ფინური პისტოლეტი M/44

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფინეთის არმიის ძირითად სასშტატო პისტოლეტს წარმოადგენდა ლეგენდარული Lahti 35 (L-35), რომელიც გარკვეულწილად გამოირჩეოდა რთული კონსტრუქციით და წარმოების სიძვირით. მის დამზადებას ესაჭიროებოდა როგორც დიდი მატერიალური, ასევე დროითი რესურსი. შესაბამისად პისტოლეტის წარმოება მიმდინარეობდა ნელი ტემპით და ვერ ხდებოდა მოთხოვნის დროული და სრული დაკმაყოფილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფინეთის არმიის სამეთაურო შემადგენლობა მუდმივად განიცდიდა თვითდამტენი პისტოლეტების დეფიციტს.

რაც უფრო დიდ მასშტაბებს იღებდა მეორე მსოფლიო ომი, მით უფრო მეტად მძაფრდებოდა შედერაბით იაფიანი და წარმოებისათვის მარტივი თვითდამტენი პისტოლეტის შემუშავების საჭიროება. 1943 წლის თებერვალში ფინეთის არმიის საარტილერიო შეიარაღების სამმართველოს ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა რაატიკაინენმა დავალებით მიმართა საკმაოდ მდიდარი გამოცდილების მქონე ფინელ იარაღის ექსპერტს ბრიგერ ლინკომიესს (Birger Linkomies), რომელიც უხელმძღვანელებდა ახალი თვითდამტენი პისტოლეტის შექმნას. ბრიგერ ლინკომიესის მიერ 1943 წლის მარტში მომზადდა პირველადი პროტოტიპის ნახაზები. პისტოლეტს მიენიჭა სამუშაო სახელოწდება M/43.

M/43 გათვლილი იყო 9x19mm Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნაზე და მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. იმისათვის, რომ იარაღის ავტომატიკის  ფუნქციონირება ყოფილიყო საიმედო, პისტოლეტში გამოყენბულ იქნა მასიური ფოლადის საკეტი და სპეციალური უკუცემის ბუფერი, რომელიც ლულის ქვემოთ იყო მოთავსებული. საკეტი უკუსვლისას უკიდურესი წერტილის მიღწევისას ეჯახებოდა აღნიშნულ ბუფერს, რითაც ხდებოდა პისტოლეტის ჩარჩოზე საკეტის დაჯახების  ერთგვარი შემსუბუქება.

პისტოლეტის ჩარჩო შედგებოდა ფოლადის ფურცლისგან დაბეჭდილი 2 ცალი ნაწილისგან, რომელიც შედუღების მეშვებით იყო ერთმანეთზე გადაბმული. პისტოლეტის ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სახლეტი მექნიზმი შესრულებული იყო მთლიანად მოხსნადი მოდულური ბლოკის სახით და გარკვეულიწილად წააგავდა საბჭოთა ТТ-33-ის მექანიზმს.

1943 წლის გაზაფხულს დაიგეგმა, რომ დამზადებულიყო პისტოლეტების პირველი პარტია, თუმცა ვერ მოხერხდა მათი დამზადება. 1943 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფო იარაღის ქარხანამ VKT (Valtion Kivääritehdas) ფინეთის არმიის საარტილერიო შეიარღების სამმართველოს მიწოდა პირველადი სახის განფასება (ე.წ. კალკულაცია), რომლის თანახმად  5000 ცალი ერთეული პისტოლეტის დამზადების შემთხვევაში 1 ცალი ერთეულის ღირებულობა იქნებოდა 900 მარკა. 10 000 ცალის შემთხვევაში 750 მარკა, ხოლო 20 000 ერთეულის დამზადების შემთხვევაში ღირებულება შეადგენდა 675 მარკას. აღნიშნულ განფასებაში არ შედიოდა სათადარიგო ნაწილები. მოგვიანებით სახელმწიფო იარაღის ქარხანამ (VKT) წარმოადგინა ახალი და მეტად სრულყოფილი განფასება, რომელშიც შედიოდა ყველა პისტოლეტისთვის სათადარიგო ნაწილები, დამატებითი მჭიდი და საწმენდი ზუმბა. ახალი განფასება მიუხედავად სათადარიგო დეტალებისა, გამოიყურებოდა უფრო ოპტიმისტურად: 5000 ცალი პისტოლეტის რირებულება შეადგენდა 770 მარკას, ხოლო 14 000 ცალი პისტოლეტის დამზადების შემთხვევაში 1 ცალი პისტოლეტის ღირებულება იყო 640 მარკა.

