უხმო (ჩუმი) ვაზნა СП-1 ცნობილია აგრეთვე აღნიშვნა 9,0/7,62х18


1950-ანი წლების დასაწყისში იგორ იაკოვის (იაკობი) ძე სტეჩკინმა, ქარხნულ წარმოებაში ჩაუშვა მისი ცნობილი პისტოლეტი АПС,  რის შემდეგაც 1953 წელს მის ბაზაზე შექმნა პისტოლეტის ვერსია კონუსური ლულით სპეციალურ ვაზნაზე. ვაზნა შემუშავებულ იქნა თავად სტეჩკინის მიერ და მასში გამოიყენებოდა დენთის აირების გადაკეტვის სისტემა. კონსტრუქტორმა ვაზნას  უწოდა СП-1 (Специальный Патрон 1). სწორედ აღნიშნული ვაზნით დაიწყო მთელი რიგი СП სერიის ვაზნების შემუშავება. ვაზნა შედგებოდა თითბერის (ლატუნი) მასრისაგან, რომელიც  მაკაროვის ვაზნის (9х18 ПМ) მასრას წარმოადგენდა, ხოლო ტყვია შექმნილი იყო 7,62х25 ТТ-ს ტყვიის სამზადის გარსისაგან, რომელსაც გააჩნდა სპეციალური ბორტი,  ტყვიის გულარა კონუსისებური უკანა ნაწილით და დურალუმინისაგან დამზადებული კონუსისებურივე ქვეშაგი (ე.წ Поддон). ტყვიის დიამეტრი იყო 9,27მმ, რომლის გარსიც შედგებოდა ბიმეტალისაგან.
გასროლისას ტყვია გაივლიდა კონუსისებურ ლულას, და იწურებოდა 7,62მმ-დე. ვაზნის კონსტრუქციაში შედიოდა აგრეთვე კონუსისებური ობტურატორი, რომელიც ტყვიისა და დენთს შორის იყო მოთავსებული, ხოლო გასროლის შემდეგ ჩერდებოდა პისტოლეტის სავაზნის ტუჩთან ტუჩთან, რაც უზრუნველყოფდა დენთის აირების  გადაკეტვას.
მომდევნო გასროლის შემდეგ ტყვია წამოეცმევოდა ობტურატორს და ლულიდან გამოაგდებდა (გამოიყოლებდა) მის ადგილს კი ახალი ობტურატორი დაიკავებდა. 



იგორ იაკოვის (იაკობი) ძე სტეჩკინი

ვაზნის შემუშავება ხდებოდა ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიუროს ЦКБ-14  (Центральное Конструкторское Бюро-14) მიერ. ამავე ბიურომ წარმოადგინა აგრეთვე პისტოლეტის მაკეტი. პროექტში შედიოდნენ აგრეთვე НИИ-61-ის (Научно-Исследовательский Институт-61) თანამშრომლები, სწორედ აღნიშნული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიდან დაინიშნა სამეცნიერო ხელმძღვანელი ნ.მ. ელიზაროვი (Елизаров Н.М.) და აღმასრულებელი პასუხისმგებელი ი.ს. გუბელი (Губель И.С.).  ცნობისთვის დღეს ამ სამეცნიერო-კვ;ევით ბიუროს ეწოდება ЦНИИТОЧМАШ.
თავდაპირველად ЦКБ-14-ს მიერ წარმოდგენილ ტყვიას გააჩნდა 4 ღარი, რათა უკეთ მომხდარიყო მისი ობტურაცია ლულის კონუსში. შემფგომ ტყვიის დამუშავებისას НИИ-61-ის თანამშრომლები წააწყდნენ პრობლემას. ტყვიის გარსი ღარების ადგილას იყო ძალიან თხელი, რაც იწვევდა გარსის დაზიანებას. სწორედ ამიტომ ღარებზე უარი თქვეს და გაგრძელდა მუშაობა სტანდარტული გარსით დაფარულ ტყვიებზე.
 
ЦКБ-14-ს მიერ წარმოდგენილი СП-1 ტყვიის ნახაზები

1953 წლის მიწურულს, ცდებისათვის დამზადდა საცდელი პარტია 1000 ცალი СП-1 ვაზნის სახით. ვაზნები ძალზედ მგრძნობიარენი აღმოჩდნენ დენთის მუხტის მცირედი ცვლილებების მიმართ. მუხტის ოდნავი შემცირება იწვევდა ტყვიის გაჭედვას ლულაში, ხოლო მუხტის მცირედი მატების შემთხვევაში გასროლის ხმა აღარ გამოდიოდა ჩუმი, რადგანაც ოპტურატორი ტყვიასთან ერთად ტოვებდა ლულას. ტყვიის სიზუსტე 15 მეტრამდე სროლისას იყო ბევრად ცუდი ვიდრე გაწერილი იყო მოთხოვნების დოკუმენტში. ამბობენ გასროლის დროს მისი ხმა ჰგავდა ტოტის გატეხვის ხმს, ხოლო ლულიდან არ გამოდიოდა არც ნაპერწკლები და არც ალი. საცდელი სროლებისას ვაზნების მასრების 20 პროცენტზე აღოჩენილი იქნა ბზარები, რომელიც მასრის შუაში გაზდევდა სიგრძეზე. ტყვიის საწყისი სიჩქარე შეადგენდა 141მ/წამს.  გამომცდელების აზრით უნდა შემუშავებულიყო ახალი ვაზნები, რომელთა ტყვიის დიამეტრი იქნებოდა 6,35–7მმ. 1954 წელს სტეჩკინმა წარმოადგინა ახალი ექპერიმენტალური უხმო ვაზნა სახელწოდებით СП-2, რის შედეგადაც СП-1-ზე ცდების ჩატარება საბოლოოდ შეწყდა.

