Colt Shooting Master ორიგინალური კოლოფით და კომპლეკტაციაში არსებული აქსესუარებით
გასულის
საუკინის პირველ ნახევარში ამერიკული კომპანია Colt ცდილობდა გამოეშვა საასპარეზო პისტოლეტები და რევოლვერები, რასაც
მოჰყვა რამოდენიმე მოდელის
შემუშავება, თუმცა ამ მოდელბში განსაკუთრებული აღმოჩნდა 1931 წლის აგვისტოს წარმოდგენილი რევოლვერი სახელწოდებით “Shooting Master”. ამ
რევოლვერის გამოჩენის მომენტში იგი ითვლებოდა ყველაზე მაღალი კლასის და ამავდროულად
ძვირადღირებულ პროდუქტად კოლტის ასორტიმენტში.
Colt
“Shooting Master“-ის შემუშავება მოხდა მოწვეული კონსულტანტების დახმარებით, რომლებიც
უშუალოდ იყვნენ დაკავებული სპორტული სროლით. სწორედ აღნიშნულ კონსულტანტებთან და სპორტსმენებთან
მჭიდრო მუშაობის შედეგად დაპროექტდა საასპარეზო რევოლვერი Colt „Shooting Master“,
რომლის საფუძვლადაც აღებულ იქნა სამსახურეობრივი რევოლვერი Colt New Service.
გარდა რევოლვერისა „Shooting Master“ კომპანია კოლტმა ზუსტად მაგ პერიოდში ასევე წარმოადგინა მცირეკალიბრიან ვაზნაზე გათვლილი საასპარეზო თვითდამტენი პისტოლეტი Colt ACE, რომელიც იყენებდა М1911 ტიპის საარმიო პისტოლეტის ჩარჩოს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით Colt-მა საიარაღო თემატიკის ჟურნალ „American Rifleman“-ში სარეკლამო ბლოკიც კი ჩასვა.
ვინაიდან
მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი და სოციალური ქსელები, იარაღის მწარმოებელი კომპანიები
ხშირად სარეკლამო არხის სახით პოპულარულ ჟურნალებს ირჩევდნენ. თუმცა მთავარ რეკლამად
Colt Shooting Master-ის შემთხვევაში იქცა ის ფაქტი, რომ სპორტსმენები ამ რევოლვერით
ასპარეზობის დროს მოწინავე ადგილებს იკავებდნენ.
ამას გარდა Colt Shooting Master-ის ერთგვარი „ოფიციალური სახე“ გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო-სასაზღვრო სამსახურის ოფიცერი ჩარლზ ასკინს უმცროსი (Charles Askins, Jr.), რომელიც გახლდათ რამოდენიმე შეჯიბრის გამარჯვებული და საიარაღო თემატიკის შესახებ დაწერილი წიგნის, ასევე მოკლელულიანი იარაღიდან სროლის შესახებ დაწერილი არაერთი სტატის ავტორი.
Colt
Shooting Master იყენებდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს. მსროლელს
შეეძლო ცეცხლის წარმოება როგორც ორმაგი მოქმედებით (თვითშეყენებით), ასევე ერთმაგი
მოქმედებით (ჩახმახის წინასწარ ხელით შეყენებით). ყველა რევოლვერი იწყობოდა ხელით ერთი
ოსტატის მიერ. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალების მორგებაც ხდებოდა ხელით, რაც
საკმაოდ შრომატევად პროცესს წარმოადგენდა. სწოერად ამიტომ რევოლვერის წარმოება არ ხდდებოდა
სერიულად. იგი მხოლოდ ცალობით მზადდებოდა. სტანდარტულად Colt Shooting Master იყენებდა
6 ინჩის (152მმ) სიგრძის ლულას, რომელშიც ჭრილების ფორმირება ხდებოდა განსაკუთრებული
სიზუსტით.
ზემოაღნიშნულმა
ფაქტორება განაპირობა ის რომ რევოლვეროს ღირებულება შეადგენდა 52,50$. შედარებისთვის
სტანდარტული სამსახურეობრივი რევოლვერი Colt New Service მაგ პერიოდში ჯდებოდა 16,75$.
იმისათვის
რომ მზიან ამინდში სროლისას რევოლვერის პრიალა ზედაპირს არ მოეხდინა ბლიკირება და არ
გამოეწვია მსროლელისთვის დისკომფორტი, რევოლვერის ჩარჩოს უკანა ზედა ნაწილი და სამიზნე
თამასა ნაცვლად ოქსიდირებისა (რასაც ოკუპანტების ენაზე ვარანენიეს ვეძახით), იყო გაშავებული
ფოსფატირების გამოყენებით. ფოსფატირება ოქსიდირებისგან განსხვავებით არ პრიალებდა და ფოლადს აძლევდა უფრო ხავოიან სტრუქტურას.
თავდაპირველად
რევოლვერი Colt Shooting Master სტანდარტულად მზადდებოდა მხოლოდ .38 Special ტიპის
ვაზნაზე, თუმცა სპეც შეკვეთის საფუძველზე მზადდებოდა ასევე .45 АСР ტიპის ვაზნაზეც.
ამას გარდა ერთი ცალი პროტოტიპის სახით დამზადდა წრიული აალების მცირეკალიბრიან .22
LR ტიპის ვაზნაზე გათვლილი რევოლვერი. შემდგომ როდესაც კომპანია კოლტმა შეამჩინია რომ
რევოლვერს გარდა სპორტსმენებისა სხვა მომხმარებლებიც ყიდულობდნენ, ასორტიმენტში გაჩნდა
.44 Special და .45 Colt ტიპის ვაზნაზე გათვლილი ვარიანტებიც. გარკვეული წყაროების
თანახმად ყველაზე ბევრი რევოლვერის დამზადება განხორციელდა .38 Special ტიპის ვაზნაზე
(დაახლოებით 2500 ცალი), .45 АСР ტიპის ვაზნაზე დამზადდა დაახლოებით 240-250 ცალამდე,
ხოლო .44 Special ტიპის ვაზნაზე გათვლილი რევოლვერების რაოდენობა გარკვეული წყაროების
თანახმად დაახლოებით 100 ცალზე ნაკლებს შეადგენს.
რევოლვერის
Colt Shooting Master დამზადება შეწყვეტილ იქნა 1940-ანი წლების შუა პერიოდში. გარკვეული
წყაროების თანახმად იგი ბოლოს კომპანია კოლტის 1943 წლის კატალოგში დაფიქსირდა სადაც
წარწერის სახით იყო გაკეთებული "PRODUCTION LIMITED DUE TO DEFENCE WORK" „წარმოება შეზღუდულია თავდაცვითი სამუშაოების გამო“. ვინაიდან
1943 წელს მძვინვარებდა მეორე მსოფლიო ომი, კომპანია კოლტი მთლიანად გადაერთო ამერიკის
შეერთებული შტატების თავდაცვის სამთავრობო შეკვეთებზე. მეორე მსოფლიო ომის დასრულების
შემდეგ კი კოლტის პრემიუმ რევოლვერის ნიშა რომელიც მანამდე ეკავა Colt Shooting Master-ს,
დაიკავა ლეგენდარულმა Colt Python-მა.







No comments:
Post a Comment