1950-ანი წლების დასაწყისში იგორ
იაკოვის (იაკობი) ძე სტეჩკინმა, ქარხნულ წარმოებაში ჩაუშვა მისი ცნობილი პისტოლეტი АПС, რის შემდეგაც 1953 წელს
მის
ბაზაზე შექმნა პისტოლეტის ვერსია კონუსური ლულით სპეციალურ ვაზნაზე. ვაზნა შემუშავებულ
იქნა თავად სტეჩკინის მიერ და მასში გამოიყენებოდა დენთის აირების გადაკეტვის სისტემა.
კონსტრუქტორმა ვაზნას უწოდა СП-1 (Специальный Патрон 1). სწორედ აღნიშნული ვაზნით დაიწყო მთელი რიგი СП სერიის ვაზნების შემუშავება. ვაზნა შედგებოდა თითბერის (ლატუნი)
მასრისაგან, რომელიც მაკაროვის ვაზნის (9х18
ПМ)
მასრას წარმოადგენდა, ხოლო ტყვია შექმნილი იყო 7,62х25
ТТ-ს ტყვიის სამზადის გარსისაგან, რომელსაც გააჩნდა სპეციალური ბორტი, ტყვიის გულარა კონუსისებური უკანა ნაწილით და დურალუმინისაგან
დამზადებული კონუსისებურივე ქვეშაგი (ე.წ Поддон). ტყვიის დიამეტრი იყო 9,27მმ, რომლის გარსიც შედგებოდა
ბიმეტალისაგან.
გასროლისას ტყვია გაივლიდა კონუსისებურ ლულას, და იწურებოდა 7,62მმ-დე. ვაზნის კონსტრუქციაში შედიოდა აგრეთვე კონუსისებური ობტურატორი, რომელიც ტყვიისა და დენთს შორის იყო მოთავსებული, ხოლო გასროლის შემდეგ ჩერდებოდა პისტოლეტის სავაზნის ტუჩთან ტუჩთან, რაც უზრუნველყოფდა დენთის აირების გადაკეტვას.
მომდევნო გასროლის შემდეგ ტყვია წამოეცმევოდა ობტურატორს და ლულიდან გამოაგდებდა (გამოიყოლებდა) მის ადგილს კი ახალი ობტურატორი დაიკავებდა.
ვაზნის შემუშავება ხდებოდა ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიუროს ЦКБ-14 (Центральное Конструкторское Бюро-14) მიერ. ამავე ბიურომ წარმოადგინა აგრეთვე პისტოლეტის მაკეტი. პროექტში შედიოდნენ აგრეთვე НИИ-61-ის (Научно-Исследовательский Институт-61) თანამშრომლები, სწორედ აღნიშნული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიდან დაინიშნა სამეცნიერო ხელმძღვანელი ნ.მ. ელიზაროვი (Елизаров Н.М.) და აღმასრულებელი პასუხისმგებელი ი.ს. გუბელი (Губель И.С.). ცნობისთვის დღეს ამ სამეცნიერო-კვ;ევით ბიუროს ეწოდება ЦНИИТОЧМАШ.
თავდაპირველად ЦКБ-14-ს მიერ წარმოდგენილ ტყვიას გააჩნდა 4 ღარი, რათა უკეთ მომხდარიყო მისი ობტურაცია ლულის კონუსში. შემფგომ ტყვიის დამუშავებისას НИИ-61-ის თანამშრომლები წააწყდნენ პრობლემას. ტყვიის გარსი ღარების ადგილას იყო ძალიან თხელი, რაც იწვევდა გარსის დაზიანებას. სწორედ ამიტომ ღარებზე უარი თქვეს და გაგრძელდა მუშაობა სტანდარტული გარსით დაფარულ ტყვიებზე.
1953 წლის მიწურულს, ცდებისათვის დამზადდა საცდელი პარტია 1000 ცალი СП-1 ვაზნის სახით. ვაზნები ძალზედ მგრძნობიარენი აღმოჩდნენ დენთის მუხტის მცირედი ცვლილებების მიმართ. მუხტის ოდნავი შემცირება იწვევდა ტყვიის გაჭედვას ლულაში, ხოლო მუხტის მცირედი მატების შემთხვევაში გასროლის ხმა აღარ გამოდიოდა ჩუმი, რადგანაც ოპტურატორი ტყვიასთან ერთად ტოვებდა ლულას. ტყვიის სიზუსტე 15 მეტრამდე სროლისას იყო ბევრად ცუდი ვიდრე გაწერილი იყო მოთხოვნების დოკუმენტში. ამბობენ გასროლის დროს მისი ხმა ჰგავდა ტოტის გატეხვის ხმს, ხოლო ლულიდან არ გამოდიოდა არც ნაპერწკლები და არც ალი. საცდელი სროლებისას ვაზნების მასრების 20 პროცენტზე აღოჩენილი იქნა ბზარები, რომელიც მასრის შუაში გაზდევდა სიგრძეზე. ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 141მ/წამს. გამომცდელების აზრით უნდა შემუშავებულიყო ახალი ვაზნები, რომელთა ტყვიის დიამეტრი იქნებოდა 6,35–7მმ. 1954 წელს სტეჩკინმა წარმოადგინა ახალი ექპერიმენტალური უხმო ვაზნა სახელწოდებით СП-2, რის შედეგადაც СП-1-ზე ცდების ჩატარება საბოლოოდ შეწყდა.

იგორ იაკოვის (იაკობი) ძე სტეჩკინი

მარცხნიდან მარჯვნივ: მაკაროვის
ვაზნა 9х18 ПМ, ვაზნა СП-1 და მისი გასროლილი ტყვია.
No comments:
Post a Comment