უცნობი ესპანელი იაპონიის საჰაერო ძალებში

ესპანეთი უდაოდ რეკორდსმენია ბრაუნინგის 6,35მმ (.25ACP) კალიბრის პისტოლეტის „მოდელი 1906 (M1906)“ კოპირების კუთხით, რადგანაც სწორედ ესპანური მწარმოებლები ამზადებდნენ ყველაზე დიდი რაოდენობით ამ ცნობილი მოდელის კლონებს. კლონირებისას ხშირად ხდებოდა სხვადასხვა იდეების განხორციელება. კერძოდ: ამზადებდნენ მოდელებს ამ ჯიბის პისტოლეტისათვის უაზროდ გრძელი ლულით. ხდებოდა მოდელების დამზადება დაგრძელებული ტარით. აგრეთვე მზადდებოდა ეგზემპლარები, რომლებიც ნაცვლად 6,35მმ-ანი ვაზნისა გათვლილნი იყვნენ 7,65მმ-ან ბრაუნინგის ვაზნებზე (.32ACP) ან 9მმ-ან ბრაუნინგის მოკლე ვაზნებზე (.380 AUTO). ასეთი პისტოლეტები ძირითადად არ გამოირჩეოდა დამზადების მაღალი ხარისხით და იმ პერიოდისათვის სიმბოლურ ფასებში იყიდებოდა. დღეს ბრაუნინგ 1906 მოდელის უამრავი ესპანური კლონია შემორჩენილი კერძო პირების კოლექციებში, რომელთა უმეტესობა თავის დროზე საერთოდ უცნობი მწარმოებლების მიერ იქნა დამზადებული და დღეს არავინ არ იცის, თუ კონკრეტულად რომელ მწარმოებელს ეკუთვნიან ისინი. მე ნაკლებად ვარ დაინტერესებული ასეთი ტიპის ესპანური პისტოლეტებით, თუმცა არსებობს ერთი ეგზემპლარი, რომელიც 1994 წლიდან გახდა ჩემი ინეტერესის ობიექტი. სწორედ 1994 წელს აღმოვაჩინე იგი ა.ბ. ჟუკის წიგნში პისტოლტების და რევოლვერების შესახებ. ერთი შეხედვით პისტოლეტი არ განსხვავდება მისი თანამოძმეებისგან, მაგრამ ზევით აღნიშნული ა.ბ. ჟუკის ცნობარის დათვალიერებისას ჩემი ყურადღება მიიქცია ამ პისტოლეტის საკეტზე არსებულმა პატარა სლაიდერმა.
 
 
როგორც შემდგომ გაირკვა ეს სლადერული ტიპის გადამრთველი ასრულებს სროლის რეჟიმების გადამრთველის როლს. ანუ პისტოლეტს შეუძლია როგორც ერთეული, ასევე სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. როდესაც გადამრთველის სლაიდერული ბერკეტი დაბლაა დაშვებული პისტოლეტი ისვრის ავტომატური ჯერებით.

პისტოლეტს მოხსნილი აქვს ტარის ლოყები, რომლის უკანაც ჩანს სროლის რეჟიმების გადამრთველი მექანიზმი
 
