიზნეებს.
დამატებითი აქსესუარები
საცდცდელი სროლების შედეგად დადგინდა, რომ ერთეული გასროლებით Bushman-ის სიზუსტე და სიბურჯღლე (ტყვიების შეჯგუფება) არ ჩამორჩება თანამედროვე საარმიო პისტოლეტების სიზუსტეს / სიბურჯღლეს, ხოლო ჯერებით სროლისას დაბალი სროლის ტემპის და კარგი ბალანსირების გამო ჯობია ბევრ თანამედროვე მცირე გაბარიტიან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს. ყველაფერთან ერთად მისი მახასიათებლები კიდევ უფრო იზრდება გრძელი ლულის და სადგარი ფეხების ("Bipod") გამოყენების შემთხვევაში.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გამოცდამ სიბურჯღლეზე
(ტყვიბის შექუჩებულობაზე) აჩვენა შემდეგი სახის შედეგები:
საშტატო 83მმ-ანი ლულის გამოყენების შემთხვევაში 7
მეტრ დისტანციამდე ჯერებით სროლისას გასროლილ იქნა 20 ვაზნა, რომლებიც სტაბილურად
შეჯგუფდა 120მმ დიამეტრის წრეში. გასროლისას გამომცდელი მსროლელები არ იყენებდნენ
დუგლუგს. სპეციალისტების აზრით ასეთი შექუჩებულობა მიუღწეველია სხვა ავტომატური
პისტოლეტებისა და მსგავსი გაბარიტების მქონე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებიდან ჯერებით
სროლისას. საცდელი გასროლებისას აღნიშნული შედეგი ერთნაირად იქნა მიღწეულ
სხვადასხვა მსროლელების მიერ, რაც ხაზს უსვამს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მაღალ
სიზუსტეს. მსროლების აზრით იარაღის ლულა ფაქტიურად უძრავია ჯერებით სროლისას.
იგივე საშტატო 83მმ-ანი ლულით აწარმოეს ჯერებით სროლა 25 მეტრ დისტანციზე,
რომლიდანაც ნასროლი 20ტყვიიდან ყველა მოხვდა ადამიანის წელსზედა ფიგურიან სილუეტს (ტორსს).
254 მმ-ანი ლულის, დუგლუგის და სადგარი ფეხების
გამოყენების შემთხვევაში 25 მეტრ დისტანციაზე 20 ვაზნის ჯერებით გასროლამ აჩვენა
160მმ-ანი ჯგუფები, რომელთა უმეტესობა 15-17ტყვიის სახით 120მმ-ან წრეში იყო
მოხვედრილი. საცდელ სროლებს ანხორციელებდნენ რიგითი მსროლელები და არა
გამორჩეულნი.
ჯარისკაცი შეიარაღებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ Bushman-ით, რომელიც აღჭურვილია 254მმ სიგრძის ლულით.
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ძირითადი ვარიანტი დამზადებულ იქნა 9x19 Parabellum (9mm Luger) ვაზნაზე, თუმცა მცირე რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატებისათვის წარმოებულ იქნა 10მმ-ან ვაზნაზე (10mm AUTO) გათვლილი ეგზემპლარებიც. ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამზადდა .41АЕ (Action Express) ვაზნებზე გათვლილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები.
სამიზნე მოწყობილობა
თავდაპირველად ჩარჩოს ზედა ნაწილში დამონტაჟებული იყო უბრალო მექანიკური სამიზნე მოწყობილობა, რომელსაც გააჩნდა მიკრო ხრახნიანი რეგულატორი, ხოლო შემდგომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ზედა ნაწილი აღიჭურვა პიკატინის ტიპის (Picatinny rail) სამაგრით, რომელზეც შესაძლებელია დაყენდეს სხვადასხვა სამიზნე მოწყობილობები მაგალითად: წრიული სამიზნეები Ring Sights, ლაზერული მიზანმაჩვენებელი ან ოპტიკური სამიზნეები. რამდენადაც ცნობილია ბრიტანული სპეც დანიშნულების მებრძოლები პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე ყველაზე ხშირად იყენებენ შვედური კომპანია Aimpoint-ის მიერ წარმოებულ სამიზნეებს.
დამატებითი აქსესუარები
როგორც უკვე ავღნიშნეთ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის
საშტატო ლულის სიგრძე არის 83მმ და მისი გამოყენების შემთხვევაში სავსებით
დამაკმაყოფილებელ შედეგს მებრძოლი იღებს 30 მეტრამდე სროლისას. გარდა ამისა
შენარჩუნებულია მისი კომპაკტურობაც. საშტატო ლულაზე შესაძლებელია დაყენებულ იქნას
სპეციალური მოწყობილობა უხმო(ჩუმი) და ალისგარეშე სროლისათვის. მწარმოებლის
ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, აღნიშნული მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში
უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება მისი სიზუსტე.
საბრძოლო ოპერაციის საჭიროებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე,
შესაძლებელია პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ლულა შეიცვალოს 152, 254 და 356 მმ სიგრძის
ლულებით, რაც გაზრდის მის საბრძოლო მანძილს.
