ლექსიკონი

გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ტერმინოლოგია ცეცხლსასროლ იარაღში ძალიან მწირია და თან ბევრმა შეიძლება არც იცოდეს ტერმინების მნიშვნელობა (განმარტება), გადავწყევიტე შევქმნათ ტერმინების ლექსიკონი (ე.წ. გლოსარიუმი). აღნიშნული ლექსიკონი საკმაოდ შრომატევედი საქმეა, ამიტომ იგი მუდმივად განახლდება და დაემატება ახალი ტერმინები.
 
დუგლუგი - აღნიშნული ტერმინი ნიშნავს იარაღის კონდახს. ძირითადად ამ ტერმინით მოიხსენიებენ საკეცი ტიპის კონდახს.
 
ზუმბა  (თავწვრილი)- ეს ტერმინი სათავეს იღებს ჯავახეთიდან. ასე ეძახდნენ მჭედლის იარაღს. ცეცხლსასროლ იარღთან მიმართებაში  ტერმინი "ზუმბა" ნიშნავს იარაღის ლულის საწმენდს. ინგლისურად უწოდებენ "Cleaning Rod"-ს, რუსულად "Шо́мпол". ზუმბა შეიძლება იყოს მეტალის, ხის, ან პლასტმასისგან დამზადებული. გარდა ლულის არხის წმენდისა, შესაძლებელია გამოიყენებოდეს იარაღის დასაშლელათ / ასაწყობათ, ან იარაღის ლულაში, რევოლვერის დოლურაში გაჭედილი მასრის ამოსაგდებათ.
 
ლულის ზედსადები - გრძელულიან იარაღში ამ ტერმინით აღნიშნავენ ლულის ზევით / ლულაზე ან ნაწილობრივ იარაღის ჩარჩოზე (ლულის კოლოფზე) მოთავსებულ დეტალს, რომელზეც მსროლელი ახდენს ხელის მოკიდებას. თვითდამტენი / ავტომატური იარაღის შემთხვევაში, კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლოა, რომ მასში (მის მიღმა) გადიოს აირგამყვანი მილაკი ან დგუში.
ტიბჟირი - გრძელულიან იარაღში ამ ტერმინით აღნიშნავენ ლულაზე, ან ლულის ქვევით (შესაძლოა იყოს ნაწილობრივ იარაღის ჩარჩოზეც / ლულის კოლოფზე) მოთავსებულ დეტალს, რომელზეც მსროლელი ახდენს ხელის მოკიდებას. ტიბჟირი აგრეთვე შეიძლება იყოს მთლიანი სახის და წარმოადგენდეს კონდახის შემადგენელ ნაწილს. ხშირად ამ დეტალს ეძახიან "ცევიოს" (ცივიოს), რაც რუსული "Цевьё"-დან არის აღებული. ინგლისურად უწოდებენ "Handguard"-ს.
 
საბრძოლო ზამბარა - ეს არის ზამბარა, რომელის ენერგიის ხარჯზე მოძრაობს საცემი ნემსა ან ჩახმახი. ინგლისურად უწოდებენ "Main spring"-ს.
 
დამაბრუნებელი ზამბარა - ავტომაურ / თვითდამტენ იარაღში, აღნიშნული ზამბარის მეშვეობით ხდება გასროლის შემდეგ საკეტის / საკეტ-გარსაცმის საწყის პოზიციაზე დაბრუნება.

დამაბრუნებელი+საბრძოლო ზამბარა - რიგ ირაღებში შეიძლება დამაბრუნებელი ზამბარა ასევე ასრულებდეს საბრძოლო ზამბარის დანიშნულებას. მაგალითად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში, რომელიც ღია საკეტიდან ისვრის. ასევე ბრაუნინგის პისტოლეტში M1900 გამოიყენება ზამბარა, რომელიც ერთდროულად ასრულებს, როგორც დამაბრუნბელი, ასევე საბრძოლო ზამბარის როლს.
 
 

2 comments:

  1. Rimfire, Centerfire რუსულად ვნახე, მაგრამ ქართულად როგორ იქნება?

    ReplyDelete
    Replies
    1. Rimfire ქართულად არის წრიული აალების ვაზნა (აი .22LR ვაზნა რომელსაც საქართველოში გეკოს ვაზნას ვუწოდებთ), ხოლო Centerfire არის ჩვეულებრივი ვაზნა, რომელსაც კაფსულ-მაალებელი მასრის ფსკერზე ცენტრში აქვს განთავსებული.

      Delete