.22 WCF

ვაზნა .22 Winchester Center Fire (.22 WCF) ცნობილია ასევე შემდეგი აღნიშვნით: .22 Win CF / .22 Vierling / 5.6x35 R Vierling 1890-1910 / .22 Winchester Center Fire / .22 WCF Single Shot / 5.5x35 Vierling / 5.6 Vierling / DWM 539 / GR 803 / SAA 0505 / XCR 06 035 BBC 020.

.22 Winchester Center Fire ითვლება ერთერთ უძველეს ვაზნათ. იგი შემუშავებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია Winchester-ის მიერ 1885 წელს და განკუთვნილი იყო ერთმუხტიანი შაშხანისთვის Winchester Model 1885. 1904 წელს ამ ვაზნაზე შაშხანის წარმოება დაიწყო ასევე კომპანია Remington-მა.

ზემოთ ერთმუხტიანი შაშხანა Winchester Model 1885
ქვემოთ კომპანია Remington-ის ერთმუხტიანი შაშხანა ორი ლულით. ერთი ლულა გათვლილია .22 WCF ტიპის ვაზნაზე, ხოლო მეორე ლულის კალიბრი გახლავთ .32-40 

თავდაპირველად ვაზნა .22 WCF დამუხტული იყო კვამლიანი დენთით, შემდგომ მისი დამუხტვა ხდებოდა უკვამლო დენთით ისე, რომ შენარჩუნებულიყო პირვანდელი ბალისტიკური მახასიათებლები. რანტიან მასრას ჰქონდა მსუბუქად გამოყვანილი ბოთლისებური ფორმა და იყენებდა მცირე ზომის კაფსულ მაალებელს (ე.წ. Small Rifle). ტყვიის რეალური კალიბრი შეადგენდა 5.76-5,79მმ-ს. მასრის სიგრძე 35,31 მმ ხოლო მთლიანი ვაზნის სიგრძე 40,90მმ.

ვაზნაში გამოიყენებოდა ტყვია გარსის გარეშე, რომელიც იწონიდა 2,9 გრამს. დენთის მუხტის წონა შეადგენდა 0,23-0,39 გრამს. რაც შეეხება ტყვიის საწყის სიჩქარეს, ლულიდან გამოსვლისას სიჩქარე შეადგენდა 458-490 მ/წამს, ხოლო ენერგია 307-370 ჯოულს.

.22 WCF ძირითადად გამოიყენებოდა მიზანში სროლისთვის, მცირე ზომის ცხოველებზე სანადიროთ, ასევე ვარმინტინგისთვის და უბრალოდ მღრღნელების/მავნებლების გასანადგურებლად სხვადასხვა მეურნეობებში. კომპანია Winchester ვაზნას .22 WCF არეკლამებდა როგორც 200 იარდზე (182 მეტრი) სასროლად განკუთვნილ ვაზნას, თუმცა რეალურ პრაქტიკაში ზუსტი სროლა შესაძლებელი იყო 100-120 იარდზე.

.22 WCF ტიპის ვაზნის წარმოება აშშ-ში შეწყდა 1936 წელს. წარმოების შეწყვეტის მიზეზი გახლდათ ბაზარზე ახალი ვაზნის გამოჩენა, რომელიც ბალისტიკური მახასიათებლებით უკეთეს შედეგს აჩვენებდა ვიდრე .22 WCF და გემეტრიულად/მეტრიკულად თითქმის მისი ანალოგიური იყო. ეს ვაზნა გახლდათ .22 Hornet.

ზემოთ .22 WCF, ხოლო ქვემოთ  .22 Hornet

No comments:

Post a Comment