ფოტუსურათზე გამოსახულია პისტლეტ-ტყვიამფრქვევი "Bushman", რომელიც აღჭურვილია მარჯვნივ საკეცი დუგლუგით. დუგლუგი მაგრდება პისტოლეტისებურ სახელურზე ქვემოთა მხრიდან. დუგლუგის სამხრეს გააჩნია სათადარიგო სავაზნე კოლოფის სამაგრი. სურათზე მოყვანილ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საშტატო 83მმ სიგრძის ლულაზე დამაგრებულია უხმო გასროლისათვის საჭირო მოწყობილობა, ფანარი და შვედური კომპანია Aimpoint-ის მიერ წარმოებული სამიზნე მოწყობილობა "Aimpoint MPS"
მოდიფიკაციები
ვინაიდან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი „Bushman“ არ მიეკუთვნება ჩვეულებრივი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების კატეგორიას და მათი წარმოება 90-ანი წლებიდან დღემდე არ ხდებოდა მასიურად, წლების მანძილზე შეიცვალა მისი დეტალებიც და დღეს იგი შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:
1. პირველი
მოდიფიკაცია - კომპანია Bushman Ltd-ს მიერ
წარმოებული მოდელი Bushman IDW, რომელიც 1990-წელს იქნა პირველად წარმოდგენილი. რიგი წყაროების თანახმად მის გამოშვება მოხდა 5500 ცალი ერთეულის ოდენობით;
2. მეორე მოდიფიკაცია
მარკირებით MKII,
რომელიც წარმოადგენს იგივე პირველ მოდიფიკაციას, მხოლოდ ელექტრონული ტემპის
შემამცირებლის გარეშე. ამ შემთხვევაში ტემპის შემანელებელი არის ჰიდრავლიკური
ტიპის. როგორც
სპეციალისტები ამბობენ ჰიდრავლიკური ტემპის შემანელებელით აღჭურვილი MKII-ის
საიმედოობა ბევრად დაბალია, ვიდრე ელექტრონული ბლოკით აღჭურვილი პირველი
მოდიფიკაციის. არსებობს ინფორმაცია, რომ იგი დაკვეთილ იქნა აშშ-ს შეიარაღებული
ძალების მიერ, რომელთა ხელმძღვანელობაც მოითხოვდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
აღჭურვილი ყოფილიყო ჰიდრავლიკური ტემპის შემამცირებლით. მათი აზრით ელექტრონული
ბლოკი საბრძოლო (საველე) პირობებში ბევრად უფრო კაპრიზული იქნებოდა და გამოიწვევდა
შეფერხებებს, თუმცა ამ სტეროტიპულმა ხედვამ მათ საპირისპიროდ იმუშავა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჰიდრავლიკური ტემპის შემამცირებლის წარმოება
გაცილებით ძვირია, ვიდრე ელექტრონული ტემპის შემამცირებელი.
3. ბრიტანული კომპანია Parker-Hale-ის მიერ
წარმოებული მოდელი Parker-Hale PDW (Personal Defense Weapon – -პერსონალური თავდაცვითი იარაღი), რომელიც განსხვავდება Bushman Ltd-ს მიერ
წარმოებული მოდელისგან ვიზუალურად. ავტომატური მცველის ღილაკი გადატანილია
პისტოლეტისებური სახელურის წინა მხარეს, სასხლეტი კავის ქვემოთ. მისი საკეცი დუგლუგი იკეცება მარცხენა მხარეს და ტელესკოპური ღერძის მეშვეობით შესაძლებელია მისი სიგრძის რეგულირება.
4. Parker-Hale PDW-ს გამარტივებული ვარიანტი. მისი დემონსტრირება
ბრიტანულმა კომპანია Parker-Hale-მა
მოახდინა 1999 წელს გამოფენა COPEX-99-ზე. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს მიენიჭა სახელწოდება Parker-Hale PWS (Personal
Weapon System)(პერსონალური შეიარაღების სისტემა). მას არ
გააჩნია "სავაზნე კოლოფის ჩამკეტი" და არ აქვს ერთეულ გასროლაზე გადამრთველი, თუმცა
მისი სროლის ტემპი შემცირებულია წუთში 400 გასროლამდე და მსროლელს შეუძლია სასხლეტ
კავზე წყვეტილი დაჭერით მოახდინოს ერთეული გასროლები. აღნიშნულ მოდელზე გამოითქვა
აზრი, რომ ხშირად მოკლე დაჭერა იწვევს 2 ტყვიის გასროლას, მაგრამ იარაღის
სიზუსტიდან გამომდინარე აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენს რაიმე რთულ პრობლემას,
რადგანაც ორივე ტყვია შექუჩებულად ხვდება მიზანს და ეს ყველაფერი ზრდის მის
საცეცხლე ეფექტურობას.
Bushman და Parker-Hale PDW -დიდი რაოდენობით არ გამოიყენება,
თუმცა დღეისათვის ცნობილია, რომ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს იყენებს დიდი ბრიტანეთის სპეც ოპერაციების შეიარაღებული ძალების
დანაყოფები, SWAT და იგი მცირე რაოდენობით აქვს პოლიციის დანაყოფებსაც.
სპეც დანაყოფის წევრი შეიარაღებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ Parker-Hale PDW-თი
No comments:
Post a Comment