აღნიშნული გადამრთველი ჩემი აზრით უნიკალურს ხდის ამ პისტოლეტს, რადგანაც მე არ მსმენია ასეთი გაბარიტების მქონე სხვა პისტოლეტის შესახებ, რომელსაც შეუძლია სრულიად ავტომატური ჯერებით სროლა. პრაქტიკული კუთხით თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა პისტოლეტი რომლის სავაზნე კოლოფშიც მხოლოდ 8 ცალი ვაზნა თავსდება და ისვრის ჯერებით, ყოვლად აბსურდული მეჩვენება. ჯერებით სროლისას ტემპი შეადგენს 900-1100 გასროლას წუთში, რაც  იმდენად მაღალია, რომ 8 ცალი ვაზნა ფაქტიურად მყისირად იხარჯება. გარდა ამისა პისტოლეტი მსუბუქია და სწრაფი უკუცემისას მისი მოთოკვა კიდევ უფრო რთული იქნება.
პისტოლეტის ხედი მარცხნიდან
პისტოლეტის მწარმოებელი დღეისათვის უცნობია და არავის აქვს კონკრეტული პასუხი, თუ რომელი კომპანია აწარმოებდა მას, რადგანაც არცერთ ეგზემპლარზე არაა დატანილი არანაირი სავაჭრო ნიშანი ან ლოოგოტიპი. სავარაუდოდ პისტოლეტი დამზადებულია 30-ანი წლების დასაწყისში ესპანეთის ერთერთი პროვინციის ქალაქ ეიბარში (Éibar). ცნობილია, რომ  პისტოლეტი იყიდებო სხვადასხვა სავაჭრო წერტილებში.
„Llama-gabilondo y Cia“-ს მიერ წარმოებული  პისტოლეტი სახელწოდებით “Non Plus Ultra”. აღნიშნული პისტოლეტი უცნობი ესპანელისგან გამოირჩევა იმით, რომ გააჩნია უფრო დიდი გაბარიტები და მისი მჭიდი იტევს 22 ცალ ვაზნას
რთერთი მოსაზრებით პისტოლეტს კავშირი უნდა ჰქონდეს ესპანურ კომპანია „Llama-gabilondo y Cia“-სთან, რადგანაც ამავე პერიოდში ანალოგიური კონსტრუქციის მქონე პისტოლეტი სახელწოდებით “Non Plus Ultra” იწარმოებოდა მათ მიერ და გააჩნდა ზუსტად იდენტური ავტომატური ჯერების გადამრთველი (ე.წ. სელექტორი).
უცნობია აგრეთვე დამზადებული პისტოლეტების ზუსტი რაოდენობა. ვარაუდობენ, რომ სულ დამზადებულ იქნა 45 000 ცალი ერთეული. დღეისათვის ცნობილია ეგზემპლარები, რომელთა სერიული ნომრები ცდება 44 000  ნიშნულს.
 
ისევე როგორც სხვა მსგავსი ტიპის ესპანური პისტოლეტები, ჩვენი სტატიის გმირიც არ გამოირჩეოდა დამზადების მაღალი ხარისხით. პისტოლეტს არ გააჩნდა სამიზნე მოწყობილობა. მის როლს ასრულებდა საკეტის მთელს სიგრძეზე არსებული ღარი. ტარის ლოყები დამზადებული იყო უბრალო ხისგან და თითების უკეთ მოჭიდებისათვის მთელს პერიმეტრზე გააჩნდა ნაჭდევები. პისტოლეტის მუშაობის სქემა ეფუძნებოდა თავისუფალი საკეტის პრინციპს. სავაზნე კოლოფი (მჭიდი) იყო ერთრიგიანი. დამრტყმელ-გამშვები მექანიზმი მუშაობდა ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. პისტოლეტის ტარში სავაზნე კოლოფის ფიქსირება ხდებოდა ტარის ფსკერზე ქვემოთა მხრიდან განთავსებული ღილაკ-ფიქსატორის მეშვეობით.
პისტოლეტი მზადდებოდა ორი სხვადასხვა სიგრძის ლულით:
 
1.       გრძელი 108 მმ სიგრძის ლულით, რომელიც გამოწეული იყო პისტოლეტის საკეტ გარსაცმიდან;



2.      მოკლე (სტანდარტული) 80 მმ სიგრძის ლულით, რომელსაც ტარის უკანა ნაწილში არ გააჩნდა დამატებითი მეტალის კლავიში.
 
იგი წყაროების თანახმად როგორც ჩვენი სტატიის მთავარი უცნობი გმირი, აგრეთვე „Llama-gabilondo y Cia“-ს მიერ წარმოებული პისტოლეტი “Non Plus Ultra”-ს მთელი პარტია მთლიანად იქნა გაგზავნილი ჩინეთში.  დღეისათვის არსებული ინფორმაციის თანახმად ორივე პისტოლეტი შეიარაღებაში ჰქონდათ იაპონიის საჰაერო ძალების მაღალჩინოსნებსა და პილოტებს. აგრეთვე მცირე რაოდენობით პისტოლეტები მოხვდა იაპონიის ფლოტის სამსახურშიც. რიგი არაოფიციალური წყაროების თანახმად ორივე პისტოლეტი პირად შეიარაღებაში გააჩნდათ ჩინლ გენერალ-სეპარატისტებსაც.
 

No comments:

Post a Comment