საარტილერიო შიერაღების სამმართველო ფიქრობდა, რომ დამზადებულიყო 5000 ცალი პისტოლეტი, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს საწარმოო ხაზის გამართვამდე მომხადრიყო პროტოტიპის მცირე სერიული წარმოება, რომლის გამოცდის შემდეგაც უკვე გადაწყვიტავდნენ პისტოლეტის სერიულ წარმოებაში ჩაშვებას და  შემდგომი სამუშაოების გააგრძელებას. 1944 წლის 2 მარტს განხორციელდა დაკვეთა საცდელ პარტიაზე, რომელიც მოიცავდა საგამოცდო სახით 10-20 ცალ პისტოლეტის დამზადებას.  

იარაღის სახელმწიფო ქარხანას VKT (Valtion Kivääritehdas) გარდა საგამოცდო პისტოლეტების დამზადებისა, დაევალა პისტოლეტის გაუმჯობესება და მის კონსტრუქციაში გარკვეული ცვლილებების შეტანა. საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაობის ფარგლებში იარაღის სახელმწიფო ქარხანამ М/43-ის კონსტრუქციაში შეიატანა მცირედი ცვლილებები.  

პროტოტიპი M/44 სერიული ნომრით 002

ცვლილებების შედეგად პისტოლეტს მიენიჭა ახალი სამუშაო სახელწოდება M/44. 1944 წლის სექტემბერში ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის მოხდა შეთანხმება, რითაც დასრულდა საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ომი. შესაბამისად ახალი პისტოლეტის წარმოება აღარ ითვლებოდა პრიორიტეტად და ფინელებიც დაფიქრდნენ იმაზე, რომ შეეწყვიტათ შემდგომი სამუშაოები. მიუხედავად ამისა უკვე დაწყებული იყო პისტოლეტების საცდელი პარტის დამზადება, რომელიც დასრულდა 1944 წლის ოქტომბერში. სულ დამზადდა 25 ცალი პისტოლეტი M/44. მათი ნუმერაცია იწყებოდა 001 დან და მთავრდებოდა 0025-ით. გარკვეული წყაროების თანახმად საბჭოთა კავშირის კომისიამ ზუსტად ამ დროს მოინახულა ფინეთის იარაღის სახელმწიოფ ქარხანა და აღმოაჩინა, რომ ფინელები მუშაობდნენ ახალ პისტოლეტზე. შეაბამისად საბჭოთა კავშირის მხრიდან წამოვიდა უკმაყოფილება, რომ ფინელები არღვევდნენ შეთანხმებას და არ აწვდიდნენ ინფორმაციას სამხედრო მრეწველობის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღრიცხული. საბოლოოდ უკმაყოფილება უკმაყოფილებდ დარჩა, ხოლო ფინელებმა სამუდამოდ შეაჩერეს სამუშაოები, რომელიც ეხებოდა პისტოლეტს M/44. რაც შეეხება უკვე დამზადებულ ეგზემპლარებს, 25-ვე ერთეული აყვანილ იქნა ფინეთის შეიარაღებული ძალების ბალანსზე და დაექვემდებარა დასაწყობებას.

არასრულად დაშლილი პისტოლეტი M/44. ფოტოზე ნათლად ჩანს უკუცემის ბუფერი და მოდულური ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი

რამდენადაც ცნობილია პისტოლეტი M/44 გამოირჩეოდა საკმაოდ მაღალი უკუცემით და დეტალების დაბალი სიცოცხლისუნარიანობით, რაც გამოწვეული იყო მასში გამოყენებული 9x19 Parabellum (9mm Luger) ტიპის ვაზნით. ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი თავისუფალი საკეტის პრინციპით აგებულ პისტოლეტებში 9x19 კალიბრის ვაზნის გამოყენება თითქმის ყოველთვის ასეთი შედეგით სრულდება (თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე გამონაკლისს).

ცნობილია, რომ საცდელი პარტიის სახით დამზადებული პისტოლეტები M/44 1968 წლამდე წარმოადგენდა ფინეთის შეიარაღებული ძალების საკუთრებას. ხოლო 1968 წელს პისტოლეტების გარკვეული ნაწილი გადაეცათ ფინეთის მუზეუმებს, გარკვეული ნაწილი იყიდეს შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა, ხოლო ნაწილი მოხვდა კერძო კოლექციონერების ხელში. ბუნებრივია ასეთი იარაღი ყოველთვის გამოირჩევა მაღალი საკოლექციო ღირებულებით და კოლექციონერების მხრიდან დიდი ინტერესით. მაგალითისთვის რამოდენიმე წლის წინ ერთერთი პისტოლეტი სერიული ნომრით 0023, რომელიც იყო თითქმის იდეალურ მდგომარეობაში გაყიდულ იქნა აუქციონზე, სადაც  მისი საორიენტაციო ფასი შეადგენდა 12,500- 20,000 აშშ დოლარს. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი ჩაქუჩმა საბოლოოდ  14 950 აშშ დოლარზე დაარტყა.


No comments:

Post a Comment