მარცხნიდან მარჯვნივ: მაკაროვის ვაზნა 9х18 ПМ, ვაზნა СП-1  და მისი გასროლილი ტყვია.  
 

ჩუმი(უხმო) ვაზნა СП-2 (7,62х35)


1954 წელს იგორ იაკოვის (იაკობი) ძე სტეჩკინმა СССР-ის  КГБ- დაკვეთით შექმნა უხმო ვაზნის მეორე ვარიანტი СП-2,(საავტორო მოწმობა ნომრით 15840, 1954 წლის 15 დეკემბერი) რომელიც განკუთვილი იყო სამლულიანი სასროლი მოწყობილობისათვის ТКБ-506 და  ТКБ-506А (პორტსიგარი) (მოგვიანებით ამ ვაზნაზე აწყობილ იქნა პისტოლეტი МСП).  დენთის აირების მასრაში გადაკეტვის წყალობით და ქვებგერითი საწყისი სიჩქარის წყალობით ვაზნა СП-2 უზრუნველყოფს ჩუმ გასროლას. იგი  დამზადებულ იქნა 1943 წლის მოდელის 7,62х39 ვაზნის მასრის სამზადის საფუძველზე, რომელსაც ფუძე შევიწროვებული აქვს 10,5მმ-დე ხოლო სიგრძეში დამოკლებულია 35მმ-დე. ტყვია შედგებოდა 1930 წლის 7,62х25 ТТ -ს ტყვიის სამზადისაგან, რომელშიც ჩასმული იყო დურალუმინის ღერო.  მასრის ყელის ფორმირება ხდებოდა მას შემდეგ, რაც ჩაიყრებოდა დენთის მუხტი და ჩაიდგმებოდა ქვეშაგი. გასროლის დროს ქვეშაგი უბიძგებდა ტყვიას, ხოლო როდესაც მიუახლოვდებოდა მასრის ყელის უკიდურეს ნაწილს გაჩერდებოდა, რითაც  გამოიწვევდა მასრაში არსებული დენთის აირების გადაკეტვას.  

რადგანაც ЦКБ-14, სადაც მუშაობდა სტეჩკინი  არ გააჩნდა საკუთარი ვაზნების დასამზადებელი საწარმო, საცდელი ვაზნების ნიმუშების და ვაზნების პირველი პარტიის დამზადება დაევალა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს НИИ-61, ხოლო პასუხისმგებელობა შესრულებაზე დაეკისრა  ირაიდა სიმინოვნა გუბელს (Ираида Семеновна Губель), სწორედ მან შეადგინა ვაზნებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია.
ბალისტიკური ლულიდან გასროლისას რომლის სიგრძეც შეადგენდა 25მმ-ს 6,2გრამიან და სიგრძეში 31მმ-ან ტყვიას გააჩნდა 175მ/წ საწყისი სიჩქარე და 5 მეტრზე ხვრეტდა სამცალ ფიჭვის ფიცარს. სროლის სიბურჯღლე შეადგენდა R50 ≤ 4,0 სმ-ს. სტეჩკინმა მოიპავა საავტორო მოწმობა დენთის აირების გადაკეტვის მქონე კონსტრუქციის ვაზნებზე ხოლო მის მიერ შემოთავაზებულმა აღნიშვნამ СП საფუძველი დაუდო КГБ სათვის შექმნილ მთელ რიგ ვაზნების სერიას.

 
ვაზნები СП-2 გამოდიოდა ბიმეტალის მასრებით, რომლის მასრასაც არ გააჩნდა არანაირი დამღა. კაფსულ-მაალებელი მასრაში ფიქსირდებოდა გაძლიერებული წრიული დამჭერით და 4 ცალი ჩანაჭრელით. ვაზნების შეფუთვა მზადებოდა მუყაოსაგან, რომელშიც მოთავსებული იყო 8 ცალი ვაზნა, ხოლო მუყაოს კოლოფზე დატანილი იყო წარწერა «7,62-СП-2 гж». ტყვიის თავები მარკირებული იყო შავი ფერის ლაკით. 


1. ვაზნა СП-2 (7,62х35);
2. გასროლილი ვაზნის მასრა;
3. ტყვია (ტყვიის წამყვან ნაწილს ემჩნევა ჭრილების კვალი)
4. მასრის ფუძე
5. საშტატო შეფუთვა

როგორც მოგვიანებით დავადგინე დენთის მუხტის მასა შეადგენდა 0,15 გრამს და გამოიყენებოდა П-125  მარკის დენთი