ვაზნა
6x47 SM Swiss Match (ცნობილია ასვე აღნიშვნით 6x47 Swiss Match by SM AG / 6x47
SM / XCR 06 047 BGC 007) შემუშავებულ იქნა შვეიცარიული კომპანიის Swiss
Ammunition Enterprise Corp-ის მიერ 1999 წელს. სახელოწედებაში არსებული სიტყვა "Match" გვეუბნება, რომ ვაზნის დანიშნულება არის ასპარეზობა და სპორტული სროლა.
ვაზნის
შემუშავებისას მასრის საფუძვლად აღებულ იქნა ვაზნა 6mm BR Norma. შემქმნელებმა დააგრძელეს
მისი მასრა 47მმ-მდე, რისი მეშვებითაც შესაძლებელი გახდა მასრაში უფრო მეტი დენთის
მუხტის მოთავსება.
6x47mm
SM Swiss Match-ის მასრა არის ბოთლისებური ფორმის, იყენებს დიდი ზომის კაფსულ-მაალებელს
(ე.წ. Large Rifle). ძირითადად იწარმოება А-Мах ტიპის ტყვით დამუხტული ვაზნები, რომელსაც ცხვირზე მოწითალო ფერის ბალისტიკური
თავაკი აქვს. ასევე არსებობს მთლიანად გარსიანი FMJ ტყვიით დამუხტული ვარიანტებიც. ტყვიის
მასა (წონა) სტანდარტულად შეადგენს 6,8 გრამს. 650მმ სიგრძის ლულიდან სროლისას ასეთი ტყვიის საწყისი სიჩაქრე
არის 860მ/წამი, ხოლო ენერგია ლულიდან გამოსვლისას 2515 ჯოული.
No comments:
Post a Comment