ესპანური "Mondial" და "Warwinck"

ესპანური კომპანია “Gaspar Arizaga” არასოდეს გამოირჩეოდა მაღალი ცნობადობით, და განსხვავებული/ორიგინალური კონსტრუქციის მქონე პისტოლეტების წარმოებით, მაგრამ იგი აწარმოებდა საკმაოდ გამძლე და საიმედო პისტოლეტებს. სწორედ ამ კომპანიას ორ მსგავს პისტოლეტებზე ვისაუბრებთ ამ მინი სტატიაში.

ისევე როგორც სხვა ესპანური მწარმოებლების შემთხვევაში, “Gaspar Arizaga”-ს მიერ წარმოებულ პროდუქციაშიც გხვდება ტრადიციული „Browning M1906“ -ის იდენტური პისტოლტები, რომელიც არაფრით გამოირჩევა მისი თანამოძმეებისგან. „დიახ თანამოძმეებსგან“, იმიტომ რომ ესპანეთი ცნობილია ამგვარი კლონების წარმოებით და როგორც წესი ასეთ პისტოლეტებს მოიხსენიებენ ეიბარის (Eibar) ტიპის პისტოლტებად, რადგან სწორედ ესპანეთის ამ მუნიციპალიტეტში მასიურად მზადდებოდა ხვადასხვა მწარმოებლების მიერ. თუმცა “Gaspar Arizaga”-ს ნაწარმში იყო ასევე პისტოლეტი სახლწოდებთ „Mondial”, რომელიც გამოირჩეოდა სხვა ეიბარის ტიპისი პისტოლეტებისგან არასტანდარტული ვიზუალით და გარკვეულ წილად წააგავდა ამერიკული კომპანია „Savage” -ის პისტლეტებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსება “Savaege”-ის პისტოლეტებთან  იყო მხოლოდ ვიზუალური სახის და არა კონსტრუქციული. 

“Gaspar Arizaga”-ს მიერ წარმოებული პისტოლეტი სახლწოდებთ „Mondial”. კალიბრი 6,35mm Browning

პისტოლეტი „Mondial” გათვლილი იყო ბრაუნინგის 6,35 მმ-ან ვზნაზე (.25ACP) და მუშაობდა თავისუფალი საკეტის პრინციპით. იარაღის ტარში მჭიდის დაფიქსირება ხდებოდა ტარის ქვემოდან განლაგებული ფიქსატორით. პისტოლეტის ჩარჩოზე მარცხენივ განთავსებული იყო დროშისებური მცველი. სხვადასხვა წყაროში გვხვდება ინფორმაცია, რომ პისტოლეტი ირაწმოებოდა ორი განსხვავებული სახით.  Model 1, რომელსაც ჰქონდა ერთდროულად სამი მცველი: 1. დროშისებური; 2. ავტომატური მცველი, რომელიც პისტოლეტის ტარზე უკნიდან იყო განთავსებული და მსროლელი ხელის მტევნის მოჭერით თიშავდა; 3. მჭიდის მცველ (ანუ პისტოლეტი არ ისროდა თუკი მასში არ იყო მოთავსებული მჭიდი). ხოლო მეორე მოდელი (Model 2) იყო მხოლოდ დროშისებური მცველით. 

სწორედ ასეთი ვარიანტების შესახებ არის დღეს ცნობილი. რაც შეეხება მოდელს ერთდროულად სამი ტიპის მცველით, არ არსებობს მის შესახებ რაიმე ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი და არც შემორჩენილი ეგზემპლარი უნახავს ვინმეს.


7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნაზე გათვლილი პისტოლეტი სახელწოდებით „Warwinck“

“Gaspar Arizaga”- ასევე აწარმოებდა პისტოლეტის მოზრდილ ვარიანტს, სახელწოდებით „Warwinck“, რომელიც გათვლილი იყო 7,65 მმ-იან ბრაუნინგის ვაზნაზე (.32ACP). აღნიშნული პისტოლეტს საკეტზე, ზემოთა მხრიდან შესრულებული ჰქონდა წარწერა „AUTOMATIC PISTOL CAL 7,65 WARWINCK”. 

ორივე პისტოლეტის პლასტმასის ტარის ლოყებზე  როგორც "Mondial"-ზე ისევე „Warwinck“ -ზე დატანილი იყო გასპარ არისაგას სავაჭრო ნიშანი ბუს გამოსახულებით. თუმცა შესაძლებელია შეგვხვდეს პისტოლეტები, რომელთაც ხისგან დამზადებული უბრალოდ რომბისებურად დახაზული ტარის ლოყები აქვთ. საერთო ჯამში ორივე პისტოლეტი იყო გამძლე და მუშაობდა საიმედოდ, თუმცა მათი წარმოება არ მომხდარა დიდი რაოდენობით. არც ოფიციალურად არ მიუღია არავის შეიარაღებაში და მხოლოდ კოლექციონერთა ვიწრო წრეებში თუ იწვევს დღეს ინტერესს. გნსაკუთრებით ფასობს 7,65მმ-ან ვაზნაზე გათვლილი ვარიანტი „Warwinck“, რომელიც უფრო იშვიათია ვიდრე „Mondial”.


No comments:

Post a Comment