სიმონოვის საცდელი ავტომატური კარაბინი АКС-41

1939 წელს საბჭოთა კავშირის მთავარმა საარტილერიო სამმართველომ (ГАУ) წამოიწყო კონკურსი რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ავტომატური და თვითდამტენი კარაბინების გამოცდა, შერჩევა და საუკეთესო ვარიანტის შეიარაღებაში მიღება. აღნიშნულ კონკურსში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტოკარევის და სიმონოვის ავტომატური კარაბინები. კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა 1940 წლის დასაწყისში. პირველ ეტაპზე ვერც ტოკარევმა და ვერც სიმონოვმა ვერ დააკმაყოფილეს კონკურსის მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაიცა გარკვეული მითითებები, რომლის მიხედვითაც კონსტრუქტორები მოახდენდნენ კარაბინების გადამუშავებას და ხელახალ გამოცდებზე წარმოდგენას.

სიმონოვის თვითდამტენი შაშხანის ადრეული საცდელი ვარიანტი და მის ბაზაზე აგებული ავტომატური კარაბინი

განმეორებითი საგამოცდო კონკურსი გაიმართა 1940 წლის ოქტომბერში, ხოლო შემდგომ 1941 წლის მაისში და ივნისში. კონკურსის ფარგლებში გამოცდას დაექვემდებარა ტოკარევის ავტომატური კარაბინი Автоматический  карабин Токарева (АКТ-41), რომელიც წარმოადგნდა მისი თვითდამტენი შაშხანის СВТ-40-ს ბაზაზე აგებულ ვარიანტს. ხოლო სიმონოვის მიერ წარმოდგენილ იქნა საკუთარი კონსტრუქციის 1939 წლის თვითდამტენი შაშხანის ბაზაზე ეგებული ავტომატური კარაბინი Автоматический  карабин Симонова (АКС-41).

სიმონოვის ავტომატური კარაბინი Автоматический  карабин Симонова (АКС-41). კარაბინში გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის საშტატო მოსინის შაშხანის ვაზნა 7,62x54mm R. მჭიდის ტევადობა 5 ცალი ვაზნა. მჭიდის შევსება ხდებოდა 5 ცალ ვაზნაზე გათვლილი მოსინის შაშხანისთვის განკუთვნილი სწრაფდამტენი დამჭერი კლიპებით (ე.წ. აბოიმით). კარაბინის სიგრძე დამაგრებულ ხიშტთან ერთად შეადგენდა 1285მმ-ს/ ხიშტის გარეშე 1085მმ-ს. წონა (მასა) ხიშტთან ერთად 3,4კგ / ხიშტის გარეშე 2,9 კგ. სამიზნე თამასაზე არსებული დანაყოფები გათვლილი იყო 1000 მეტრამდე სასროლათ.

საპოლიგონო გამოცდებზე მიღებული შედგების ანალიზით და დამუშავებით დადგინდა, რომ სიმონოვის ავტომატურმა კარაბინმა АКС-41 აჯობა ტოკარევის სისტემის კარაბინს. შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საცდელი სახით დამზადებულიყო სიმონოვის ავტომატური კარაბინის (АКС-41) მცირე პარტია 50 ცალი ეგზემპლარის სახით და გაგზავნილიყო სამხედრო (საარმიო) გამოცდებზე. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან რამოდენიმე დღეში საბჭოთა კავშირი ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში და არავის აღარ ეცალა სიმონოვის ავტომატური კარაბინისთვის. შესაბამისად სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყდა.

No comments:

Post a Comment