პირველი
მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანიაში, კერძოდ მელისში (Mehlis) სანადირო
თოფების მწარმოებელმა გოთჰილფ ნორდჰეიმმა (Gotthilf Von Nordheim) დაიწყო თვითდამტინი პისტოლეტის წარმოება, რომელიც მუშაობდა
თავისუფალი საკეტის პრინციპით და გათვლილი იყო ბრაუნინგის 7,65მმ-ან ვაზნაზე (იგივე
.32 ACP). პისტოლეტის კონსტრუქცია გარკვეულწილად ჰგავდა ბრაუნინგის 1910 წლის მოდელს
(FN
Browning M1910).
დამაბრუნებელი
ზამბარა ჩამოცმული იყო ლულის გარშემო, ხოლო საკეტს წინა ნაწილში შესრულებული ჰქონდა
ქანჩის მსგავსი დამჭერი ცილინდრი. აღნიშნული ცილინდრი იკავებდა დამაბრუნებელ ზამბარას და
ასევე მისი მოხსნით ხდებოდა პისტოლეტის დაშლა. გარკვეულ წყაროებს თუ დავუჯერებთ პისტოლეტი
Nordheim მცირე პარტიებად იწარმოებოდა 1920-ან წლების შუა პერიოდამდე.
სახელურში
მჭიდის დაფიქსირება ხდებოდა სახელურის ქვემოდან შესრულებული ფიქსატორით. დროშისებური
მცველი განთავსებული იყო პისტოლეტის ჩარჩოს უკანა ნაწილში მარცხენა მხარეს. წინა და
უკანე სამიზნე მოწყობილობა წარმოადგენდა საკეტზე შესრულებულ შვერილებს. საკეტის მარცხენა
მხარეს დატანილი იყო წარწერა „DEUTSCHE SELBSTLADEPISTOLE/CAL. 7,65. D.R.P.
ANG." ასევე გარკვეულ პისტოლეტებზე გვხვდება წარწერა „DEUTSCHE
SELBSTLADEPISTOLE/CAL. 7,65. ZUM PATENT ANGEM". პისტოლეტის
სახელურის ლოყაზე დატანილი იყო Gotthilf Von Nordheim-ის ინიციალებისგან (GvN) შემდგარი
სტილიზებული ლოგო.
No comments:
Post a Comment